კატეგორიები

სიპანსინი 100მგ 16 ტაბლეტი
  • სიპანსინი 100მგ 16 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • სიპასინი განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: -სასუნთქი გზების ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, -საშარდე გზების ინფექციების, კერძოდ კი პროსტატის დროს, -სექსუალური გზით გადამდები დაავ



სიპანსინი 100 მგ

შემოგარსული ტაბლეტები

(მინოციკლინი)

 

წამლის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან  შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას

-შეინახეთ ეს ბროშურა, შესაძლოა მისი გადაკითხვა განმეორებით დაგჭირდეთ

-დამატებითი ინფორმაციისათვის გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს

-ეს მედიკამენტი რეკომინდებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმის მიერ, მსგავსი სიმპტომების ქონის შემთხვევაშიც კი ნუ ურჩევთ  სხვას, რადგან შესაძლოა ამან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

-გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, აუცილებლად დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.

 

რას შეიცავს წინამდებარე ბროშურა;

1.რა არის სიპანსინი და რისთვის გამოიყენება

2.რისი ცოდნაა აუცილებელი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე

3.როგორ მიიღოთ სიპანსინი

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.შენახვის პირობები

  1. გამოშვების ფორმა, შიგთავსი და სხვა ინფორმაციები:

 

1.რა არის სიპანსინი და რისთვის გამოიყენება

სიპასინი არის ფართო სპექტრის გამოყენების ანტიბიოტიკი, რეკომინდებულია ტეტრაციკლინზე მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ასევე ინფექციების რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი  შტამების სტაფილოკოკებით რეზისტენტულებით ტეტრაციკლინზე.

სიპანსინი მიეკუთვნება ანტიბაქტერიული მედიკამენტების ჯგუფს,  ტეტრაციკლინს და ქლორამფენიკოლს.

სიპასინი განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

-სასუნთქი გზების ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზია,  პნევმონია, ფილტვის აბსცესი,

-საშარდე გზების ინფექციების, კერძოდ კი პროსტატის დროს,

-სექსუალური გზით გადამდები  დაავადებების დროს, როგორებიცაა  გონორეა, არაჰონოკოკური ურეთრიტი, მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები,

-ENT ინფექციები,

-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ასევე აკნე,

-პირის ღრუს დაავადებები-პარადონტიტი, გინგივიტი,  კბილის ექსტრაქცია,

სიპასინი ასევე გამოიყენება ასიმპტომური მენინგოკოკის პროფილაქტიკური მკურნალობის დროს, ასევე პრე და პოსტ-საოპერაციო ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

 რისი ცოდნაა აუცილებელი პრეპარატის მიღების დაწყებამდე:

ნუ მიიღებთ  სიპასინს თუ:

-ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობით) მინოციკლინზე, ტეტრაციკლინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებზე, ან ამ მედიკამენტში შემავალ რომელიმე სხვა კომპონენტზე,

-გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა,

-ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,

-12 წლამდე ბავშვებისათვის არ არის რეკომინდებული,

უსაფრთხოების ზომები:

მედიკამენტის მიღებამდე დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

-თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (უკმარისობა),

-თუ გაქვთ წითელი მგლურა, დაავადება, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარით, თმის ცვენით, ტემპერატურით, საერთო სისუსტით და სახსრების ანთებით,

-თუ გაწუხებთ ქალასშიდა წნევა,

-თუ ხართ მგრძნობიარე დღის სინათლეზე ან ნებისმიერ განათებაზე.

ბავშვები და მოზარდები

სიპანსინი არ არის რეკომინდებული 12 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. პრეპარატის მიღებამ შესალოა გამოიწვიოს კბილების ფერის დაკარგვა და მათი განვითარების პროცესის შენელება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლა ბოლო პერიოდში ჩატარებული გაქვთ სხვა მედიკამენტოზური მკურნალობა.

განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება და აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიღებული გაქვთ შემდეგი მედიკამენტები:

-პენიცილინი (ანტიბიოტიკი,რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების მკურნალობისას),

-მედიკამენტები, რომლებსაც შესაძლოა გამოეწვიათ ღვიძლის  ფუნქციის დარღვევები (დააზუსტეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ რომელიმე მედიკამენტი მოიცავდა ასეთ გვერდით მოვლენას),

-რეტინოიდები, როგორიცაა-იზოტრეტინოინი (მედიკამენტი,რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ),

-კონტრაცეპტივები. სიპანსინმა შესაძლოა შეამციროს კონტრაცევტივის მოქმედება,ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ კონტრაცეპციის დამატებითი ზომები, მკურნალობის შეწყვეტიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაშიც.

