კატეგორიები

  • ფენისტილ-პერცივირი 1% 2გ კრემი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: რეცივიდირებადი მარტივი ჰერპესი (Herpes labialis) ტუჩებზე ლოკალიზებით.



საერთაშორისო დასახელება:

 

PENCICLOVIR

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA PRODUCTIONS GmbH, გერმანია

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: პენციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტუჩის საცხი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 2 გ და 5 გ

1 გ

პენციკლოვირი ....... 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ცეტომაკროგოლი 1000, ცეტოსტერილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, ვაზელინის ზეთი (თხევადი პარაფინი), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საცხი ფენისტილი პენცივირი განკუთვნილია ტუჩებზე ჰერპესის (“გაცივების”) (Herpes labialis) სამკურნალოდ. პენციკლოვირი აქტიური კომპონენტია, რომელიც ანტივირუსულ აგენტს წარმოადენს, 1 და 2 ტიპის Herpes simplex ვირუსების, Varicella zoster ვირუსის მიმართ.

ორგანიზმში ვირუსი შეიძლება არააქტიურ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდეს. აქტივაციის მომენტში (მაგალითად დაღლილობის, გაცივების გრიპის შედეგად) ვირუსი გამრავლებას იწყებს, რაც იწვევს ცხელების განვითარებას ბუშტოვანი გამონაყარისა და სხვა სახით, განსაკუთრებით ხშირად ეს აღინიშნება ტუჩებზე ან მათ გარშემო მონაკვეთებზე.

პენციკლოვირი ახდენს ვირუსი ბლოკირებას და აჩერებს მის გამრავლებას. პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას, იწვევს ტკივილის შეგრძნების ინტენსივობის შემცირებას, მცირდება ვირუსული ინფექციის გადაცემის რისკის პერიოდი.

ფარმაკოკინეტიკა:

გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. თერაპიულზე ბევრად უფრო მაღალ კონცენტრაციებში ფენისტილის პენციკლოვირის საცხის გამოყენების შემდეგ თანამედროვე ანალიზური მეთოდებით აციკლოვირის აღმოჩენა ჯანმრთელი მოხალისეების სისხლში ან შარდში შეუძლებელია.

ვირუსით დაზიანებული უჯრედების გავლით პენციკლოვირი სწრაფად გადადის პენციკლოვირის ტრიფოსფატში, რომელსაც ფარმაკოლოგიური აქტივობა გააჩნია და  დაზიანებულ უჯრედებში 12 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

ჩვენებები:

  • რეცივიდირებადი მარტივი ჰერპესი (Herpes labialis)  ტუჩებზე ლოკალიზებით.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: მკურნალობა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს ინფექციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე. მაგრამ, ჰერპესის ბურთულების სტადიაში განვითარების შემთხვევაშიც კი ფენისტილი პენციკლოვირი ამცირებს განკურნების დროს (აშუშებს დაზიანებულ მონაკვეთებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ამოკლებს ქერქის აქერცვლის პერიოდის ხანგრძლივობას, რომელიც ვირუსის ზემოქმედების შედეგად წარმოიქნება). მცირე რაოდენობით საცხის დაიდება თითის წვერზე და დაზიანებულ მონაკვეთზე ყოველ 2 საათში წაისმევა. თერაპიის კურსი 4 დღის განმავლობაში ტარდება.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ წვის, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება პრეპარატის წასმისთანავე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პენციკლოვირის, ფამციკლოვირის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ.

* 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მკაცრი ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის რისკს.

ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ფენისტილის პენციკლოვირის საცხის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მისი გამოყენების შესახებ, თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია ან იგი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ უვითარდება ჰერპესი.

◄  საცხის წასმამდე და მის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ჰერპესით დაზიანებულ მონაკვეთებზე ტუჩებზე ან პირის გარშემო კანზე. რეკომენდებული არ არის საცხის წასმა პირის, ცხვირის ღრუს ლორწოვან  გარსებზე ან თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში. აუცილებელია თერაპიის სრული კურსის ჩატარება ფენისტილის პენციკლოვირის საცხის 4 დღის განმავლობაში გამოყენებით იმისათვის, რომ მოხდეს ჩატარებული თერაპიიდან ყველაზე მაღალი ეფექტის მიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექციის ნიშნები ქრება მკურნალობის დაწყებიდან ერთი-ორი დღის გასვლის შემდეგ.

◄ აუცილებელია ექიმთან მიმართვა მდგომარეობის გაუარესების ან თერაპიის ჩატარებიდან 4 დღის შემდეგ გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში.

◄ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არანაირი მოქმედება აღნიშნული არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფენისტილი პენციკლოვირის საცხის რაიმე ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

PSP გირჩევთ