კატეგორიები

  • აციკლოვირი-ჰუმანითი 200მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები კანის და ლორწოვანი გარსის პირველადი და მორეციდივე მარტივი ჰერპესული ინფექციების მკურნალობა პირველადი და მორეციდივე გენიტალური მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციების ჩათვლით.....



აციკლოვირი-ჰუმანითი

Aciclovir-Humanity

 

სავაჭრო დასახელება

აციკლოვირი-ჰუმანითი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

აციკლოვირი დისპერგირებადი ტაბლეტები BP 200/400მგ

წამლის ფორმა

დისპერგირებადი ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს:

აციკლოვირი BP 200/400მგ

აღწერილობა

200მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, წაგრძელებული ფორმის, ორმხრივამოზნექილი უგარსო,

დისპერგირებადი ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

400მგ: თეთრი ან მოთეთრო ფერის, წაგრძელებული ფორმის, ორმხრივამოზნექილი უგარსო,

დისპერგირებადი ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტივირუსული საშუალებები, ათქ კოდი: J05AB01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ აციკლოვირის 15-30% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

აციკლოვირის შეწოვა მნიშვნელოვნად არ იცვლება მისი საკვების შემდეგ მიღებისას. წონასწორული

მდგომარეობის საშუალო პიკური კონცენტრაციები, აციკლოვირის 200მგ და 400გ განმეორებითი

პერორალური მიღების შემდეგ შედგენდა 0,6 და 1,2 მკგ/მლ, შესაბამისად. აციკლოვირის 800მგ

განმეორებითი მიღების შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმური კონცენტრაციის 1,6მკგ/მლ

დროს, აციკლოვირი პლაზმურ ცილებს უკავშირდებოდა 9-33%-ით.

აციკლოვირი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით, გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი

სეკრეციის მეშვეობით. ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3

საათია თირკმლის ნორამლური ფუნქციის მქონე სუბიექტებში, ხოლო თირკმლის ფუნქციის მწვავე

დარღვევისას ეს მაჩვენებელი შეადგენს 20 საათს. მიღებული დოზის დაახლოებით 15% გამოიყოფა

შარდში არააქტიური მეტაბოლიტის სახით (9-კარბოქსი მეთოქსი მეთილ გუანინი) და დაახლოებოით

2% ფეკალიებში.

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირს გააჩნია ანტივირუსული მოქმედება ძირითადად ჰერპეს ვირუსის მიმართ. იგი

განსაკუთრებით აქტიურია in vitro მარტივი ჰერპესის 1 ტიპის და მარტივი ჰერპესის 2 ტიპის

წინააღმდეგ. აციკლოვირი აინჰიბირებს ვირუსის რეპლიკაციას დნმ-ის სინთეზის დათრგუნვით, რაც

მიმდინარეობს აციკლოვირის ვირუსულ თიმიდინკინაზას მეშვეობით უჯრედშიდა გარდაქმნით

მონოფოსფატად, მისი შემდგომი გარდაქმნით დიფოსფატად და აქტიურ ტრიფოსფატად. მოცემული

აქტიური ფორმა აინჰიბირებს ჰერპეს ვირუსის დნმ-პოლიმერაზას ფერმენტს .

გამოყენების ჩვენებები

  • კანის და ლორწოვანი გარსის პირველადი და მორეციდივე მარტივი ჰერპესული ინფექციების

მკურნალობა პირველადი და მორეციდივე გენიტალური მარტივი ჰერპესის ვირუსული

ინფექციების ჩათვლით.

  • მორეციდივე გენიტალური მარტივი ჰერპესული ინფექციების დათრგუნვა

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.

  • ჰერპეს ზოსტერის ინფექციების მკურნალობა გამოვლენიდან არაუმეტეს 72 საათში.
  • Varicella zoster-ის (ჩუტყვავილა) ჩუტყვავილას ტიპიური გამონაყარის გამოვლენიდან 24 საათს

განმავლობაში.

დოზირება და მიღების წესი

მწვავე Herpes Zoster-ის მკურნალობა

800მგ ყოველ 4 საათში ერთხელ პერორალურად, 5-ჯერ დღეში, 7-10 დღის მანძილზე.

გენიტალური ჰერპესი

პირველადი გენიტალური ჰერპესის მკურნალობა

200მგ ყოველ 4 საათში ერთხელ, 5-ჯერ დღეში, 10 დღის მანძილზე.

ქრონიკული სუპრესიული თერაპია მორეციდივე დაავადებისთვის

400მგ 2-ჯერ დღეში, 12 თვის მანძილზე, შემდგომი შემოწმებით. ალტერნატიული რეჟიმი მოიცავს

200მგ 3-ჯერ დღეში ან 200მგ 5-ჯერ დღეში.

არანამკურნალები გენიტალური ჰერპესის სიხშირე და ეპიზოდების სიმწვავე იცვლება დროთა

განმავლობაში. 1-წლიანი თერაპიის შემდეგ უნდა მოხდეს პაციენტის გენიტალური ჰერპესული

ინფექციის სიხშირის და სიმწვავის შეფასება, იმისათვის, რომ გადაწყდეს აციკლოვირით მკურნალობის

გაგრძელება.

წყვეტილი თერაპია

200მგ ყოველ 4 საათში, 5-ჯერ დღეში 5 დღის მანძილზე. მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს

რეციდივის ნიშნების და სიმტპომების გამოვლენისთანავე.

ჩუტყვავილას მკურნალობა

ბავშვები ( > 2წლის)

20მგ/კგ თითეულ დოზაზე პერორალურად 4-ჯერ დღეში (80მგ/კგ/დღეში) 5 დღის განმავლოაბში. 40კგ-

ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ჩუტყვავილას მკურნალობისას უნდა მოხდეს

მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზების მიღება.

>40კგ სხეულის მასის მქონე მოზრდილები და ბავშვები

800მგ 4-ჯერ დღეში 5 დღის მანძილზე.

თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა

თირკმლის უკამრისობის მქონე პაციენტებში აციკლოვირის კაფსულების ან სუსპენზიის დოზა

შემდეგნაირად განისაზღვრება:

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს 

 

 

დოზირების კორექტირებული რეჟიმი

დოზის ნორმალური

რეჟიმი

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1.73 2)

დოზა (მგ)

დოზებს შორის ინტერვალი

200 მგ ყოველ 4 საათში

>10

200

ყოველ 4 საათში, 5 დღე

200 მგ ყოველ 4 საათში

0-10

200

ყოველ 12 საათში

400 მგ ყოველ 12 საათში

>10

400

ყოველ 12 საათში

400 მგ ყოველ 12 საათში

0-10

200

ყოველ 12 საათში

800 მგ ყოველ 4 საათში

>25

800

ყოველ 4 საათში, 5 დღე

800 მგ ყოველ 4 საათში

10-25

800

ყოველ 8 საათში

800 მგ ყოველ 4 საათში

0-10

800

ყოველ 12 საათში

 

ჰემოდიალიზი

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აციკლოვირის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი

ჰეოდიალიზის დროს დაახლოებით 5 საათია. რაც იწვევს პლაზმური კონცეტრაციების შემცირებას

60%-ით 6 -საათიანი დიალიზის პროცედურის შემდეგ. ამიტომ, დოზირების განრიგის კორექცია უნდა

მოხდეს ისე, რომ ყოველი დიალიზის პროცედურის შემდეგ მოხდეს დამატებითი დოზების მიღება.

პერიტონეალური დიალიზი

არ არის აუცილებელი დამატებითი დოზების მიღება დოზების შორის ინტერვალის კორექციისას.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები შეინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, როგორიც არის გულისრევა,

ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. ასევე შეინიშნებოდა თავის ტკივილი და კანზე გამონაყარი.

სხვა შეტყობინებული მოვლენები მოიცავდა ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების გარდამავალ

მომატებას, ასევე სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატებას, ჰემატოლოგიური

მაჩვენებლების შემცირებას, შექცევად ნევროლოგიურ რეაქციებს და დაღლილობას.

შექცევადი ნევროლოგიური რეაქციები, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები და ძილიანობა

შეინიშნებოდა თირკმლის უკამრისობის მქონე ან სხვა წინაპირობის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები

აციკლოვირის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიმართ

ჰიპერმგრძნობელობის დროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

რაიმე სახის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

აციკლოვირი ძირითადად გამოიყოფა უცლველი სახით, შარდში თირკმლის აქტიური მილაკოვანი

სეკრეციით. ისეთ პრეპარატებთან ერთდ მიღებისას, რომელსაც გააჩნია იგივე მოქმედების მექანიზმი,

შესაძლოა გაიზარდოს აციკლოვირის პლაზმური კონცენტრაციები. პრობენეციდი და ციმეტიდინი

მოცემული მექანიზმის მეშვეობით, ზრდიან აციკლოვირის AUC-ს და ამცირებენ აციკლოვირის

თირკმლისმიერ კლირენსს. ერთდროულად გამოყენებისას იზრდება აციკლოვირის და

მიკოფენოლატის მოფეტილის არააქტიური მეტაბოლიტის, იმუნიტეტის დამთრგუნველი საშუალების

AUC , რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის მქონე პაციეტნებში. თუმცა არ არის საჭირო დოზის

კორექცია აციკლოვირის ფართო თერაპიული ინდექსიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტები უნდა მოერიდონ ინფექციის სხვა პირებისთვის გადაცემას, განსაკუთრებით აქტიური

დაზიანებების არსებობისას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები და მკურნალობა: ჭარბი დოზირება შეინიშნებოდა ბოლუსური ინექციის შემდეგ, ასევე

პაციენტებში არასათანადოდ შემოწმებული წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დროს. რის შედეგადაც

გამოიწვია სისხლის შარდოვანას აზოტის, შრატისმიერი კრეატინინის და თირკმლის უკმარისობის მომატება.

იშვიათად შეინიშნებოდა ლეთარგია, კრუნჩხვები და კომა. შეიძლება მოხდეს აციკლოვირის დალექვა

თირკმლის მილაკებში, როდესაც გადაჭარბებულია ხსნადობა (2.5მგ/მლ) მილაკების სითხეში.

6-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ, აციკლოვირის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება

60%-ით. პერიტონეალურ დიალიზთან დაკავშირებული მონაცემები არასრულია, მაგრამ როგორც ჩანს

მსგავსი მეთოდის გამოყენება ნაკლებად ეფექტური შესაძლებელია იყოს სისხლიდან აციკლოვირის

გამოსადევნად. თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ანურიის დროს, ჰემოდიალიზი ტარდება იქამდე,

ვიდრე არ აღდგება თირკმლის ფუნქცია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი ალ/ალ ბლისტერში, ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და ბნელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 36 თვე.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

უნიმაქს ლაბორატორიზ, ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო