კატეგორიები

  • დოლოფენ პლიუსი 10 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • დოლოფენი™ პლუსი გამოიყენება ტკივილით და/ან ანთებით თანმხლები შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: • ტრავმის შემდგომი მდგომარეობა • რევმატიზმის სახსარგარე ფორმები • რბილი ქსოვილების რევმატიზმი...



პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)
დოლოფენი™ პლუსი შემოგარსული ტაბლეტები
Dოლოფენ™ Pლუს
შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: კალიუმის დიკლოფენაკს 50 მგ, პარაცეტამოლს 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი KK30, ცელაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E-15, კროსპოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, 13%-იანი ალუმინის ლაქი ბრილიანტის ლურჯი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს), ანალგეზიური საშუალება, ანტიპირეტული საშუალება.
ათქ კოდი: M01AB55.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დიკლოფენაკი: წარმოადგენს რა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს. პროსტაგლანდინები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების მექანიზმში, ასევე მიკროორგანიზმებით ჰიალურონიდაზის სინთეზში და თრომბოციტების აგრეგაციაში. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო მექანიზმს, ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ანთებასთან და პირველად დისმენორეასთან.
პარაცეტამოლი: პარაცეტამოლის ანალგეზიური და ანტიპირეტული ეფექტი (ბოლო კვლევების თანახმად) დაკავშირებულია ტკივილის გამომწვევი ნეიროპეპტიდების, ასევე ცხელების გამომწვევი ფერმენტების ინჰიბირებასთან მოგრძო ტვინისა და თერმორეგულაციის ჰიპოთალამური ცენტრის დონეზე.
ფარმაკოკინეტიკა
დიკლოფენაკი: უზმოზე შიგნით მიღების შემდეგ დიკლოფენაკი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ ღვიძლში პირვლადი მეტაბოლიზმის შემდეგ ორგანიზმის მიერ ათვისებულია აბსორბირებული დოზის მხოლოდ 50%. დიკლოფენაკის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) დაახლოებით 2 საათია. საერთო პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 350 მლ/წთ და 550 მლ/კგ, შესაბამისად. დიკლოფენაკის 99%-ზე მეტი შექცევადად უკავშირდება პლაზმის ალბუმინებს. როგორც სხვა აასს, დიკლოფენაკი გამოიყოფა სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია.
დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირების გზით და შემდგომში გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად ჰიდროქსილირებული და შეუცვლელი გლუკურონიდული და სულფატური კონიუგატების, ასევე შეუცვლელი დიკლოფენაკის სახით: მიღებული დოზის დაახლოებით 65% გამოიყოფა შარდთან ერთად, 35% - ნაღველთან ერთად 96 საათში. დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით, დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა ჰიდროლიზირებული ან არაჰიდროლიზირებული კონიუგატების ან არაკონიუგირებული მეტაბოლიტების სახით: 20-30% - კონიუგირებული 4´-ჰიდროქსიდიკლოფენაკის სახით, 10-20% - კონიუგირებული 5-, 3´- და 4´, 5- ჰიდროქსიდიკლოფენაკის სახით, 5-10% - კონიუგირებული არაჰიდროლიზირებული (შეუცვლელი) დიკლოფენაკის სახით, 2% - არაკონიუგირებული მეტაბოლიტების სახით და 1,4% - დაუდგენელი მეტაბოლიტების (თ1/2 80 სთ) სახით. ნაღველთან ერთად გამოიყოფა: 10-20% - კონიუგირებული 4´-ჰიდროქსიდიკლოფენაკის სახით, 1-5% - კონიუგირებული შეუცვლელი დიკლოფენაკის სახით და 5-6% - 3 სხვა ძირითადი მეტაბოლიტის კონიუგატების სახით.