-შარდმდენები (მედიკამენტები,რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის დროს),

-ანტიკოაგულანტები (მედიკამენტები,რომლებიც გამოიყენება სისხლის კოაგულაციის შესამცირელად,

-ანტიაციდები და სხვა ალუმინის, კალცის და მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები. ნუ მიიღებთ მათ სიპანსინთან ერთად, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ ორგანიზმში სიპანსინის შთანთქმა.

 

 

 

სიპანსინი საკვებთან,სასმელებთან და ალკოჰოლთან

მიიღეთ სიპანსინი საკვების მიღებამდე. დააყოლეთ ჭიქა წყალი. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მკურნალობის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ დადგენილია ორსულობა ან არის ორსულობის ალბათობა, კლოპიდოგრელ ატრალით მკურნალობის დაწყებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სიპანსინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომინდებული.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

სიპანსინმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ვიდრე ავტომობილის მართვას ან რაიმე დანადგართან მუშაობას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ეს სიმპტომი.

სიპანსინი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს.თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ შეუთავსებლობა რომელიმე შაქარზე, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სიპანსინი შეიცავს Yellow Sunset(E110),Tartrazina(E102), რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.

  1. მიღების წესი

მიიღეთ ისე, როგორც ამას გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გაესაუბრეთ მათ.

რეკომინდებული დოზები:

-აკნე: დღიური დოზა -100მგ.  მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 6 კვირა და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

-გონორეა: მამაკაცებში საწყისი დღიური დოზა არის 200მგ.    100მგ. ყოველ 12 საათში, 4 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებიდან  2-3 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს მიკრობიოლოგიური ანალიზი.

 ქალების შემთხვევაში გამოიყენება იგივე დოზა,10-14 დღის განმავლობაში.

-არაჰონოკოკური ურეთრიტი:100მგ. დღეში ერთხელ,10-14 დღის განმავლობაში.

-უსიმპტომო მენინგოკოკის მატარებელი პაციენტებისათვის  პროფილაქტიკური მკურნალობა: 100მგ. ყოველ 12 საათში, არანაკლებ 5 დღის.

ბავშვებსა და მოზარდებში

12 წელს ზევით ბავშვებისათვის რეკომინდებულია: 2-4 მგ/კგ საწყისი დოზა, 1-2 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ.

მიიღეთ სიპანსინის ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად, ფეხზე დგომით ან ჯდომით მდგომარეობაში.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

არ არსებობს არანაირი სპეციფიკური ანტიდოტი სიპანისისათვის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში  მიაკითხეთ სასწრაფო დახმარებას, რათა მიღებულ იქნას საჭირო ზომები.

 

 

იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ წამლის დროულად მიღება

თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის დროულად მიღება, ნუ შეამცირებთ დოზას შუალედური მიღებისას, განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივ.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

არ უნდა შეწყვიტოთ სიპანსინის მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ეს დაუშვებელია.

თუ დაგრჩათ კითხვები მედიკამენტის დოზირებასთან დაკავშირებით,მიმართეთ მკურნალ ექიმს.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტი,სიპანსინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები არ არის გამოვლენილი ყველა მომხმარებელში.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი განისაზღვრება სიპანსინის მიღების სიხშირით:

ხშირი მოხმარებისას: გვერდითი მოვლენა აღენიშნება 100დან 1 ავადმყოფს.

საშუალო სიხშირით  მოხმარებისას: გვერდითი მოვლენა აღენიშნება 1000დან 1 ავადმყოფს.

იშვიათი მიღებისას: გვერდითი მოვლენა აღენიშნება 10000დან 1 ავადმყოფს.

ძალიან იშვიათი მიღებისას: გვერდითი მოვლენა აღენიშნება 10000დან იშვიათად 1 ავადმყოფს.

გავრცელებული გვერდითი მოვლენები:

ხშირი მოხმარებისას თავბრუსხვევა,

საშუალო სიხშირით მოხმარებისას: მაღალი ტემპერატურა,

იშვიათი მოხმარებისას: ეუზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ტრომბოციტოპენია, ანაფილაქსიური რეაქციები, ანორექსია, თავის ტკივილები, ჰიპოესთეზია, პარესთეზია, ქალასშიდა წნევა, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ხველა, დისპნოე, დიარეია, გულისრევა, სტომატიტი, კბილების გაუფერულება,  ღებინება, რვიძლის ფერმენტების მომატება, ჰეპატიტი, გამელოტება, ერითემა, კვანძოვანი ერითემა, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ართრალგია, მგლურას სინდრომი, მიალგია, შრატში შარდოვანას მომატებას და ტემპერატურას.

