კატეგორიები

  • დიფლუკანი 50მგ 7 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • - კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით და სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, (კერძოდ კი ფილტვების, კანის), როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე შიდსით დაავადებულებში, გადასანერგი ორგანოების რეციპიენტებში და იმუნოდეფიციტის სხვა ფორ



შემადგენლობა

კაფსულები
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 50, 150 მგ;
დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილსულფატი. კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, ლურჯი საღებავი (E131), მელანი, რკინის ოქსიდი შავი (E172), შელაკი, საწარმოო მეთილირებული სპირტი 74OP, იზოპროპილის სპირტი, ეთილაცეტატი;
ინტრავენური გამოყენების ხსნარი
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 2 მგ;
დამხმარე კომპონენტები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი;

აღწერილობა 
კაფსულები 50 მგ: ფირუზისფერი-მოთეთრო კაფსულები #4 ნაბეჭდით “Pfizer” და “FLU--50”.
კაფსულები 150 მგ: ფირუზისფერი კაფსულები #1 ნაბეჭდით “Pfizer” და “FLU-150”.
კაფსულის შემცველობა: თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი
ინტრავენური გამოყენების ხსნარი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ახდენს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის მძლავრ სელექტიურ ინჰიბიციას. პერორალური და ინტრავენური მიღებისას ფლუკონაზოლი ავლენდა აქტივობას სოკოვანი ინფექციების სხვადასხვა მოდელზე ცხოველებში. დემონსტრირებულია პრეპარატის აქტივობა ოპორტუნისტული მიკოზების დროს, მათ შორის ინფექციების დროს, რომელთა გამომწვევებია: Candida spp., გენერალიზებული კანდიდოზის ჩათვლით იმუნიტეტ დაქვეითებულ ცხოველებში; Cryptococcus neofarmans, ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით; Microsporum spp. და Trychoptyton spp. დადგენილია ასევე ფლუკონაზოლის ეფექტურობა ენდემური მიკოზების მოდელებზე ცხოველებში, მათ შორის ინფექციებზე, რომელთა გამომწვევებია Blastomyces dermatitides, Coccidioides immitis, ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით; და Histoplasma capsulatum, ცხოველებში ნორმალური ან დაქვეითებული იმუნიტეტით.
არსებობს მონაცემები სუპერინფექციის შესახებ, გამოწვეული Candida Albicans - ისაგან განსხვავებული შტამებით, რომლებიც არ ავლენენ მგრძნობელობას ფლუკონაზოლისადმი (მაგ.Candida crusei). ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ალტერნატიული ანტიმიკოზური თერაპია.

ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია პეროპალური და ი/ვ მიღებისას. პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება, ხოლო მისი პლაზმური კონცენტრაცია, ინტრავენური გამოყნებისას მიღწეული პლაზმური კონცენტრაციის 90 %-ზე მეტს აღწევს. საკვები არ ახდენს გავლენას ფლუკონაზოლის შეწოვის ხარისხზე პერორალური მიღებისას. უზმოზე პრეპარატის მიღებისას პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5 – 1,5 საათის მერე, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 სთ. პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს (პრეპარატის ერთხელ დღეში მრავალჯერადი მიღებისას).
დარტყმითი დოზის შეყვანა (1-მლ დღეში), რომელიც ორჯერ აჭარბებს ჩვეულებრივ დღიურ დოზას, აჩქარებს მდგრადი კონცენტრაციის მიღწევას მე-2 დღისთვის. პლაზმის ცილებთან კავშირი დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად გადის ორგანიზმის სითხეებში. მისი კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში უახლოვდება მის პლაზმურ კონცენტრაციას. სოკოვანი მენინგიტის შემთხვევაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია თავზურგტვინის შეადგენს მისი პლაზმური კონცენტრაციის 80%-ს.
რქოვანა გარსში, ეპიდერმისში და ოფლში აღინიშნება პრეპარატის მაღალი კონცენტრაციები, რომელიც აჭარბებს პლაზმისმიერს.
ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში. დღეში ერთხელ 50 მგ-ის მიღებისას მისი კონცენტრაცია რქოვანა გარსში 12დღის შემდეგ შეადგენს 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ– მხოლოდ 5,8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ მიღებისას კონცენტრაცია რქოვანა გარსში შეადგენს მე-7 დღეზე – 23,4 მკგ/გ, ხოლო 7 დღის შემდეგ განმეორებითი დოზის მიღებიდან - 7,1 მკგ/გ.
ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილში 4 თვიანი მიღების (150 მგ კვირაში ერთხელ) შემდეგ შეადგენს 4,05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1,8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილებში. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით; მიახლოებით 80% შეყვანილი დოზისა ვლინდება შარდში შეუცვლელი სახით; ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ აღინიშნება.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი განაპირობებს იმას, რომ პრეპარატი მიიღება ერთხელ ვაგინალური კანდიდოზის დროს და დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ – სხვა ჩვენებების დროს.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ბავშვებში მიიღეს შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები: 

