კატეგორიები

  • ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი 30% 1მლ.. 10 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება : სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული სეპტიკური მდგომარეობის სამკურნალოდ ;მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების , პნევმონიების , კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანიინფექციების , ოტიტების და სხვა ინფექციების დროს , რომლებიც გამოწვეულია პენიცი



პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდის 30% ხსნარი საინექციო

Lincomycin Hydrochloride

 

ლინკომიცინი – არის ანტიბიოტიკი , პროდუცირებული Streptomyces lincolniensis ან სხვა მონათესავეაქტინომიცეტების მიერ .

ანტიბაქტერიული მოქმედებით ლინკომიცინი ჰგავს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებს , მაგრამგანხვავდება მათგან ქიმიური სტრუქტურით . ეფექტურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკები , სტრეპტოკოკები , პნევმოკოკები , დიფტერიის ჩხირები ), აგრეთვე ზოგიერთიანაერობის , მ . შ . განგრენის და ტეტანუსის გამომწვევი მიკრობების მიმართ . ვირუსებზე და სოკოზე არმოქმედებს . განსაკუთრებით აქტიურია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სტაფილოკოკების მიმართ. პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა .

თერაპიულ დოზებში პრეპარატი ავლენს ბაქტერიოსტატურ მოქმედებას . მოქმედების მექანიზმიდაკავშირებულია ბაქტერიულ უჯრედებში ცილის სინთეზის ბლოკირებასთან .

პრეპარატი მალე შეიწოვება და ადვილად აღწევს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში , მ . შ . ძვლოვანქსოვილებში .

 

ჩვენება : სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული სეპტიკური მდგომარეობის სამკურნალოდ ;მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების , პნევმონიების , კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანიინფექციების , ოტიტების და სხვა ინფექციების დროს , რომლებიც გამოწვეულია პენიცილინების მიმართმდგრადი მიკროორგანიზმებით .

 

გვერდითი მოქმედება : შესაძლებელია გულისრევა , ღებინება , ფაღარათი , ტკივილები მუცელში .სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა , თავბრუსხვევა , საერთოსისუსტე , კუნთების მოდუნება . ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

 

უკუჩვენებები : ორსულობა , ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებები . არ არის რეკომენდირებულიპრეპარატის შეყვანა მიორელაქსანტებთან ერთად , აგრეთვე მიასთენიის დროს .

 

მიღების წესი და დოზები : ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციები დღეღამეში 3- ჯერ 8- საათიანიინტერვალით . ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის : 0,6-0,8 გ ლინკომიცინი ; ბავშვებისთვის : 30-60 მგლინკომიცინი 1 კგ წონაზე ასაკიდან დამოუკიდებლად .

ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვანით 60-80 წვეთი / წთ სიჩქარით წუთში . შეყვანამდე 2 მლ 30% (0.6 გ ) პრეპარატს ანზავებენ 250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში .

მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღე დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით . ოსტეომელიტისშემთხვევაში 3 კვირა და მეტი .

 

გამოშვების ფორმა : 30% ხსნარი 1 მლ ამპულაში . შეფუთვაში 10 ამპულა .

 შენახვის პირობები : “ ბ ” სია . სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .

 აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით