კატეგორიები

  • იბუპროფენი 200მგ 10 შუშხუნა ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გენერიული დასახელება:Iბუპროფენ შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება:1 ტაბლეტი შეიცავს:იბუპროფენი-200მგ; 400 მგ; ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ფარმაკოლოგიური თვისებები:ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამა



გენერიული დასახელება:
Iბუპროფენ

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს:
იბუპროფენი-200მგ; 400 მგ;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან. D
პერორალურად მიღებისას იგი ხელს უწყობს სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომის შესუსტებას, განსაკუთრებით სახსრებში მოსვენების მდგომარეობისა და მოძრაობის დროს.

ჩვენება:
- სახსროვანი სინდრომი (ართრიტი) ან რბილი ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმული ანთება.
სუსტი და საშუალო ხასიათის ტკივილის დროს, მაგ. თავისა და კბილის ტკივილის, ხერხემლის არეში ტკივილის, ძლიერი ტკივილით მიმდინარე მენსტრუაციის დროს; შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებანი, გრიპის თანმხლები კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს, რბილი ქსოვილების ჭრილობების, მაგ. დაჟეჟილობების და დისტორსიების დროს.
ტკივილები ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია, რევმატიზმი, დისმენორეა, როგორც დამხმარე საშუალება ოტორინოლარინგოლოგიური ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, ადნექსიტის, პროსტატიტის, ცისტიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში:
1,2-დან 1,8 გ –ის ოდენობით. ყოველდღიური დოზის შემცირება შესაძლებელია 2,4 გ-მდე საჭიროების შემთხვევაში.
ბავშეებში 20მგ/კგ (5 მლ) სხეულის წონაზე დღეში 3-ჯერ.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში, “ასპირინული ასთმა”, ერითროპოეზის დარღვევა.
ანგიოდემისა  და ბრონქოსპაზმის არსებობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები:
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
განსაკუთრებული ურთიერთქმედება იბუჯეზიკსა და სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
ასპირინი:
ასპირინისა და იბუპროფენის კომბინაცია ამცირებს პლაზმაში იბუპროფენის დონეს.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები იბუპროფენისა და დიგიტალისთან, თიროქსინთან, სტეროიდებთან, ანტიბიოტიკებთან და ბენზოდიაზეპინებთან მათი ურთიერთქმედების შესახებ.    

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მცირე დოზებით (600 მგ დღეღამეში) დასაშვებია.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, ყაბზობა, დიარეა.
ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ქავილი); იშვიათად შესაძლებელია თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, შეშუპება.
 
შენახვის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები:
ინახება 250ჩ-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

შეფუთვა:
ტაბლეტები: 200 მგ-#10-30-500; 400 მგ #10-500-1000; 600 მგ #10-500; 800 მგ-#500

გაიცემა ურეცეპტოდ.

PSP გირჩევთ