კატეგორიები

ულტრაცეფი 1გ N10
  • ულტრაცეფი 1გ N10

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: ულტრაცეფი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს: • სასუნთქი გზების ინფექციები – ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ემპიემა, პლევრიტი. • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები – ტონზილიტი,



ნატრიუმის ცეფტრიაქსონი
სტერილური აპიროგენული ფლაკონი
შემადგენლობა:
ნატრიუმის ცეფტრიაქსონი, ექვივალენტური 1,0 გ ცეფტრიაქსონის ოდენობით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1% 5 მლ.
აღწერა:
თეთრი ან მოყვითალო კრისტალური ფხვნილი,. ადვილად იხსნება წყალში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფტრიაქსონი – III თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინული პარენტერული ანტიბიოტიკი. აქვს ბაქტერიციდული ქმედება, თრგუნავს უჯრედული მემბრანის სინთეზს.
ინ ვიტრო პირობებში თრგუნავს უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდას. ცეფტრიაქსონი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზური ფერმენტების მიმართ (როგორც პენიცილინაზების, ისე ცეფალოსპორინაზების, რომლებსაც უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები გამოიმუშავებს).
ცეფტრიაქსონი ძალიან ეფექტურია ინ ვიტრო პირობებში და კლინიკურ პრაქტიკაში მომდევნო მიკროორგანიზმებთან მიმართებაში:
გრამ-დადებითი ბაქტერიები: Staphylococcu aureus (ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, Staphylococcus pneumonia, Streptococcus A (S. pyogenes), Streptococcus V (S. agalactiae), Streptococcus viridians, Streptococcus bovis.
შენიშვნა: მეთიცილინისადმი მდგრადი Streptococcus-ის სახეობები ცეფალოსპორინების მიმართაც რეზისტენტულნი არიან, მათ შორის ცეფტრიაქსონის მიმართაც, Enterococcuს-ის სახეობებიც მდგრადია ცეფტრიაქსონის მიმართ.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები: Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloaceae, Escherichia coli, Haemophilus inluenzae (ampicilinis mimarT mdgradi saxeobebis CaTvliT), Haemophilus parainluenzae, Klebsiella pneumonia, Klebsiella oxytoca, Moganella morganii, Neisseria gonorrheae (penicilinazas warmomqneli Stamebis CaTvliT, Neisseria meningitides, Proteus mirabilis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Aeromonas spp., Alcaligenis spp., Branhamella catarrhali, Citobacter spp., (C.diversus, C. freundii), Haemophilus ducrey, Moraxella spp., Plesiomonas shigelloides, Providencia spp., Plesiomonas aeruginosa (zogierTi Stami mdgradia), Salmonella spp. (maT Soris S. typhi), Shigella spp., Vibrio spp. (maT Soris V. cholera), Yersinia spp. (maT Soris Y. enterokolitica), Bacteroides bivius, Bacteroides melaninogenicus.
შენიშვნა: ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი, რომლებიც სხვა ანტიბიოტიკების, მაგ: პენიცილინების, პირველი თაობის ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდების, არსებობისას სტაბილურად მრავლდებიან, ცეფტრიაქსონისადმი მგრძნობიარენი არიან როგორც ინ ვიტრო ისე ცხოველებზე ცდებში. კლინიკური მონაცემებით პირველადი და მეორადი სიფილისის დროს აღინიშნა ცეფტრიაქსონის კარგი ეფექტურობა.
ანაერობული პათოგენები:
Bacteroides spp. (maT Soris B. fragilis), Clostridium spp. (C. difficile-s Stamebi mdgradia), Fubobacterium spp., (garda F. mostifereum, F. varium-isa), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp..
შენიშვნა: ბევრი Bacteroides spp.--ს ზოგიერთი შტამი (მაგ. B. fragilis), რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას, მდგრადები არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ცეფტრიაქსონი პარენტერალურად შეყვანისას კარგად აღწევს ქსოვილებსა და სითხეებში. პლაზმურ ცილებს უკავშირდება 85-95%. ცეფტრიაქსონის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 8-9 სთ. 8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წელს გადაცილებულ მოხუცებში ნახევრადგამოდევნის საშუალო პერიოდი 2-ჯერ უფრო მეტი აქვთ.
ზრდასრულებში ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად, 40-50 % კი შეუცვლელი სახით ნაღველთან ერთად. ნაწლავური ფლორის ზემოქმედების ქვეშ ცეფტრიაქსონი გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად. ახალშობილებში გამოყოფილი დოზის 70 % გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენებები:
ულტრაცეფი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს:
• სასუნთქი გზების ინფექციები – ბრონქიტი, ბრონქოექტაზები, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ემპიემა, პლევრიტი.
• ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები – ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ეპიგლოტიტი.
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ლიმფანგიტი, აბსცესი, ცელულიტი, ნაწოლები, მასტიტი, ფურუნკულოზი, კარბუნკულები. წითელი ქარის მაგვარი ანთება.
• თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები – პიელონეფრიტი, ცისტიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი.
• სასქესო ორგანოების ინფექციები – გონორეა, ურეთრიტი.
• ბაქტერიემია და სეფსისი, იერსენიოზი.
• ცნს-ს ინფექციები – მენინგიტი, ვენტრიკულიტი.
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები – ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი.
• ინფექციები იმუნური სისტემის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
