კატეგორიები

  • მელბეკი 7.5მგ. 10 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მელბეკი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი ეფექტებით.



საერთაშორისო დასახელება:

 

MELOXICAM

მწარმოებელი: NOBEL ILAC SANAYII

მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება-ოქსიკამები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 ტაბ.

მელოქსიკამი........... 7.5 მგ

 

აქტიური ნივთიერება წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ოქსიკამების ჯგუფიდან. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მედიკამენტ მელოფლამის ყველა ეს ეფექტი განპირობებულია მოქმედების ერთიანი მექანიზმით - სავარაუდოდ პროსტალგანდინების ბიოსინთეზის დათრგუნის გზით, რომელიც ანთების მედიატორია.

ჩვენებები:

  • სახსრების ტკივილი ან მტკივნეული დესტრუქციული დაავადებები, რომელიც ზოგჯერ თანხლებულია ანთებით (ართროზი);
  • ქრონიკული ანთებითი პოლიართრიტი (რევმატოიდული ართრიტი);
  • ხერხემლის ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მაანკილოზირებელი სპონდილიტი).

მიღების წესი და დოზირება:

აუცილებელია მელბეკის ტაბლეტების მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაცია დოზირების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თუკი ექიმი არ ნიშნავს განსხვავებულ დოზირებას, მაშინ მელბეკი ჩვეულებრივ, ინიშნებაშემდეგი დოზით - 1 ტაბლეტი 7.5 მგ ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაშიშესაძლებელია დოზის გაზრდა 1 ტაბლეტამდე (15 მგ) დღეში. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის ან ადრე არსებული პათოლოგიების შესაბამისად. როგორც წესი, საჭიროა იმ მინიმალური დოზის მიღება, რომელიც იძლევა დამაკმაყოფილებელ თერაპიულ ეფექტს.

მელბეკის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ 15 წლის ასაკის ზემოთ.

მელბეკის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს,მელბეკსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა პაციენტში. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლენილ იქნა კლინიკური გამოცდისას.

ყველაზე ხშირია:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი მოშლა, გულძმარვა, საყლაპავის ლორწოვანის ანთება, კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ფარული ან მაკროსკოპული სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან.

სისხლის სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილება, სისხლის უჯრედოვანი ფორმულის ცვლილება (მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

კანი: ქავილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჭინჭრის ციება.

ცეტრალური ნერვული სისტემა: სუსტი ან ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ძილიანობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება, სისხლსავსეობა.

შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები.

ძალიან იშვიათად გვხვდება: ანგიონევროზული შეშუპება და დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი, მონელების დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ბულოზური ცვლილებები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი), ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ხასიათის ცვლილება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ასთმის შეტევები, კონიუქტივიტი, მხედველობის მოშლა (მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობისას ან ისეთი მოვლენების გამოჩენა, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ჩარევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

* პრეპარატის ან მისი შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა - შესაძლებელი ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პირებში;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზის გარეშე მყოფ პაციენტებში;

* 15 წლამდე ასაკის პაციენტებში;

* ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მელბეკი არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ:

* ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე;

* თუკი პაციენტს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის დაავადება ანამნეზში;

* თირკმლის დაავადებებისას;

* გულის შეგუბებითი უკმარისობისას;

* ღვიძლის დაავადებებისას;

* თანმდევი შარდმდენი თერაპიისას.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა ტექნიკურ მოწყობილობათა მართვაზე:მელოქსიკამის ეფექტების შემსწავლელი კვლევები ავტომანქანის და ტექნიკური მოწყობილობების მართვაზე არ ჩატარებულა. თუმცა თუ გვერდითი ეფექტების სახით განვითარდა მხედველობის მოშლა, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, მაშინ ტრანსპორტის და სხვადასხვა მექანიზმების მართვისგან თავი უნდა შეიკავოს პაციენტმა.

ჭარბი დოზირება:

მნიშვნელოვანია იმ დოზის მიღება, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ; თუკი მოხდა ჭარბი დოზის მიღება, აუცილებელია პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს. დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში ჩვეულ დროს, პაციენტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი და არა გაორმაგებული დოზა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანია პაციენტმა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, იღებს თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პრეპარატს, თუნდაც რეცეპტის გარეშე გასაცემს. ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატ მელოფლამთან. სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან მისმა კომბინირებამ (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიის და სისხლდენის წარმოქმნის რისკის გაზრდა.

- პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის, ჰეპარინის და თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენება მელოქსიკამთან იწვევს სისხლდენის რისკის გაზრდას. თუკი გარდაუვალია ამ საშუალებების კომბინაცია მელოფლამთან, აუცილებელია დაკვირვება ანტიკოაგულაციურ ეფექტზე.

- არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ლითიუმის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა.

- ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის არასასურველი ეფექტი სისხლმბად ორგანოებზე.

- კონტრაცეპტული საშუალებები: არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს.

- შარდმდენ საშუალებებთან ერთად მელბეკის გამოყენების დროს აუცილებელია სითხის საკმაო რაოდენობით მიღება და თირკმლის ფუნქციის გასინჯვა პრეპარატის მიღებამდე.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასევე თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. პროსტაგლანდინები კი ხასიათდებიან სისხლძარღვის გამაფართოებელი მოქმედებით. ამიტომ ისინი შეიძლება გახდნენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (აგფ ინჰიბიტორები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი) ეფექტურობის დამთრგუნველი.

- ქოლესტერინამინი ბოჭავს მელოქსიკამს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამიტომ აჩქარებს მელოქსიკამის გამოყოფას.

- ციკლოსპორინის და პრეპარატ მელბეკის ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. შესაძლებელია მელფოლამის ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

 

 

 

PSP გირჩევთ