კატეგორიები

  • სპორიმი 1გ +გამხსნელი კუნთის 1 ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ნაჩვენებია სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციების, შარდსასქესო სისტემის, კანის და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, გინეკოლოგიური ინფექციების, მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიტების, ბაქტერიული მენინგიტების, ბაქტერიემიის დროს, აგრ



სპორიმი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფოტრაქსიმი

შემადგენლობა: ყოველი ფლაკონი შეიცავს 1 მგ ცეფოტაქსიმს.

მოქმედების მექანიზმი:

ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. მაღალაქტიურია გრამ_დადებითი და გრამ_უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტა-ლაქტამაზის თანდასწრებით.

ჩვენება

ნაჩვენებია სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციების, შარდსასქესო სისტემის, კანის და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, გინეკოლოგიური ინფექციების, მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიტების, ბაქტერიული მენინგიტების, ბაქტერიემიის დროს, აგრეთვე პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: ორსულობის დროსAმისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის დროს. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც პრეპარატი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარტებთან:

შეუთავსებელია ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ხსნარებთან.

გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, და ალერგიული რექციები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეჰყავთ ინტრამუსკულარულად 1 გრამი ყოველ 12 საათში. გართულებული ინფექციების დროს 1_2 გ ყოველ 8 საათში ინტრამუსკულურად.

პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: შეყავთ 1 გრამი ინტრამუსკულურად (30 წუთით ადრე ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ). თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე მოზრდილ პაცინტებში, როცა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გამოიყენება ერთჯერადი დოზის ნახევარი. შეყვანის ინტერვალი რჩება უცვლელი.

0-12 წლის ბავშვები: 50-100 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე.

დღენაკლულ ბავშვებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭაბებდეს 50 მგ/კგ-ს.

ხსნარის მოზადება:

ინტრამუსკულური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ ლიდოკაინის 1%-ან ხსნარში. ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.
ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ საინექციო წყალში. შეყავთ ნელა 3_5 წუთის განმავლობაში.
წვეთოვანი შეყვანისთვის პრეპარატს ხსნიან 40_100 მლ საინექციო წყალში ან საინფუზიო ხსნარში.

შენახვის წესები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250ჩ-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებილი შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: საინექციო ფხვნილი 1.0 გ ფლაკონში

ამპულა (ქსაილენი), რომელიც შეიცავს 5 მლ ლიდოკაინ HჩL-ის 1%-ან ხსნარს.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტით