კატეგორიები

  • ნიმედოლი 100მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ნიმედოლი ინიშნება : - ოსტეოართრიტის , დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ ; - სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს ( მათ შორის რევმატოიდული ართრიტი , მაანკილოზებელი სპონდილიტი , ბაქტერიული ართრიტი , ბურსი



შემადგენლობა
ნიმედოლის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ნიმესულიდის 100 მგ - ს .

 

არააქტიური ინგრედიენტები : ლაქტოზა , სიმინდის სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , პოვიდონი K30, ტალკი , მაგნიუმისსტარატი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანთებისსაწინააღმდეგო , არასტეროიდული საშუალებები . კოდი ATC: M 01 AX.


მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება , ციკლოოქსიგენაზა -2- ის ( ცოგ -2) სელექციური ინჰიბიტორი . პრეპარატს ახასიათებსანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება . აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ -2- ისინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით , რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს .გარდა ამისა , პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების ( კოლაგენაზა , სტრომელიზინი , ელასტაზა ) სინთეზს ,რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას .
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს ,შეწოვის ხარისხის შეუცვლელად . სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ - ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება .
პლაზმის ცილებს 99% უკავშირდება . ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე . T1/2შეადგენს 2-4.5 სთ - ს . მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით , ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად .
ჩვენება
ნიმედოლი ინიშნება :
-     ოსტეოართრიტის , დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ ;
-     სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს ( მათ შორის რევმატოიდული ართრიტი , მაანკილოზებელი სპონდილიტი , ბაქტერიულიართრიტი , ბურსიტი , ტენდინიტი );
-     კბილის ტკივილისა და დისმენორეის ( მკივნეული მენსტრუაცია ) დროს .
უკუჩვენება
-     ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა ;
-     აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას - სადმი მაღალი მგრძნობელობა ;
-     კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში ;
-     ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები ;
-     ორსულობა ;
-     ლაქტაცია ( ძუძუთი კვება ).
უსაფრთხოების ზომები
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ - ნაწლავის სისტემისდაავადებებით , ასევე , პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს ( თრომბოციტების აგრეგაციისშემაფერხებელ საშუალებებს ).
ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა , ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით , საჭიროანიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით .
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს , ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით , ნიმესულიდის დანიშვნასიფრთხილით უნდა მოხდეს .
პაციენტებში , რომელთაც ადრე ასას - ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ , ნიმესულიდით მკურნალობის ფონზემხედველობის დარღვევისას , საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება .
ნიმედოლი   სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში , განსაკუთრებით მაშინ , როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე .
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების , დიურეზული საშუალებების , ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ,ჰიპოგლიკემიური პრეპარატების , დიგოქსინის , ფენიტოინის , ლითიუმის პრეპარატების , სხვა ასას - ის , ციკლოსპორინის , მეტოტრექსატისერთდროული დანიშვნისას .
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია ( კუჭის ამორეცხვა , აქტივირებული ნახშირის მიღება ).
დოზირება და მიღების წესი
ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში .
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2- ჯერ დღეში , დილას და საღამოს . პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობისგათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა – 200 მგ 2- ჯერ დღეში .
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად , ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად .
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა - შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით .
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ ნიმედოლი კარგად გადაიტანება . თუმცა შესაძლებელია განვითარდეს :
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : დისკომფორტი ეპიგასტრიუმში , გულისრევა , დიარეა ;
ცნს - ის მხრივ : თაბვრუსხვევა , თავის ტკივილი , უძილობა ;
დერმატოლოგიური რეაქციები : გამონაყარი კანზე , ერითემა , ჭინჭრის ციება , ქავილი .
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება ( ოლიგურია ), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ანდიფუზური შეშუპებით .
გასათვალისწინებელია , რომ ნიმესულიდმა , სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად , შესაძლოა გამოიწვიოსსტივენს - ჯონსონის , ლაიელის სინდრომი , ასევე ანაფილაქსიური რეაქციები .
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი , ინახება 10-250C ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ , მშრალ , ბავშვებისათვისხელმიუწვდომელ ადგილზე !
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 100 მგ , 20 ტაბლეტი ბლისტერებში . მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში .
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II(გაცემის წესი რეცეპტით )

 

წარმოებულია კომპანია ”ჯიპისი”-სათვის,

საქართველო, თბილისი, სანაპიროს 6

ტელ:   95 28 02; 94 07 40

მწარმოებელი კომპანია:   ”სლავიაფარმი”, რუმინეთი.

 

PSP გირჩევთ