კატეგორიები

  • ჰოტემინი 20მგ 20კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჰოტემინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია . ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ,ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული თვისებები .



პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - პიროქსიკამის 20 მგ - ს .

მოქმედების მექანიზმი

ჰოტემინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია . ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ,ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული თვისებები . მისი მოქმედება დამყარებულია ფერმენტციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებაზე , რის შედეგადაც ითრგუნება პროსტაგლანდინების სინთეზი .

პიროქსიკამი ამცირებს ან მთლიანად აყუჩებს საშუალო ინტენსივობის ტკივილს , სახსროვანი სინდრომისდროს ამცირებს დილის შებოჭილობას , ხელს უწყობს მოძრაობათა სიფართის გაზრდას .

ჩვენება

-   რევმატოიდული ართრიტი ;

-   ოსტეოართრიტი ;

-   მაანკილოზირებელი სპონდილიტი ;

-   ნიკრისის ქარი ( პოდაგრა ) გამწვავების ფაზაში ;  

-   ხერხემლის ტკივილი ;

-   ნევრალგიები ;

-   მიალგიები ;

-   საყრდენ - მამოძრავებელი აპარატისა და რბილი ქსოვილების ტრავმული ანთებითი პროცესები ;

-   ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ - ანთებითი დაავადებები .

უკუჩვენება

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ( გამწვავების ფაზაში ), ღვიძლისა დათირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები , ორსულობა , ლაქტაცია , პრეპარატისადმი მაღალიმგრძნობელობა .

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში , რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ - ნაწლავისტრაქტიდან სისხლდენები და ეროზიულ - წყლულოვანი დაავადებანი , დისპეპსიური დარღვევები ,გულის ქრონიკული უკმარისობა , ბრონქული ასთმა , სისხლის შემდედებელი ფუნქციის დარღვევა . ასევე- ხანდაზმულობის ასაკში და განსაკუთრებით გულ - სისხლძარღვთა სისტემის , ღვიძლისა დათირკმლების ფუნქციის დარღვევისას . პიროქსიკამით მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლისფუნქციონალური მდგომარეობისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი .

არ არის რეკომენდებული პიროქსიკამისა და აცეტილსალიცილის M მჟავის ან სხვა არასტეროიდულიანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება . სიფრთხილეა საჭირო არაპირდაპირანტიკოაგულანტებთან კომბინაციის დროსაც , რადგან მოსალოდნელია სისხლის შედედებისსაწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება .

დოზირება და მიღების წესი

რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზირებელი სპონდილიტის დროს , საწყისი დოზა შეადგენს 20მგ - ს დღეში ერთხელ . შემანარჩუნებელი დოზაა - ასევე 20 მგ დღეში , თუმცა საჭიროებისას შეიძლებამისი შემცირება 10 მგ - მდე ან გაზრდა 30 მგ - მდე დღეში , განაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე .

ნიკრისის ქარის გამწვავებისას საწყისი დოზაა 40 მგ დღეში ერთხელ , შემდეგი 4-6 დღე - 40 მგგანაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე .

საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის სხვა ეტიოლოგიის მწვავე დაავადებებისას პირველი 4-6 დღისგანმავლობაში ინიშნება 40 მგ დღიური დოზა , განაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე . შემდეგი 7-14 დღე - 20 მგ დღეში .

გვერდითი მოვლენები

გულისრევა , ღებინება , ანორექსია , მუცლის შებერვა , იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა , თავისტკივილი , დეპრესია , ძილიანობა , უძილობა , კანზე გამონაყარი , ქა - ვილი , სტივენს - ჯონსონისა დალაილას სინდრომი , იშვიათად - თირკმლების ფუნქციის დარღვევა , სტომატიტი , პერიფერიულისისხლის სურათის ცვლილებები .

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი , ინახება 10-25 0 C ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ,მშრალ , ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე !

გამოშვების ფორმა

კაფსულა 20 მგ , შეფუთვაში 20 კაფსულა .