კატეგორიები

  • ამიაკის ხსნარი 100მლ ფლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან.



სავაჭრო სახელწოდება ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) ammonium hydroxide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიკური საშუალებებიანტისეპტიკური საშუალებები

გამოშვების ფორმა 10% ხსნარი 100მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

ამიაკი 10 მლ, გამოხდილი წყალი 100 მლ­მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამიაკის ხსნარის მოქმედება განპირობებულია მის ადგილობრივად გამაღიზიანებელ თვისებაზე: აღიზიანებს ზემო სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს,
რაც იწვევს სისხლძარღვთა და სასუნთქი ცენტრის რეფლექტორულ სტიმულაციას, შესაბამისად სუნთქვის გაძლიერებას და არტერიალური წნევის აწევას.
მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.
ამიაკის ხსნარისშიგნით მიღებისას აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ღებინებას. იწვეწს სასუნთქი გზების გააქტიურებას და ხელს უწყობს
ამოხველებას. გამოირჩევა ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით.
მწერების ნაკბენეზე იხმარება საფენების სახით.
ჩვენებები
იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან, რისთვისაც
პრეპარატში დასველებული ბამბის ან დოლბანდის პატარა ნაჭერი მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან (0,5­1,0 წმ). მწერების ნაკბენისას გამოიყენება გარეგანი საფენის
სახით. ქირურგიულ პრაქტიკაში იხმარება ხელების დასაბანად (25 მლ პრეპარატი 5 ლ თბილ ანადუღარ წყალში). ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით
და კარგად ასუფთავებს კანს.
მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად ამოსაღებინებელი საშუალების სახით (5­10 წვეთი 100 მლ წყალში).
გვერდითი მოვლენები
განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.
უკუჩვენება:

ამიაკის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია დერმატიტების, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა­დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.
ჭარბი დოზირება
მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იწვევს მჟავების ნეიტრალიზებას.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

PSP გირჩევთ