ასაკი  დოზა (მგ/კგ)ნახევარგამოყოფის პერიოდი (სთ)ფართობი მრუდის ქვეშ (მკგ. სთ/მლ)
11 დღე-11 თვე ერთჯერადად ი/ვ 3 მგ/კგ 23 110,1
9 თვე – 13 წ   ერთჯერადად შიგნით 2 მგ/კგ 25.0 94,7
9 თვე – 13 წ ერთჯერადად შიგნით 8 მგ/კგ 19,5 362,5
5 -15 წ   მრავალჯერადად ი/ვ 2 მგ/კგ 17,4* 67,4*
5 -15 წ   მრავალჯერადად ი/ვ 4 მგ/კგ 15,2* * 139,1
5 -15 წ   მრავალჯერადად ი/ვ 8 მგ/კგ 17,6* 196,7*
5 -15 საშუალო ასაკი 7 წ მრავალჯერადად შიგნით 3 მგ/კგ 15,5 41,6


დღენაკლულებში (28 კვირამდე გესტაციური ასაკით) ფლუკონაზოლი შეყავდათ დოზით 6 მგ/კგ ყოველ მესამე დღეს მაქსიმუმ 5 დოზა, როცა ბავშვები რჩებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 74 სთ (44 – 185 სთ ფარგლებში) პირველ დღეს, მე-7 დღეს საშუალოდ 53 სთ (30-131 სთ ფარგლებში) და მე-13 დღეს საშუალოდ 47 სთ (27-68 სთ). ფართობი მრუდის ქვეშ შეადგენდა 271 მკგ.სთ/მლ (173-385 მკგ.სთ/მლ) პირველ დღეს, შემდეგ იზრდებოდა 490 მკგ.სთ/მლ (292-734 მკგ.სთ/მლ) მე-7 დღეზე და ქვეითდებოდა 360 მკგ.სთ/მლ-მდე (167-566 მკგ.სთ/მლ) მე-13 დღეს.
განაწილების მოცულობა შეადგენდა 1183 მლ/კგ (1070-1470 მლ/კგ) პირველ დღეს, შემდეგ იზრდებოდა 1184მლ/კგ (510-2130 მლ/კგ) მე-7 დღეზე და ქვეითდებოდა 1328 მლ/კგ (1040-1680 მლ/კგ) მე-13 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა ასაკოვნებში
ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი მიღებისას პერორალურად ასაკოვან პაციენტებში 65 წ და ზემოთ, რომელთაგან ზოგიერთი იღებდა დიურეტიკს, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწეოდა მიღებიდან 1,3 საათის შემდეგ და შეადგენდა 1,54 მკგ/მლ, საშუალო მნიშვნელობა AUC – 76,4 ±20,3 მკგ.სთ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი – 46,2 სთ. ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში. დიურეტიკების მიღებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ცვლილება AUC და Cmax -ის მხრივ. კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), პრეპარატის პროცენტი, რომელიც გამოყოფილია შარდით უცვლელი სახით (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0,124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულებში უფრო დაბალია ახალგაზრდებთან შედარებით. ფარმაკოკინეტიკის მაღალი მაჩვენებლები ხანდაზმულებში დაკავშირებულია თირკმლის დაქვეითებულ ფუნქციასთან, რაც სახასიათოა ხანდაზმული ასაკისთვის.

ჩვენებები
- კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით და სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, (კერძოდ კი ფილტვების, კანის), როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე შიდსით დაავადებულებში, გადასანერგი ორგანოების რეციპიენტებში და იმუნოდეფიციტის სხვა ფორმებით დაავადებულებში; შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შიდსით დაავადებულებში.
- გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები, როგორიცაა მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები, ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულებშიც, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იღებენ ციტოსტატიურ ან იმუნოსუპრესიულ საშუალებებს, ასევე ავადმყოფებში სხვა ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანდიდოზის განვითარებას.
- ლოწოვანების კანდიდოზი, კერძოდ, პირის ღრუს და ხახის, საყლაპავის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციები, კანდიდურია, კანის, ლორწოვანის და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული) ნორმალური ან დაქვეითებული იმუნური ფუნქციის დროს; ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში.
- გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი; პროფილაქტიკა ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი;
- სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, რომლებიც განწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი ციტოსტატიური ან სხივური თერაპიის შედეგად.
- კანის მიკოზები, მაგალითად ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზები, ბრტყელი ლიქენი, ონიქომიკოზი და კანის კანდიდოზური ინფექციები.
- იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის დროს ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიოიდომიკოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

