კატეგორიები

  • ნიმელიდი 100მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები ტკივილით და ტკივილის გარეშე მიმდინარე ანთებითი პროცესები, რომლებსაც შესაძლოა თან ერთვოდეს სიცხე და განსაკუთრებით ძვალკუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული პათოლოგიები.



შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნიმესულიდი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, დიოქტილ ნატრიუმ სულფოციანიტი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

შესავალი
ნიმესულიდი წარმოადგენს პრეპარატს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ნიმესულიდის კლინიკური ეფექტი ემყარება მის პოზიტიურ ზეგავლენას ანთების დროს თანდართული ცხელებით და ტკივილით.
მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას თან ახლავს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.

ჩვენებები
ტკივილით და ტკივილის გარეშე მიმდინარე ანთებითი პროცესები, რომლებსაც შესაძლოა თან ერთვოდეს სიცხე და განსაკუთრებით ძვალკუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული პათოლოგიები.

დოზირება და გამოყენება
გამოიყენება მხოლოდ მოზარდებში.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 50-100 მგ დღეში ორჯერ. სიმპტომების სიმწვავის და მკურნალობის შედეგის მიხედვით დოზა შეიძლება გავზარდოთ 200 მგ-მდე, დღეში ორჯერ.
რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება საკვების შემდეგ.
დადგენილია ნიმელიდის  კარგი ამტანობა დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის გამოყოფა 30-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევებში არ არის საჭირო დოზის შემცირება.
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი  ნაკლები 30 მლ/წთ-ზე) დროს, ნიმელიდი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით (შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის შემცირება), ხოლო მისი
ფუნქციის უკიდურესი დაზიანებისას ნიმელიდის გამოყენება დაუშვებელია.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა  ნიმელიდის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ნიმელიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც  დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე გააჩნიათ ზედა ან ქვედა გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლული ან ქრონიკული ანთება. ნიმელიდის უკუჩვენებას წარმოადგენს 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში მისი გამოყენება.

გვერდითი ეფექტები
რეკომენდირებული დოზით მიღების დროს, პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ მას. პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად იშვიათია, შექცევადი და ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. ნიმელიდის გამოყენებისას შემდეგი გვერდითი ეფექტები იქნა დაფიქსირებული:
კანი: კანის გაღიზიანება, გამონაყარი და/ან აქერცვლა, მრავალფეროვანი სისხლჩაქცევები, ანგიოდემა, იშვიათ შემთხვევებში სტივენს-ჯონსონის სინდრომი, გამოხატული სისხლჩაქცევა და ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი.
გასტროინტესტინალური: ფაღარათი, სტომატიტი, გაუვალობა, მუცლის ღრუს არეში ტკივილი, თავბრუსხვევა/ღებინება, ეპიგასტრალგია. იშვიათ შემთხვევებში გასტროინტესტინალური სისხლდენა, კუჭის წყლული.
ღვიძლი: ღვიძლის ენზიმების აქტივობის მომატება, იშვიათ შემთხვევებში ქოლესტატური ჰეპატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, დაბნეულობა, მოთენთილობა, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ოფთალმოლოგიური ჩივილები.
უროგენიტალური: ოლიგურია, შეშუპება, ჰემატურია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
ჰემატოლოგიური: იშვიათი შემთხვევები ჰემატოლოგიური ჩივილები
(თრომბოციტოპენია და Aაშ), პურპურა.
რესპირატორული: იშვიათი შემთხვევები ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ასთმა ან ჰაერის უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში რომლებსაც გააჩნიათ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.
სხვა შემთხვევები: შეშუპება, ანგიოედემა, ანაფილაქსიური რეაქციები.

სიფრთხილე
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია და/ან გამოუვლინდათ ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაძაბულობა, მუქად შეფერილი შარდი ან სიყვითლე, ნიმელიდით მკურნალობის დროს, უნდა იყვნენ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ და მკურნალობა უნდა შეუწყდეთ. ასეთ შემთხვევებში ნიმელიდის მიღება წყდება. აღნიშნულია ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ნიმელიდით მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეზე მოკლე ხანში.
ნიმელიდი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით პაციენტებში სისხლმდენი წყლულით, გასტროინტესტინალური დაავადებებით, ენდოკრინული ჰემორაგიით, ჰემორაგიისადმი მიდრეკილებით, და  ანტიკოაგულანტების მიღების შემთხვევაში.
პაციენტები პრეპარატის სუსტი გასტროინტესტინალური ამტანობით, მისი მიღების დროს უნდა იმყოფებოდნენ ზუსტი სამედიცინო კონტროლის პირობებში.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, ოფთალმოლოგიური შემოწმებები შეიძლება გახდეს საჭირო, თუ მხედველობის პრობლემები, როგორიც არის მხედველობის დაბინდვა თავს იჩენს მკურნალობის პროცესში.
ნიმელიდი შემცირებული დოზით უნდა დაინიშნოს:
▪    თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში;
▪    ხანდაზმულებში;
▪    პაციენტებში გულის დაქვეითებული ფუნქციით;
▪    პაციენტებში ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციით;
▪    ჰიპერტენზიულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენებს;
▪    სისტემური წითელი მგლურათი დაავადებულ პაციენტებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, ნიმელიდი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს და არსებობს  მის მიერ სხვა პრეპარატების ეფექტის შემცირების ან გაზრდის რისკი.
ამასთანავე, არ არის დადგენილი მისი გამოხატული ურთიერთქმედება შარდმდენებთან.
ასპირინით და ტოლბუტამიდით კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს პრეპარატის დონეზე სისხლში და მის თერაპიულ ეფექტზე.
ასპირინი აორმაგებს ან ასამმაგებს პლაზმაში ნიმელიდის დონეს.
იმის გამო, რომ ნიმელიდის და ასპირინის კომბინაცია კლინიკურად შესწავლილი არ არის, უმჯობესია მასზე უარის თქმა.
სიფრთხილეა საჭირო ნიმელიდთან ერთად კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების, აგრეთვე სულფონილურეას, ჰიდანტოინების და სულფონამიდების ხანგრძლივი გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
იმის მიუხედავად, რომ ცხოველებზე გამოკვლევისას არ გამოვლინდა ჩანასახის მიმართ ტოქსიურობა, მაინც რეკომენდირებულია ორსულობის დროს არ გამოვიყენოთ ნიმელიდი.
არ არსებობს მონაცემები ნიმელიდის დედის რძეში გადასვლის შესახებ, რის გამოც, ლაქტაციის დროს, იგი არ არის რეკომენდირებული.

გავლენა მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის სათანადო გამოყენებაზე
იგი ამ მხრივ უსაფრთხოა და არ ახდენს გავლენას მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის გამოყენებაზე


დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინალური დარღვევები, გულისრევა, ღებინება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის დაცლა ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით, შემდგომში გააქტივებული ნახშირის მიცემით. ასევე უნდა გაკონტროლდეს და შენარჩუნებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციები.
შენახვა: ინახება 250ჩ-მდე ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
ნიმელიდი წარმოადგენს თეთრ ან მკრთალ ყვითელ მრგვალ ტაბლეტებს, რომლებიც მოთავსებულია 10 ტაბლეტიან ბლისტერში.
თითოეული კოლოფი შეიცავს 10 ტაბლეტიან 3 ბლისტერს.

PSP გირჩევთ