• დიდი ბადექონის ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ნაღვლსადინრების დაავადებები).
• ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• ბაქტერიული ენდოკარდიტი.
• ლაიმის დაავადება.
• განგრენოზული ემფიზემა
უკუჩვენებები:
ცეფალოსპორინებსა და პენიცილინებზე მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
უსაფრთხოების ზომები:
ცეფალოსპორინებსა და პენიცილინებზე ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა. ავადმყოფებში, რომლებსაც თირკმელებში გამომყოფი ფუნქცია დარღვეული აქვთ, ხოლო ღვიძლის ფუნქცია ნორმალური, არ არის აუცილებელი ცეფტრიაქსონის დოზა შევამციროთ. თუმცა, პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის ქლირენსი 10 მლ/წთ-ზე დაბალია, პრეპარატის კუმულაციის თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება გამოვიყენოთ 2,0 გ-ზე მეტი ცეფტრიაქსონი დღე-ღამეში.
K ვიტამინის ნაკლებობის მქონე პაციენტებში ზოგჯერ აღინიშნება პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. Aამიტომ ავადმყოფთა ამ ჯგუფებში მკურნალობის პროცესში უნდა ვაკონტროლოთ პროთრომბინის დრო.
საგანგებო მითითებები: მიუხედავად ანამნეზის დეტალურად შეგროვებისა, რაც წესს წარმოადგენს სხვა ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისთვისაც, არ შეიძლება ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამორიცხვა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ თერაპიას – თავიდან ინტრავენურად შეჰყავთ ადრენალინი, შემდეგ კი გლუკოკორტიკოიდები.
გვერდითი ეფექტები:
როგორც წესი, ცეფტრიაქსონს კარგად იტანენ. პაციენტების უმრავლესობაში გვერდითი მოვლენები ძალიან სუსტად ვლინდება და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფების დაახლოებით 2%), ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. კანის რეაქციები (ავადმყოფების დაახლოებით 1%-ში) ეგზემის, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, შეშუპების, პოლიმორფული ერითემის, ფლებიტის სახით.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ნაღვლის ბუშტში შეგუბებითი მდგომარეობა, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობის მომატება, მიკოზები გენიტალიების მიდამოში, შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი და სისხლის შედედების დარღვევა.
მოულოდნელი ეფექტის განვითარებისას უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს!
ყურადღება!
ხსნარის მომზადება
კუნთებში შეყვანა: კუნთებში შესაყვანად 1 გ პრეპარატი გახსენით 5 მლ 1% -იან ლიდოკაინის ხსნარში და შეიყვანეთ ღრმად დუნდულა კუნთში. ზოგჯერ არ შეიძლება ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა!
ინტრავენურად შეყვანა: ინტრავენური ინექციებისთვის 1 გ პრეპარატი გახსენით 10 მლ სტერილურ დისტილირებულ წყალში და შეიყვანეთ ნელა 2-4 წთ-ს განმავლობაში.
პრეპარატების ურთიერთქმედბა:
ინ ვიტრო პირობებში გამოვლინდა, რომ ცეფტრიაქსონსა და ქლორამფენიკოლს შორის არსებობს ანტაგონიზმი.
ერთსადაიმავე შპრიცში არ უნდა შევურიოთ სხვა ანტიბიოტიკებთან (ქიმიური შეუთავსებლობა).
მიღების წესები და დოზები:
ზრდასრულებსა და 12 წელს გადაცილებულ ბავშვებში: საშუალო დღე-ღამური დოზა შეადგენს 1-2 გ ცეფტრიაქსონს 1-ხელ დღე-ღამეში (24 სთ-ში).
მძიმე შემთხვევებში ან ოდნავ-მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში, დღე-ღამური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 4 გ-მდე. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფში ცეფტრიაქსონი შეყავთ ყოველ 12 სთ-ში ინტრავენური გადასხმის სახით 30 წთ-ის განმავლობაში.
ახალშობილებისთვის (2 წლამდე ასაკი): 20-50 მგ/კგ დღე-ღამეში (50 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზის გადაჭარბება არ შეიძლება ახალშობილთა მოუმწიფებელი ფერმენტული სისტემის შემთხვევაში).
ჩვილებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: დღე-ღამური დოზა შეადგენს 20-75 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით. გათვლილი რაოდენობა მიიღება ყოველ 24 სთ-ში, ან ორ ნაწილად გაყოფილი ყოველ 12 სთ-ში. დღე-ღამურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2,0 გ-ს.
50 კგ და მეტი მასის ბავშვებში შესაძლებელია ზრდასრულთა დოზების დანიშვნა. 50 მგ/კგ სხეულის წონაზე მეტი დოზა აუცილებლად უნდა დაინიშნოს ინტრავენური ინფუზიის სახით, 30 წთ-ის განმავლობაში მაინც.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და გამომწვევის ხასიათზე. ჩვეულებრივ 14 დღის განმავლობაში.
გონორეა: გონორეის მკურნალობისთვის, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1.0 გ-ს კუნთებში 1-ხელ.
პრე- და პოსტ-ოპერაციული პერიოდის პროფილაქტიკა: დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე რეკომენდირებულია ცეფტრიაქსონის ერთჯერადი შეყვანა დოზით 1-2 გ.
დოზის გადაჭარბება:
პლაზმაში ცეფტრიაქსონის ზედმეტად მაღალი კონცენტრაცია შესაძლებელია შემცირდეს ჰემოდიალიზის ან პერიტონიალური დიალიზის მეშვეობით. დოზის გადაჭარბების შემთხვევების სამკურნალოდ რეკომენდირებულია სიმპტომატიური ზომები.
შენახვის პირობები
შეინახეთ 30 -ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონებში 1,0 გ. თითოეული ფლაკონი კომპლექტდება გამხსნელის ამპულით – 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი 5 მლ-იან ამპულებში ინტრავენური ინექციისთვის.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოიყნება ექიმის დანიშნულებით .
გამოშვებულია:
ULTRA LABORATORIES PVT LTD.
231 ნიუ ლოხამანდი
ინდოორ (M.P.), ინდოეთი

PSP გირჩევთ