დიკლოფენაკის მეტაბოლიტების დაგროვების ხარისხი უცნობია; ზოგიერთ მეტაბოლოტს შეიძლება გააჩნდეს ფარმაკოლოგიური აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა ავადმყოფთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
კვლევებმა აჩვენა, რომ პლაზმაში დიკლოფენაკის დონე არ განსხვავდება ახალგაზრდა (26-46 წელი) და ხანდაზმულ (66-81 წელი) პაციენტებში. შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 65 წელზე უფროსი ასაკის ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში და ახალგაზრდა პაციენტებში, არ აღინიშნებოდა რაიმე არსებითი განსხვავება დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკაში ორივე ჯგუფებს შორის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (ჩმახ), მაქსიმალური დროის (თმახ) და მრუდის ქვეშ ფართობის (AUჩ) მიმართ. ამ დრომდე არ აღინიშნებოდა რაიმე განსხვავება დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკაში თირკმელების (50 მგ ი/ვ) ან ღვიძლის უკმარისობის (100 მგ შიგნით მისაღები ხსნარი) მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში. თირკმელების უკმარისობის მქონე 5 პაციენტში (კრეატინინის კლირენსი 3-42 მლ/წთ) და ჯანმრთელ პირებში შედარებელი იყო AUჩ და თ1/2 მაჩვენებლები. ბიოფსიით დადასტურებული ღვიძლის ციროზის ან ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის (ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება და ბილირუბინის დონის უმნიშვნელო მომატება) მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ პირებში დიკლოფენაკის კონცენტრაცია და შარდთან ერთად გამოყოფა იყო შედარებელი.
პარაცეტამოლი: სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან 30-60 წუთში. თ1/2 შეადგენს დაახლოებით 2 საათს თერაპიული დოზის მიღების შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შექცევადია, პოპულაციაში საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 25%-ს. ელიმინაცია მიმდინარეობს ღვიძლში კლირენსის მეშვეობით გლუკურონის მჟავასთან (60%), გოგირდმჟავასთან (35%) ან ცისტეინთან (3%) კონიუგაციის გზით. ბავშვებში გლუკურონიზაციის მიმართ უნარი ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში. პარაცეტამოლის ნაკლები რაოდენობა ციტოქრომა P450-ის მონაწილეობით განიცდის N-ჰიდროლიზაციას მაღალრეაქტიული მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომლებიც ჩვეულებრივ რეაქციაში შედის გლუტატიონის და სულფჰიდრილურ ჯგუფებთან.
გამოყენების ჩვენება
დოლოფენი™ პლუსი გამოიყენება ტკივილით და/ან ანთებით თანმხლები შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
• ტრავმის შემდგომი მდგომარეობა
• რევმატიზმის სახსარგარე ფორმები
• რბილი ქსოვილების რევმატიზმი
• ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მაგალითად, ფარინგოტონზილიტი)
• გინეკოლოგიური დაავადებები (მაგალითად, ადნექსიტი და პირველადი დისმენორეა)
• ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა
• თავის და კბილის ტკივილი.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის და/ან პარაცეტამოლის მიმართ.
• კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
• ბრონქული ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება და მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასს მიღებით.
• კლინიკურ კვლევებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვთა ასაკში.
• იმის გამო, რომ დიკლოფენაკი ნაწილობრივ გადადის დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითება
დოლოფენი™ პლუსი არ გამოიყენება დიკლოფენაკის ან პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად (დოზის გადაჭარბების რისკის გამო). დიკლოფენაკის ან პარაცეტამოლის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ცხელებისა და ანთების გამოვლენები, აღნიშნულმა, თავის მხრივ, შეიძლება იმოქმედოს დიაგნოზის დასმაზე. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდნენ სტეროიდებს, დიკლოფენაკზე გადასვლისას სტეროიდების დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
დიკლოფენაკი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პაციენტების ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ ჩივილებზე, როგორიცაა დისპეფსია, შეიძლება აღინიშნოს თერაპიის დასაწყისში პაციენტების (დაახლოებით 20%). როგორც სხვა აასს გამოყენებისას, მძიმე დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, პეპტიური წყლულს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებულ სისხლდენას ან პერფორციას (სიმპტომებით ან უსიმპტომოთ), დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ დროს.
აასს ხანგრძლივი გამოყენებისას პაციენტების დაახლოებით 1%-ს მკურნალობის დაწყებიდან 3-6 თვეში და პაციენტების დაახლოებით 2-4%-ს 1 წელიწადში აღენიშნებოდა სომპტომური წყლულები, სისხლდენა, ან პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში. აღნიშნულთან ერთად, კლინიკურ კვლევებში დიკლოფენაკის მიღებით გამოწვეული აღნიშნული არასასურველი მოვლენები აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ 3 თვეში 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, ხოლო ხანგრძლივი მკურნალობის დროს (მაგალითად, 1 წლის განმავლობაში) – პაციენტების 2%-ზე ნაკლებს. ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ დაზიანებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესახებ და იმ ღონისძიების შესახებ, რომლებსაც მან უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევებში. ანამნეზში, გარდა მძიმე სიმპტომებისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და სხვა ისეთი ცნობილი რისკ-ფაქტორებისა, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, მოწევა და ა.შ., არცერთი სხვა რისკ-ფაქტორი, მაგალითად, სქესი ან ასაკი, არ იყო დაკავშირებული პეპტიურ წყლულთან. ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება წყლულებისა და სისხლდენების განვითარებისადმი, ვიდრე სხვა პირებს; არსებობს ცნობები აღნიშნულ ჯგუფში სიკვდილის შემთხვევების შესახებ.
ღვიძლი: დიკლოფენაკით მკურნალობისას შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატება; ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს აღნიშნული დარღვევების პროგრესირება, არ შეიცვალოს ან დროებით შეიცვალოს. პაციენტის დაახლოებით 15%-ს, რომლებიც იღებდნენ დიკლოფენაკს, აღენიშნებოდა ტრანსამინაზების დონის მცირე (ნორმალური დონის ზედა ზღვარზე 3 ჯერ მეტი) ან მნიშვნელოვანი მომატება. დიკლოფენაკით მკურნალობისას ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პაციენტებში რევმატოიდული ართრიტით. პაციენტების დაახლოებით 2%-ში აღინიშნებოდა ასტ დონის მნიშვნელოვანი მომატება (ნორმალურ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტი). 2-6 თვის განმავლობაში დიკლოფენაკით მკურნალობის დროს პაციენტების დაახლოებით 1%-ს აღენიშნებოდა ალტ და/ან ასტ დონის მნიშვნელოვანი მომატება (ნორმალურ მაჩვენებელზე 8-ჯერ მეტი). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიკლოფენაკს, არსებობს ცნობები ღვიძლის მძიმე დაზიანებების ცალკეული შემთხვევების შესახებ, მათ შორის სიყვითლის, ასიმპტომური და მწვავე ჰეპატიტის, ჰეპატოცელულარული ნეკროზის და ფატალური ელვისებური ჰეპატიტის შესახებ. მძიმე რეაქციები ღვიძლის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს დიკლოფენაკით მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში. როგორც სხვა აასს მიღებისას, სტაბილური ან გაუარესებული ანომალური ლაბორატორიული მაჩვენებლების, კლინიკური ნიშნების ან ღვიძლის დაავადების სიმპტომების განვითარების ან სისტემური კლინიკური ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დიკლოფენაკის მიღება.
ღვიძლის მძიმე დარღვევების რისკის შესამცირებლად პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ექიმის მიერ ჰეპატოტოქსიკურობის სიმპტომების შესახებ (გულისრევა, დაღლილობა, ძილიანობა, გამონაყარი, სიყვითლე და ა.შ.) და მათი გამოვლენისას მიიღოს შესაბამისი ზომები. ღვიძლის დაზიანების მონიტორინგის მიზნით ღვიძლის სხვა ფერმენტებთან ერთად რეკომენდებულია ალტ განსაზღვრა. დიკლოფენაკით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ტრანსამინაზების დონისა და ღვიძლის სხვა ფერმენტების განსაზღვრა ყოველ 4 კვირაში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: როგორც სხვა აასს მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ დიკლოფენაკს, შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციები. არ შეიძლება დიკლოფენაკის დანიშვნა ასპირინის ან სხვა აასს მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციის შემთხვევაში (სასიცოცხლოდ საშიში მძიმე ბრონქოსპაზმი, ასევე რინიტი [პოლიპებით ან პოლიპების გარეშე] ან ჭინჭრის ციება). ცნობილია ფატალური რეაქციების შესახებ აღნიშნულ პაციენტებში. ანაფილაქსიური რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მიიღეთ სასწრაფო ზომები.
თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა: თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობისას დიკლოფენაკით მკურნალობის დაწყება, ისევე როგორც სხვა აასს-ით, შეიძლება მხოლოდ თირკმელების ფუნქციის კონტროლის შემდეგ.
სითხის შეკავება და შეშუპება: ზოგიერთ პაციენტში (განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალებში), რომლებიც იღებენ დიკლოფენაკს, აღინიშნებოდა სითხის შეკავება და შეშუპება. ამიტომ დიკლოფენაკი, ისევე როგორც სხვა აასს, მიიღება სიფრთხილით პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტენზიით ან სხვა დაავადებებით, რომლებსაც თან ახლავს სითხის შეკავება.
სისხლმბადი სისტემა: არსებობს ცნობები ანემიის შესახებ ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდა დიკლოფენაკს ან სხვა აასს. დიკლოფენაკის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ანემიის ნიშნების გამოვლენის მიზნით საჭიროა პერიოდულად განისაზღვროს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი. ანემიის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
თირკმელები: ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დიკლოფენაკის, რომელიც მიეკუთვნება აასს-ს, 20-120 მგ/კგ დოზით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში აღინიშნებოდა პაპილარული ნეკროზი და სხვა თირკმლისმიერი პათოლოგია. ცნობილია ინტერსტიციული ნეფრიტისა და პაპილარული ნეკროზის ცალკეული შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიკლოფენაკს. აასს მიღებისას შესაძლებელია თირკმლის სისხლის მიმოქცევის შექცევადი დაქვეითება; აღნიშნული რისკი იზრდება პაციენტებში თირკმლის, გულის ან ღვიძლის უკმარისობით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, და ხანდაზმულ პაციენტებში. ცნობილია თირკმელების უკმარისობის გამოვლენის ზოგიერთი შემთხვევა დიკლოფენაკით მკურნალობის დროს. პაციენტების 0.3%-ში აღინიშნებოდა სისხლის პლაზმური კრეატინინის და შარდოვანას აზოტის დონის მომატება 2.0 მგ/დლ და 40 მგ/დლ-ზე ზევით, შესაბამისად. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
პორფირია: მოერიდეთ დიკლოფენაკის გამოყენებას ღვიძლის პორფირიის დროს. ამ მომენტამდე აღწერილია პორფირიის გამწვავების მხოლოდ ერთი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია დიკლოფენაკის მიღებასთან.
ასეპტიური მენინგიტი: როგორც სხვა აასს მიღებისას, დიკლოფენაკის გამოყენებისას იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ასეპტიური მენინგიტი ტემპერატურის მომატების და კომის თანხლებით. დიკლოფენაკით მკურნალობის პერიოდში მენინგიტის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დიკლოფენაკის მიღებასთან მათი კავშირის შესაძლებლობის გათვალისწინება.
ბრონქული ასთმა ანამნეზში: ანამნეზში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ში აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა ასპირინის მიმართ, რაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე ბრონქოსპაზმის მიზეზი ფატალური შედეგით. სხვა აასს-ის ასპირინთან ჯვარედინი მგრძნობელობის გათვალისწინებით აღნიშნულ პაციენტებში დიკლოფენაკის დანიშვნა არ შეიძლება.
მხედველობის ორგანოები: პაციენტების 1-ზე ნაკლებში ცნობილია მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის ველების შევიწროების და/ან სინათლის შეგრძნების დარღვევების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ოფტალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, მხედველობის ველების და სინათლის შეგრძნების შემოწმების ჩათვლით.
ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლებლები : დიკლოფენაკი ზრდის თრომბოციტების აგრეგაციის დროს, მაგრამ არ მოქმედებს სისხლდენის დროზე, პროთრომბინის დროზე, პლაზმაში ფიბრინოგენის დონეზე, ასევე V და VII-XII ფაქტორებზე. ცნობილია სტატისტიკურად მნიშვნელოვან, მაგრამ კლინიკური მნიშვნელობის არ მქონე (ორივე შემთხვევაში 1 წამზე ნაკლები) მოქმედებაზე პროთრომბინის დროსა და ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე ჯანმრთელ მოხალისეებში. დიკლოფენაკი, რომელიც წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორს, გარკვეული ხარისხით აფერხებს თრომბოციტების ფუნქციას, ამიტომ ავადმყოფების შესაბამისი ჯგუფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ.
კანცეროგენობა, მუტაგენობა და ზეგავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე: ვირთაგვებში ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენებისას დოზით 2-12 მგ/კგ/დღე-ღამეში (ადამიანებისათვის დანიშნული თერაპიული დოზის ეკვივალენტური) არ აღინიშნებოდა არსებითი მოქმედება სიმსივნის გამოვლენის სიხშირეზე. დედალი ვირთაგვების დაბალი დოზით (0,5 მგ/კგ/დღე-ღამეში - 3 მგ/კგ/დღე-ღამეში, მაღალი დოზებით მკურნალობისას სიკვდილიანობის პროცენტი ძალიან მაღალია) მკურნალობისას ოდნავ გახშირდა კეთილთვისებიანი ფიბროადენომების შემთხვევები, რასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან სიმსივნის ეს ფორა ფართოდ გავრცელებულია ვირთაგვებში. კანცეროგენურობის შესასწავლად თაგვებზე ჩატარებული ორ წლიანი ცდებით არ არის გამოვლენილი ონკოგენობა მამლებში 0,3 მგ/კგ/დღე-ღამეში, და დედლებში 1 მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში დოზით ნატრიუმი დიკლოფენაკის გამოყენებისას. ძუძუმწოვრებში არ აღინიშნებოდა ნატრიუმის დიკლოფენაკის მუტაგენური აქტივობა (ლიმფომა თაგვებში) მუტაციის ცდებში და მიკრობიოლოგიურ კვლევებში (Aმეს) ინ ვიტრო, ასევე ძუძუმწოვრებზე ჩატარებულ ზოგიერთ ცდებში ინ ვივო, მათ შორის ლეტალური დომინანტური ხაზის დროს მამალი თაგვების ჩანასახოვანი ეპითელის ქრომოსომულ კვლევებში, ჩინური ზაზუნებში ბირთვის შეცვლის ან ქრომოსომული აბერაციის დროს.
თაგვებში დიკლოფენაკის დოზით 4 მგ/კგ/დღე-ღამეში გამოყენება არ ახდენდა მოქმედებას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
პარაცეტამოლი
მაქსიმალური დოზის 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება არ შეიძლება, გარდა ექიმის მიერ დანიშნული და კონტროლებული შემთხვევებისა. თუ ექიმის მიერ არ არის გაცემული სხვა დანიშნულება, არ შეიძლება 3 დღეზე მეტი ხნით მიღება ცხელების მკურნალობის დროს. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი და ცხელება შენარჩუნდა ან გაუარესდა, ან გამოვლინდა ახალი სიმპტომები (ოფლიანობა და ა.შ.), რადგან ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომები. დღეში სამჯერ ან უფრო მეტჯერ ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გასცეს რეკომენდაციები პარაცეტამოლის და სხვა ანალგეზიური საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით. ქრონიკულ ალკოჰოლიკებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლის ელვისებური უკმარისობის განვითარება.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ტრანსამინაზის (ალტ და ასტ), ტუტე ფოსფატაზის, ბილირუბინის, ამონიუმის, კრეატინინის, ლდგ და შარდოვანას დონის მომატება, პროთრომბინის დროის გაზრდა; გლუკოზის, თეოფილინის და შარდმჟავას დონის მომატება ანალიზური დარღვევის შედეგად, გლუკოზის დონის დაქვეითება ოქსიდაზა-პეროქსიდაზური მეთოდით განსაზღვრისას ანალიზური დარღვევის შედეგად. შესაძლებელია შარდში მეტადრენალინისა და შარდმჟავას დონის მომატება ანალიზური დარღვევის შედეგად, ასევე ცრუდადებითი შედეგი შარდში 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავას განსაზღვრისას. ტესტი ბენტირომიდით კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევისას: პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ბენტირომიდის მსგავსად, ამიტომ ზრდის აღდგენილი პარაამინობენზომჟავის (პაბმ) რაოდენობას; შეწყვიტეთ პარაცეტამოლის გამოყენება ტესტის ჩატარებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
დიკლოფენაკი
ორსულობა: მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატრიუმის დიკლოფენაკი არ ახდეს ტერატოგენულ მოქმედებას, კონტროლირებადი და ადეკვატური კვლევების არ არსებობის გამო ორსულ ქალებში უნდა განისაზღვროს დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობისა და ნაყოფისათვის პოტენციური რისკის შეფარდება. ნაყოფში არტერიული სადინრის დროზე ადრე დახურვის რისკის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დიკლოფენაკის გამოყენების თავიდან აცილება ორსულობის დასკვნით პერიოდში.
