კატეგორიები

  • კეტანოვი 10მგ 100 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • კეტანოვის ტაბლეტები ნაჩვენებია არახანგრძლივი გამოყენებისათვის ზომიერი და ძლიერი ტკივილის კუპირების მიზნით.



სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ კეტოროლაკის ტრომეთამინს;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

წამლის ფორმა. შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანთებისა და რევმატიზმის საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ათქ-კოდი: M01AB15

ფარმაკოლოგიური თვისებები.

კეტოროლაკი მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბილიზმის ციკლოოქსიგენაზურ გზაზე პროსტალგანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. კეტოროლაკს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებები გააჩნია, მიუხედავად ამისა მისი სისტემური ანალგეზიური მოქმედება მნიშვნელოვნად აღემატება ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

ჩვენებები. კეტანოვის ტაბლეტები ნაჩვენებია არახანგრძლივი გამოყენებისათვის ზომიერი და ძლიერი ტკივილის კუპირების მიზნით:

ოპერაციის შემდგომი – ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგიური, ორთოპედიული, უროლოგიური, სტომატოლოგიური, ოტოლარინგოლოგიური ოპერაციები და სხვა ოპერაციული ჩარევები; კუნთების, ძვლებისა და რბილი ქსოვილების მწვავე ტრავმა, მათ შორის დაჭიმულობები, დაბეჟილობები, მოტეხილობები.

პრეპარატი ასევე ეფექტურია არახანგრძლივი ანალგეზიისათვის იმ მდგომარეობებში, როგორიცაა ნარკოტიკების მოხსნისას ტკივილის სინდრომი, კბილის ტკივილი (პერიკორონიტი, პულპიტი, კარიესი), თირკმლისა და ღვიძლის კოლიკები (კომბინაციაში სპაზმოლიზურებთან), მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოტიტი, იშიალგია, ფიბრომიალგია, ოსტეოართრიტები, ონკოლოგიური ტკივილი, რადიკულიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი.

უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მიმართ. ნაზალური პოლიპოზის სინდრომი; ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქული ასთმა, დეჰიდრატაცია და ჰიპოვოლემია, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევები, საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა. ორსულობა და ლაქტაცია. 16 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთილე გამოყენებისას.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან რჩევისათვის მიმართვა!

ხანდაზმულ პირებში პრეპარატის გამოყოფა შენელებულია, ამიტომ ამ შემთხვევებში საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა. ავადმყოფებში გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. ასევე საჭიროა მოხდეს სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების ექიმის მიერ გაკონტროლება, რომლებსაც უტარდებათ თერაპია კეტანოვით. კეტანოვით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება პოტენციურად საშიში საქმიანობის განხორციელება, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან რჩევისათვის მიმართვა!

სისხლის ცილებთან დიგოქსინის შეერთებას კეტოროლაკი არ ცვლის. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ სალიცილატების მაღალ დოზებს, კეტოროლაკი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. დიგოქსინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, აცეტამინოფენის, ფენიტოინის, ტოლბუტამიდის, პიროქსიკამის თერაპიული კონცენტრაციები არ მოქმედებდნენ კეტოროლაკის ცილებთან შეკავშირებაზე.

იგი შეუთავსებელია ლითიუმის პრეპარატებთან, პენტოქსიფილინთან, პრობენეციდთან, ანტიკოაგულანტებთან. პრეპარატი ამცირებს ფუროსემიდის დიურეზულ ეფექტს, აძლიერებს ნეფროტოქსიკურობას აგფ-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას.

გამოყენების წესი და დოზები. დოზებსა და მკურნალობის კურსს ადგენს ექიმი. მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ტაბლეტი (10 მგ), შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ავადმყოფებში სხეულის წონით 50 კგ-მდე, 65 წელზე უფროსი ასაკის ავადმყოფებში და ავადმყოფებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით რეკომენდებულია დღეში 60 მგ-მდე.

სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 120 მგ-ია.

ჭარბი დოზისას ვითარდება აბდომინალური ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ჰიპერვენტილაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, თირკმელების ფუქნციის დარღვევები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

მკურნალობა სიმპტომურია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია ჰემოდიალიზისა და პერიტონული დიალიზის ჩატარება.

გვერდითი ეფექტები. ღებინება, გულისრევა, დისპეფსია, აბდომინალური ტკივილი, ძილიანობა, ოფლიანობა, შეშუპებები, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დეპრესია, ეიფორია, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, გემოსა და მხედველობის შეცვლა, ბრონქოსპაზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, ნეფროზული სინდრომი, ალერგიული და ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი), დისპნოე, ოლიგურია, დიზურია, სტომატიტი, დიარეა. თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შფოთვა, სიმშრალე პირში, ძლიერი წყურვილი, ასთენიური სინდრომი, მიალგია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

ნებისმიერი სხვა გვერდითი რეაქციის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერში; 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.