ძალიანი იშვიათი მოხმარებისას: ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის ფერის შეცვლა, ბრონქოსპაზმი, ასთმის გამწვავება, ფილტვის ეუზინოფილია, დისპეპსია, დისპაგია, მინანქრის ჰიპოპლაზია, ენტეროკოლიტი, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, გლოსიტი, პანკრეატიტი, კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ჰეპატური ქოლესტაზი, ღვიძლის უკმარისობა,ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე, ანგიოდემა, დერმატიტი, ფრჩხილის ჰიპერპიგმენტაცია, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და ვასკულიტი, ართრიტი, ძვლის გაუფერულება, სისტემური მგლურას გამწვავება, სახსრების გაუხეშება, შეშუპება სახსრებსჰი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ბალანიტი და სეკრეციის გაუფერულება.

გამოვლენილ სინდრომებს შორის ყუფილა შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ფატალურად.

სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ გვერდითი მოვლენების ფონზე  გამოვლინდა შემდეგი სინდრომები:

-ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი კანის რეაქციებში (როგორებიცაა გამონაყარი და დერმატიტი), ეოზინოფილია და ერთი ან რამოდენიმე სხვა სიმპტომი: ჰეპატიტი, პნეუმონიტი, ნეფრიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, შესაძლოა ტემპერატურის მატება და ლიმფადენოპათია.

-მგლურას მსგავსი სინდრომი, გამოვლენილი დადებით პასუხში ანტინუკლეანურ ანტისხეულებში, ტემპერატურა, მიალგია, ჰეპატიტი, გამონაყარი კანზე და ვასკულიტი.

-ჰიპერმგრძნობელობა, მაღალი ტემპერატურა, ურტიკარია ან გამონაყარი კანზე ,ართრალგია, ართრიტი, სახსრების შეშუპება ან გაუხეშება, შესაძლოა გამოვლინდეს ეოზინოფილია.

თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენების გარდა გამოვლინდა ისეთები, რომლებიც არ არის მოცემული ამ ბროშურაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

  1. შენახვის პირობები

შეინახეთ 25 გრადუსამდე ტემპერატურაზე. შეინახეთ თავისივე,ორიგინალურ  შეფუთვაში, რომელიც დაიცავს მედიკამენტს  სინათლისა და ნესტისაგან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, ვადის გასვლის შემდეგ.

მედიკამენტის ვარგისიანობა შეესაბამება კოლოფზე მითითებული ვადის  ბოლო დღემდე.

შეუთანხმეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ სად გადაყაროთ არასასურველი მედიკამენტები. და მიიღეთ სწორი ზომები. ამით დაიცავთ თქვენს გარემოს.

  1. გამოშვების ფორმა, შიგთავსი და სხვა ინფორმაციები:

რისგან შედგება  სიპანსინი

აქტიური ნივთიერება არის მინოციკლინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ მინოციკლინს (მინოციკლინის  დიჰიდრატი, ქლორჰიდრატის ფორმით).

-დანარჩენი კომპონენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, ტაბლეტების სტაფილოსფერ  საფარში შემავალი ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი(E171), YELLOW SUNSET (ყვითელი დაისი) (E110), tartrazina (E102),  შელაქი, პოვიდონი და სორბიტანის ოლეატი.

როგორ გამოიყურება სიპანსინი და   შეფუთვის შიგთავსი:

სიპანსინი წარმოდგენილია, გარსით დაფარული  სტაფილოსფერი, მრგვალი  ტაბლეტების ფორმით. შეფუთვა მოიცავს 16 ან  32 ერთეულ ტაბლეტს. 

შესაძლოა ყველა რაოდენობის შეფუთვა  გაყიდვაში არ იყოს.  

ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

Laboratorios Atral S.A,

 ღუა დუ შტასაუ n. 42

ვალა დუ კარრიგადუ

2600-726 - კაშტანეირა დუ რიბატეჟუ - პორტუგალია

ტელ: 263 856 800

ფაქსი: 263 855 020

e-mail: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  

 

ბოლო დამტკიცების თარიღი: 2012   წლის  ნოემბერი

34321001

რეფ. Fl-14-OUT-14                                                                

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით