კატეგორიები

  • ტილტოფი 100მგ 10 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები - A და B გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (მათ შორის ბრონქიტით, პნევმონიით გართულებული) პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში...



შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: არბიდოლის ჰიდროქლორიდი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული, პოვიდონი K30, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტილტოფი – ანტივირუსული საშუალება, ხასიათდება იმუნომოდულაციური და ანტიგრიპოზული ეფექტით. ის სპეციფიკურად თრგუნავს A და B გრიპის ვირუსებს, კორონავირუსს, მასთან ასოცირებული მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს. ანტივირუსული მოქმედების მექანიზმით მიეკუთვნება შერწყმის (ფუზიის) ინჰიბიტორებს, ურთიერთქმედებს გრიპის ვირუსის ჰემაგლუტინინთან და აფერხებს ვირუსის ლიპიდური გარსისა და უჯრედული მემბრანების შერწყმას. გააჩნია ინტერფერონ-მაინდუცირებელი აქტივობა, ასტიმულირებს იმუნიტეტის ჰუმორულ და უჯრედოვან რეაქციებს, მაკროფაგების ფაგოციტურ ფუნქციას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციებისადმი. ამცირებს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების განვითარებისა და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების გამწვავების სიხშირეს.
ვირუსული ინფექციების დროს თერაპიული ეფექტურობა ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის, კლინიკური მოვლენების გამოხატულებისა და ავადობის ხანგრძლივობის შემცირებით. 
მიეკუთვნება ნაკლებად ტოქსიკურ პრეპარატებს (LD50 > 4გ/კგ). რეკომენდებული დოზით პერორალური მიღებისას არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
ორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, 100 მგ დოზის მიღების შემთხვევაში, შეადგენს 1.5 სთ-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17-21 საათს.
დაახლოებით 40% გამოიყოფა უცვლელი სახით, ძირითადად ნაღველთან ერთად (38.9%), და უმნიშვნელო რაოდენობა – თირკმელებით (0.12%). პირველი დღეების განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.

ჩვენებები
- A და B გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (მათ შორის ბრონქიტით, პნევმონიით გართულებული) პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში;
- მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციების კომპლექსური თერაპია;
- პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და იმუნური სტატუსის ნორმალიზაცია;
- როტავირუსული ეტიოლოგიის მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
ტილტოფი მიიღება პერორალურად, საკვების მიღებამდე.
არასპეციფიკური პროფილაქტიკის მიზნით:
გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების (ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება დოზით 200მგ/დღეში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100მგ/დღეში. 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.
გრიპის ეპიდემიის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებით ავადობის სეზონური ზრდის პერიოდში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა და ჰერპესული ინფექციების რეციდივის განვითარების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 200მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100მგ. პრეპარატი მიიღება კვირაში 2-ჯერ 3 კვირის განმავლობაში.
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პროფილაქტიკისთვის (ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში): მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ ერთხელ დღეში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ ერთხელ დღეში 12-14 დღის განმავლობაში.
პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი ინიშნება ოპერაციამდე 2 საათით ადრე, შემდეგ ოპერაციიდან მეორე და მეხუთე დღეს შემდეგი დოზებით: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ - 200 მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ.
მკურნალობის მიზნით:
გაურთულებელი გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 200 მგ დღეში 4-ჯერ (ყოველ 6 საათში), 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ დღეში 4-ჯერ (ყოველ 6 საათში). მკურნალობის კურსი შეადგენს 5 დღეს.
გართულებული გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (მათ შორის პნევმონიის, ბრონქიტის) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ერთჯერადი დოზით 200მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100მგ. პრეპარატი გამოიყენება დღეში 4-ჯერ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ მიიღება ერთჯერადი დოზა – კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება 200 მგ დღეში 2-ჯერ (ყოველ 12 საათში) 8-10 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ბრონქიტისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციების კომპლექსური თერაპიის მიზნით პრეპარატი მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ ინიშნება დოზით 200 მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ. პრეპარატი მიიღება დღეში 4-ჯერ (ყოველ 6 საათში) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ კი – ერთჯერადი დოზა – კვირაში 2-ჯერ 4 კვირის განმავლობაში.
როტავირუსული ეტიოლოგიის მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება 4-ჯერ/დღეში (ყოველ 6 საათში) 5 დღის განმავლობაში შემდეგი დოზებით: 12 წლის ზემოთ ბავშვებში – 200 მგ, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; 6 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და სამედიცინო პრაქტიკაში შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკური მიზნით სხვადასხვა პროფესიის პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში, მათ შორის ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებში, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და მოძრაობის კოორდინაციას (მძღოლები, ოპერატორები და სხვ.).

ჭარბი დოზირება
არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნისას უარყოფითი ეფექტი არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

PSP გირჩევთ