მიღების წესები და დოზები
- კაფსულები პერორალური მიღებისთვის:კაფსულას ყლაპავენ მთლიანად. კაფსულა ისმება წყალის დაყოლებით. კაფსულის მიღება საუკეთესოა დღის ერთი და იგივე დროს. პრეპარტის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებებს შორის შუალედში

ინტრავენური გამოყენების ხსნარი: ინტრავენური ინფუზია
მკურნალობის დაწყება შეიძლება დათესვისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე. მაგრამ ამ შედეგების შემდეგ სათანადოდ უნდა მოხდეს თერაპიის კორექცია. დიფლუკანის ინტრავენური ხსნარის შეყვანა საჭიროა არაუმეტეს 10 მლ/წთ სიჩქარით. იმ პაციენტებში, რომლებსაც სჭირდებათ ნატრიუმის შეზღუდული მოხმარება, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ დიფლუკანის ხსნარი შეიცავს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს.
ფლუკონაზოლის დღიური დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ხასიათსა და სიმძიმეზე. ვაგინალური კანდიდოზის დროს უმრავლეს შემთხვევაში ეფექტურია პრეპარატის ერთჯერადი მიღება. ინფექციების დროს, რომლებიც მოითხოვს პრეპარატის განმეორებით მიღებას, მკურნალობა გრძელდება აქტიური სოკოვანი ინფექციის კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნების გაქრობამდე. შიდსით და კრიპტოკოკული მენინგიტით დაავადებულებში ან მორეციდივე ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოყენება მოზრდილებში
1. კრიპტოკოკური მენინგიტის ან სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციების დროს პირველ დღეს ნიშნავენ 400 მგ, შემდეგ აგრძელებენ მკურნალობას დოზით 200-400 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური და მიკოლოგიური ეფექტის არსებობაზე. კრიპტოკოკური მენინგიტის დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 6-8 კვირა. კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულებში პირველადი კურსის სრულად დამთავრების შემდეგ ფლუკონაზოლით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დოზით 200 მგ/დღეში ხანგრძლივი დროის მანძილზე.
2. კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმების დროს დოზა შეადგენს 400 მგ პირველ დღეს, ხოლო შემდეგ 200 მგ დღეში. კლინიკური ეფექტის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური ეფექტზე.
3. ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს ინიშნება 50-100 მგ ერთხელ დღეში 7-14 დღის მანძილზე. საჭიროებისას პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად. ატროფიული ორალური კანდიდოზის დროს, რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან, პრეპარატი ინიშნება 50 მგ ერთხელ დღეში 14 დღის მანძილზე პროტეზის დასამუშავებელ ადგილობრივ ანტისეპტიკებთან ერთად. ლორწოვანების სხვა კანდიდოზების დროს (გარდა გენიტალური კანდიდოზისა), მაგ. ეზოფაგიტი, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კანის და ლოწოვანების კანდიდოზი და ა.შ., ეფექტური დოზა შეადგენს 50-100 მგ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულებში მკურნალობის პირველადი სრული კურსის ჩათავების შემდეგ ფლუკონაზოლი შეიძლება დაინიშნოს 150 მგ ერთხელ კვირაში.
4. ვაგინალური კანდიდოზის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება ერჯერადად პერორალურად დოზით 150 მგ. რეციდივის სიხშირის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება შეიძლება დოზით 150 მგ ერთხელ თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და ვარირებს 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ ავადმყოფში შეიძლება საჭირო იყოს უფრო ხშირი გამოყენება. პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენება 18 წლამდე და 60 წლის ზემოთ ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის. კანდიდათი გამოწვეული ბალანიტის დროს ფლუკონაზოლი ინიშნება ერთჯერადად დოზით 150 მგ შიგნით.
5. კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზაა 50-400 მგ ერთხელ დღეში სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის მიხედვით. გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის დროს, მაგ. გამოხატული და გაჭიანურებული ნეიტროპენია, რეკომენდებული დოზაა 400 მგ ერთხელ დღეში. ფლუკონაზოლი ინიშნება რამდენიმე დღით ადრე მოსალოდნელი ნეიტროპენიის განვითარებამდე, და ნეიტროფილების რიცხვის გაზრდის შემდეგ 1000 ზე მეტად მმ3-ში, მკურნალობას აგრძელებენ 7 დღე.
6. კანის ინფექციების, ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზების და კანდიდოზების დროს რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა 2-4 კვირა, თუმცა ტერფის მიკოზების დროს შეიძლება საჭირო იყოს უფრო ხანგრძლივი თერაპია (6 კვირამდე). ბრტყელი ლიქენის დროს რეკომენდებული დოზაა 300 მგ ერთხელ კვირაში 2 კვირის მანძილზე; ზოგიერთ პაციენტში საჭიროა მესამე დოზა 300 მგ კვირაში მაშინ, როცა ზოგიერთებში საკმარისია 300-400 მგ ერთჯერადი მიღება. მკურნალობის ალტერნატიული სქემაა პრეპარატის მიღება 50 მგ დღეში ერთხელ 2-4 კვირის მანძილზე. Tinea unguium (ონიქომიკოზი) შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ ერთხელ კვირაში. მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ ინფიცირებული ფრჩხილი არ ჩანაცვლდება (არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე). ფრჩხილების განმეორებითი ზრდისთვის ხელებსა და ფეხებზე საჭიროა 3-6 თვე და 6-12 თვე შესაბამისად. თუმცა ზრდის სიჩქარე ვარირებს ფართო ფარგლებში ინდივიდუალურად, ასევე ასაკზე დამოკიდებულებით. გაჭიანურებული ქრონიკული ინფექციებისას წარმატებული მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ფრჩხილების ფორმის შეცვლა.
7. ღრმა ენდემური მიკოზების დროს შეიძლება საჭირო გახდეს 200-400 მგ დღეში 2 წლამდე ხანგრძლივობით. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენენ ინდივიდუალურად; 11-24 თვეს - კოკციდიოიდომიკოზის დროს; 2-17 თვე - პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს; 1-16 თვე - სპოროტრიქოზის დროს; და 3-17 თვე – ჰისტოპლაზმოზის დროს.