მშობიარობა: მშობიარობაზე დიკლოფენაკის მოქმედების შესახებ ცნობილი არ არის, ამასთანავე აასს-მა შეიძლება შეასუსტოს საშვილოსნოს კუმშვადობის უნარი.
ლაქტაცია: დედის რძეში დიკლოფენაკის გამოყოფის გათვალისწინებით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ხელოვნურ კვებაზე გადასვლა.
პარაცეტამოლი
ორსულობა: FDA კლასიფიკაციის (აშშ) თანახმად პარაცეტამოლი მიეკუთვნება B კატეგორიას. ორსულობის პერიოდში გამოყენებისას რაიმე პრობლემა არ აღინიშნებოდა. მაკონტროლებელი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ პარაცეტამოლი გადის პლაცენტურ ბარიერს, აღნიშნულთან დაკავშირებით უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას რაიმე პრობლემა არ აღინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 650 მგ დოზით ერთჯერადი გამოყენებისას 1-2 საათში პარაცეტამოლი აღმოჩენილია დედის რძეში მაქსიმალური კონცენტრაციით (10-15 მგ/მლ ან 66,2-99,3 მმოლი/ლ), პარაცეტამოლი და მისი მეტაბოლიტები არ აღინიშნება ბავშვების შარდში, რომლებიც იღებენ დედის რძეს. დედის რძიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,35-3,5 სთ-ს.
გამოყენება ბავშვებში
დიკლოფენაკი: ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
დიკლოფენაკი: უსაფრთხოების, ეფექტურობის და ფარმაკოკინეტიკის მიმართ განსხვავებების არ არსებობის მიუხედავად, ხანდაზმული პაციენტების მიერ ახალგაზრდებისაგან განსხვავებით არც თუ ისე კარგად გადაიტანება გვერდითი მოქმედებები.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი დოლოფენი™ პლუსის მიღების ფონზე აღინიშნება თავბრუსხვევა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მათ შორის მხედველობითი დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიკლოფენაკი
ასპირინი: რეკომენდებული არ არის ასპირინისა და დიკლოფენაკის ერთდროულად გამოყენება, რადგან ასპირინი გამოდევნის დიკლოფენაკს პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან, რაც იწვევს დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დაქვეითებას; მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
ანტიკოაგულანტები: მიუხედავად იმისა, რომ არ აღინიშნებოდა დიკლოფენაკისა და ვარფარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედება, აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან არსებობს ცნობები მათი ურთიერთქმედების შესახებ სხვა აასს-თან.
დიგოქსინი, მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი: დიკლოფნაკს, აქვეითებს რა ზოგიერთი პრეპარატის ღვიძლისმიერ კლირენსს, შეუძლია გაზარდოს მათი პლაზმური კონცენტრაცია (მაგალითად, დიგოქსინისა და მეტოტრექსატის) ან ნეფროტოქსიკურობა (მაგალითად, ციკლოსპორინი). ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან ერთდროულად დანიშვნისას მათი პლაზმური კონცენტრაცია, ასევე ავადმყოფის თირკმელების ფუნქცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ.
ლითიუმი: დიკლოფენაკი აქვეითებს ლითიუმის ღვიძლისმიერ კლირენსს და ზრდის მის პლაზმურ კონცენტრაციას. ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ლითიუმის ტოქსიკურობის გაძლიერება.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: ჯანმრთელ პირებში დიკლოფენაკი არ მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმზე და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების აქტიურობაზე. არსებობს ცნობები ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების აქტიურობაზე დიკლოფენაკის მოქმედების გამოვლენის და აღნიშნულთან დაკავშირებით დოზის დარეგულირების მოთხოვნილების იშვიათი შემთხვევების შესახებ. დიკლოფენაკისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას გაითვალისწინეთ მათი აქტიურობის შეცვლის შესაძლებლობა.
დიურეზული საშუალებები: დიკლოფენაკს შეუძლია შეაფერხოს დიურეტიკების აქტიურობა. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ერთდროუად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა.
სხვა საშუალებები: აზათიოპრინის, ოქროს ნაერთების, ქლოროქინის, D-პენიცილამინის, პრედნიზოლონის, დოქსიციკლინის, დიგიტოქსინის ერთდროულად დანიშვნა არ ახდენდა არსებით მოქმედებას დიკლოფენაკის მაქსიმალურ კონცენტრაციასა და AUჩ მნიშვნელობებზე. ხანგრძლივი მკურნალობის დროს ცნობილია ფენობარბიტალის ტოქსიკურობის გამოვლენის შესახებ დიკლოფენაკის მიღების დაწყების შემდეგ.
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ანემიით, კვების ქრონიკული დარღვევით ან დეჰიდრატაციით. პარაცეტამოლით მკურნალობისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
შესაძლებელია პარაცეტამოლის ურთიერთქმედება ქვემოთ მითითებულ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდებიან ღვიძლში:
პერორალური ანტიკოაგულანტები: პარაცეტამოლის დღე-ღამეში 2 გ-ზე მეტი დოზით ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აცენოკუმაროლისა და ვარფარინის აქტიურობის გაძლიერება, მაგრამ მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა სადაოა. პერორალური ანტიკოაგულანტებისა და პარაცეტამოლის ერთდროულად მიღებისას რეკომენდებულია პროთრომბინული ინდექსის პერიოდიული კონტროლი.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი და სხვა): ღვიძლში მეტაბოლიზმის ინდუქციის შედეგად მცირდება ღვიძლში პარაცეტამოლის ბიოათვისება და მოქმედება, ამის გამო უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა დოზის გადაჭარბება და ჰეპატოტოქსიკურობის მოვლენები. პარაცეტამოლს შეუძლია კლირენსის გაძლიერება და ლამოტრიჯინის მოქმედების შესუსტება.
ქლორამფენიკოლი: პარაცეტამოლთან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ქლორამფენიკოლის ტოქსიკურობის გაძლიერება.
იზონიაზიდი: პარაცეტამოლთან ერთდროულად მიღებისას (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) იზრდება ჰეპატოტოქსიკურობის რისკი.
ესტროგენები: ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, იზრდება საერთო კლირენსი და მცირდება პარაცეტამოლის ანალგეზიური მოქმედება. პარაცეტამოლს შეუძლია 20%-ით გაზარდოს ნაწლავიდან ეთინილესტრადიოლის შეწოვა.
პროპრანოლოლი: პარაცეტამოლთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გააძლიეროს მისი მოქმედება.
რიფამპიცინი: პარაცეტამოლთან ერთდროულად მიღებისას ზრდის მის კლირენსს.
პროკინეტიკები: შეუძლიათ პარაცეტამოლის ეფექტის გაძლიერება და მოქმედების დაწყების დაჩქარება.
ანტიქოლინერგული საშუალებები: შეუძლია პარაცეტამოლის მოქმედების დაწყების ინჰიბირება.
ქოლესტირამინი: პარაცეტამოლთან ერთდროულად დანიშვნისას შესაძლებელია მისი შეწოვის დაქვეითება.
ზიდოვუდინი: პარაცეტამოლი აინჰიბირებს ზიდოვუდინის მეტაბოლიზმს და შეიძლება იყოს მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდის მიზეზი. არსებობს ცნობები გამოხატული ჰეპატოტოქსიკურობის შესახებ ზიდოვუდინისა და კო-ტრიმოქსაზოლის პარაცეტამოლთან ერთდროულად მიღებისას.
პრობენეციდი: პარაცეტამოლის კლირენსის დაქვეითებით, შეიძლება გაზარდოს მისი პლაზმური კონცენტრაცია.

გამოყენების დოზები და წესი
პრეპარატი დოლოფენი™ პლუსის სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2 ტაბლეტს; აუცილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, პირველადი დისმენორეის დროს) შეიძლება გაზრდილ იქნას 3 ტაბლეტამდე. დოზის კორექტირება შეიძლება ექიმის დანიშნულების და კლინიკური სიმპტომების მიხედვით.

გვერდითი მოქმედება
შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (>10%); ხშირად (<10%, >1%); ზოგჯერ (<1%, >0,1%); იშვიათად (<0,1%, >0,01%); ძალიან იშვიათად (<0,01%).
დიკლოფენაკი
ცნობები გვერდითი მოვლენების შესახებ მიღებულია კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გ