კატეგორიები

დიკ-75   75მგ/3მლ 5 ამპულა
  • დიკ-75 75მგ/3მლ 5 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • 1. რევმატოიდული ართრიტი 2. ოსტეოართრიტი 3. წელის ტკივილი , რბილი ქსოვილების ტრავმა და რევმატოიდული სიმპტომები 4. მაანკილოზებელი სპონდოლიტი 5. რევმატოიდული ართრიტი მოზარდებში 6. ოპერაციის შემდგომი ტკივილი 7. რენული კოლიკა



დიკ -75

DIC-75

( დიკლოფენაკ ნატრიუმი საინექციო , 75 მგ /3 მლ , 3 მლ )

 

შემადგენლობა / დოზა / კონცენტრაცია :

აქტიური სუბსტანცია                       თითოეული მლ შეიცავს :

დიკლოფენაკ ნატრიუმი ბ . ფ .                      25 მგ

 

არააქტიური სუბსტანციები :            

ბენზილის სპირტი                             0.04 მლ

პროპილენგლიკოლი                           0.2 მლ

ნატრიუმის მეტაბისულფატი                    1.5 მგ

საინექციო წყალი                              1 მლ

 

ჩვენებები :

  1. რევმატოიდული ართრიტი
  2. ოსტეოართრიტი
  3. წელის ტკივილი , რბილი ქსოვილების ტრავმა და რევმატოიდული სიმპტომები
  4. მაანკილოზებელი სპონდოლიტი
  5. რევმატოიდული ართრიტი მოზარდებში
  6. ოპერაციის შემდგომი ტკივილი
  7. რენული კოლიკა

 

უკუჩვენებები : პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში :

  1. აქტიური ან სავარაუდო პეპტიური წყლული ან კუჭნაწლავიდან სისხლდენა .
  2. დადასტურებული მგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ .
  3. ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები , რომლებსაც გააჩნიათ ასთმის შეტევები , ურტიკარია ან მწვავერინიტი , გამოწვეული ასპირინის ან სხვა აასს - ების შემცველი , პროსტაგლანდინის სინთეზის დამთრგუნველიაქტივობის მქონე პრეპარატების მიღებისას .

 

გვერდითი ეფექტები :

სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ეფექტები .

კუჭის წყლულის პერფორაცია და კუჭნაწლავიდან სისხლდენა პოტენციურ საფრთხეს უქმნის პაციენტს და ზოგჯერშესაძლოა ფატალური შედეგითაც დასრულდეს . ჰომეოსტაზის დარღვევა და ანაფილაქსიური რეაქცია ასევე შესაძლოაფატალური აღმოჩნდეს , მაგრამ ძალზე იშვიათ შემთხვევებში .  

 

მწვავე ან შეუქცევადი გვერდითი ეფექტები :

როგორც ზემოთ აღინიშნა , იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს პეპტიური წყლული , ჰემოსტაზის დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები . ასევე შესაძლოა დაირღვეს ნაწლავების ფუნქცია .

 

სიმპტომური გვერდითი ეფექტები :

თავდაპირველად , პაციენტი შეიძლება შეაწუხოს ეპიგასტრულმა ტკივილმა , ღებინებამ ,   ფაღარათმა , თავისტკივილმა და მსუბუქმა თავბრუსხვევამ . ეს სიმპტომები ხშირ შემთხვევში გარდამავალია და ქრება მკურნალობისპროცესში . მოთენთილობა და გადაღლილობა ვლინდება იშვიათ შემთხვევებში , გონების დაბინდვა , მხედველობისდაქვეითება , ქცევების დარღვევა , იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება სმენის დაქვეითება ან კრუნჩხვები . ასევე ძალიანიშვიათია კანის მწვავე რეაქციები ( სხვადასხვა ფორმის ერითემა , სტივენს - ჯონსონის სინდრომი , ლაიელისსინდრომი და კანის სხვა რეაქციები ) და ფოტოსენსიტიური რეაქცია .

წამლის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები , მაგალითად ქავილი , გამონაყარი ანმომატებული ოფლიანობა მოძრაობისას , ძალიან იშვიათია ბუასილის გამწვავება . პრეპარატის კუნთებში შეყვანისშემდეგ , შესაძლოა ტკივილის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილას , იშვიათ შემთხვევებში – ლოკალური ნეკროზი .

 

დიკლოფენაკის ამტანობაზე იაპონიაში ჩატარებული კვლევების თანახმად , რომელშიც 18000 პაციენტი მონაწილეობდა` სერიოზული ~ კუჭნაწლავური ეფექტების წილმა შეადგინა მხოლოდ 0,01%. გამოქვეყნებულია ასევე სხვა კვლევებისმონაცემებიც .

 

სხვა ეფექტები

3- თვიანი კვლევების თანახმად , რომელშიც 800- ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა , ღვიძლის ფუნქციის ცვლილებებიაღენიშნა 241- ს , მაგრამ მხოლოდ 19 შემთხვევა უკაშირდებოდა ამ პრეპარატის მიღებას .   აღინიშნა აგრეთვეშარდოვანას შემცველობის ცვლილებები სისხლში და ჰემოგლობინის შემცირება . ლაბორატორიული ტესტებითგამოვლენილი რაიმე გადახრების გამო , პრეპარატის მიღება კვლევაში მონაწილე არც ერთი პაციენტის მიმართ არყოფილა შეწყვეტილი .

 

გაფრთხილება

ლაქტაციის პერიოდი . ყოველ 8 საათში ერთხელ დიკლოფენაკის მიღებისას , აქტიური სუბსტანცია გადადის დედისრძეში , მაგრამ იმდენად მცირე მოცულობით , რომ რაიმე სახის არასასურველ ეფექტებს არ იწვევს .    

ორსული ქალები . დიკლოფენაკ ნატრიუმი ორსულ ქალებს არ უნდა დაენიშნოს , თუ მოსალოდნელი ნაყოფისთვისპოტენციური რისკი დედისთვის სასარგებლო ეფექტს აჭარბებს .

 

ჭარბი დოზა :

დიკლოფენაკ ნატრიუმი ჭარბი დოზით მიღების შედეგად სიკვდილიანობის შემთხვეები დაფიქსირებული არ არის .  

 

დოზირება და მიღების წესი

ინტრამუსკულური ინექციის დანიშნულებაა სწრაფი საწყისი მკურნალობა ( ერთი ან ორი დღით ), ამ დროს დღიურიდოზა შეადგენს 75 მგ - ს , ღრმა ინექციის სახით დუნდულა კუნთის ზედა გარეთა კვადრანტში . მწვავე შემთხვევებისდროს მეორე ინექცია შეიძლება გაკეთდეს 24 საათში მეორე დუნდულა კუნთში .  

 

შენახვა :

ინახება მშრალ , გრილ ადგილას

 

შეფუთვა

დიკ -75                       3 მლ შუშის ამპულებში

 

ვარგისიანობის პერიოდი :    24 თვე

 

გაცემის ფორმა :               II ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ექიმის რეცეპტით )

 

 

 

PSP გირჩევთ