გამოყენება ბავშვებში
როგორც მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ ეფექტურობაზე. ბავშვებისთვის პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილებისთვის არსებულ ნორმებს. ფლუკონაზოლს ღებულობენ ყოველდღე ერთხელ დღეში
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს დღიური რეკომენდებული დოზაა 3 მგ/კგ დღეში. პირველ დღეს მუდმივი კონცენტრაციების უფრო სწარაფად მიღწევის მიზნით შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა 6 მგ/კგ.
გენერალიზებული კანდიდოზის და კრიპტოკოკული ინფექციების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.
დაქვეითებული იმუნინიტეტის მქონეებში სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, როცა ინფექციის რისკი ნეიტროპენიასთან არის დაკავშირებული (ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად), პრეპარატი ინიშნება 3-12 მგ/კგ/დღეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატვის და ხანგრძლივობის მიხედვით. (იხ. დოზები მოზდრილებში, ბავშვებში თირკმლის უკმარისობით; იხ. დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს).

4 კვირის ასაკამდე ბავშვები
ახალშობილებში ფლუკონაზოლი შეჰყავთ ნელა. პირველი 2 კვირა პრეპარატი ინიშნება იმავე დოზით (მგ/კგ), როგორც უფროსი ასაკის ბავშვებში, მაგრამ 72 სთ ინტერვალით. ბავშვებში 3-4 კვირის ასაკში – იგივე დოზა, მაგრამ 48 სთ ინტერვალით.

გამოყენება ხანდაზმულებში
თირკმლის უკმარისობის ნიშნების არარსებობისას პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივი დოზით. თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 50 მლ/წთ) ხდება დოზის კორექცია.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს
ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა უცვლელი სახით. ერთჯერადი მიღებისას დოზის ცვლილება არ არის საჭირო. პაციენტებში (მათ შორის ბავშვებში) თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას საჭიროა პირველადად დარტყმითი დოზის შეყვანა 50 – 400 მგ, რის შემდეგაც დღიურ დოზას (ჩვენების მიხედვით) ადგენენ შემდეგი ცხრილის თანახმად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)რეკომენდებული დოზის პროცენტი
 > 50 100%
< 50 (დიალიზის გარეშე) 50%
რეგულარული დიალიზი 100% ყოველი დიალიზის შემდეგ

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ ავადმყოფები კარგად იტანენ ფლუკონაზოლს.
ყველაზე ხშირად ფლუკონაზოლის კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, გემოს შეცვლა;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, დისპეპსია, ღებინება;
ღვიძლის მხრივ: ჰეპატოტოქსიურობა, ლეტალური გამოსავლის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების (ალტ, ასტ) დონის მატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ალოპეცია, კანის ექსფოლაციური დაავადებები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ეპიდერმისის ტოქსიური ნეკროლიზი.
სისხლის და ლიმფის მხრივ: ლეიკოპენია, კერძოდ, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ეკგ-ზე QT ინტერვალის გაზრდა, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”).
მეტაბოლური/ტროფიკული დარღვევები: ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება პლაზმაში, ჰიპოკალემია.
ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებით, როგორიცაა შიდსი ან კიბო, ფლუკონაზოლით და მსგავსი პრეპარატებით მკურნალობისას აღნიშნულია სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილება. (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). თუმცა მათი კლინიკური მნიშვნელობა და კავშირი თერაპიასთან არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
დიფლუკანის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა ალერგიული რეაქციები დიფლუკანზე ან პრეპარტის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე, აგრეთვე სოკოვანი ინფექციის დროს გამოყენებულ ნებისმიერ სხვა პრეპარტზე. ალერგიულ რექციებს მიეკუთვნება ქავილი, კანის გაწითლება, ან სუნთქვის გაძნელება.
- თუ პაციენტი იღებს ტერფანადინს, ხოლო ფლუკონაზოლის დოზ აღემატება 400 მგ. დღეში, მრავალჯერადი მიღებისას
- თუ პაციენტი იღებს ციზაპრიდს.

სიფრთხილით
თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა ფლუკონაზოლის მიღების ფონზე;
გამონაყრის გაჩენა ფლუკონაზოლის მიღების ფონზე ზედაპირული სოკოვანი ინფექციისას და ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს;
ტერფანადინთან ერთად მიღება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღებისას დოზით 400 მგ-ზე ნაკლები / დღეში.
პოტენციური პროარითმიული მდგომარეობა პაციენტებში მრავლობითი რისკ ფაქტორებით (გულის ორგანული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თერაპია, რომელიც ამ დარღვევების განვითარებას უწყობს ხელს).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. აღწერილია მრავლობითი თანდაყოლილი მანკების შემთხვევები ახალშობილებში, რომელთა დედები 3 თვე და მეტი ხანგრძლივობით იღებდნენ ფლუკონაზოლს მაღალი დოზით (400-800 მგ დღეში) კოკციდიოიდომიკოზის გამო. ამ დარღვევებსა და ფლუკონაზოლის თერაპიას შორის კავშირი არ არის დადგენილი.
ორსულობისას არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მიღება, გარდა მძიმე და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში სოკოვანი ინფექციებისა, როცა შესაძლო სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები.
ფლუკონაზოლი ვლინდება ქალის რძეში პლაზმურთან მიახლოებული კონცენტრაციებით, ამიტომ, მისი დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას ახლდა ღვიძლის ტოქსიური ცვლილებები, ლეტალურ შედეგამდეც, ძირითადად პაციენტებში სერიოზული თანამდევი დაავადებებით. ფლუკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიური ეფექტის გამოვლენის დროს არ არის აღნიშნული კავშირი პრეპარატის საერთო დღიურ დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, სქესთან და ასაკთან. ჰეპატოტოქსიური ეფექტი ჩვეულებრივ იყო შექცევადი; თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მისი ნიშნები ქრებოდა. იმ პაციენტებში, სადაც ფლუკონაზოლის გამოყენებისას ირღვევა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები, აუცილებელია დაკვირვება ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების ნიშნების გამოვლენის მიზნით. ღვიძლის დაზიანების ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფლუკონაზოლთან, საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა.
როგორც სხვა აზოლების გამოყენებისას, ფლუკონაზოლმა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქცია.
ფლუკონაზოლის მიღებისას იშვიათ შემთხვევებში აღნიშნულია კანის ექსფოლაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი. შიდსით დაავადებულები უფრო მიდრეკილები არიან კანის რეაქციებისკენ. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის პროცესში გამონაყარის განვითარებისას, რომელსაც ფლუკონაზოლს უკავშირებენ, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში გამონაყარის გამოვლენისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება და ფლუკონაზლის შეწყვეტა ბულოზური დაზიანების ან პოლიფორმული ერითემის გაჩენისას. ფლუკონაზოლის ერთდროული მიღებისას დოზით 400 მგ-ზე ნაკლები დღეში ტერფენადინთან ერთად საჭიროა მკაცრი კონტროლი. (იხ. ურთიერთქმედება)

PSP გირჩევთ