კატეგორიები

  • ამეტაზონი მალამო 30გ

  • ფასი: 18.72 ლ
  • ამეტაზონის მალამო ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.



შემადგენლობა:
მალამოს 1 გ შეიცავს 1 მგ მომეტაზონის ფუროატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
მომეტაზონის ფუროატი წარმოადგენს კორტიკოსტეროიდს, რომელსაც ანთების
საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქტული და ფსორიაზის
საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კორტიკოსტეროიდები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ გამოყოფილი
სტეროიდული ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგებია. ფარმაკოლოგიური
დოზებით, ისინი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული
ეფექტების გამო. მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და
ვაზოკონსტრიქტორული თვისებების გამო, ადგილობრივად გამოყენებული
კორტიკოსტეროიდები ეფეტურია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე
დერმატოზების დროს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანიდან შეწოვის მასშტაბები მრავალი
ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორისაა შემავსებელი საშუალება და ეპიდერმული
ბარიერის მთლიანობა.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია როგორც
დაუზიანებელი, ისე დაზიანებული კანიდან. კანიდან შეწოვის თანაფარდობა
პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების, ეპიდერმისის მთლიანობის და ნახვევის
არსებობის მიხედვით იცვლება.
0,1%-იანი კრემის ფორმით წარმოდგენილი მომეტაზონის ფუროატის ადგილობრივი
გამოყენების შემდეგ, სისტემური აბსორბცია მინიმალურია. ადამიანებში
გამოყენებული დოზის 0,7% შეიწოვება.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის შეწოვის შემდეგ, იგი იმავე ფარმაკოკინეტიკურ
პროცესებს ექვემდებარება, რასაც სისტემური კორტიკოსტეროიდები, და პლაზმის
ცილებს სხვადასხვა თანაფარდობით უკავშირდება. მომეტაზონის ფუროატის
მეტაბოლიზმი, ძირითადად, ღვიძლში მიმდინარეობს, ხოლო გამოყოფა თირკმელების
საშუალებით ხდება.
დაავადებულ კანზე წასმული მომეტაზონის ფუროატის ეფექტები გამოკვლეულია და
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის ნანახი.
ჩვენებები:
ამეტაზონის მალამო ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე
დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური
დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები:
ამეტაზონის საცხი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
2
თუ ამეტაზონის გამოყენებისას გაღიზიანება და სენსიტიზაცია განვითარდა,
მკურნალობა უნდა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.
ინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სათანადო სოკოს
საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიული საშუალებები. თუ სასიკეთო პასუხი მაშინვე არ
გამოვლინდა, კორტიკოსტეროიდი უნდა მოიხსნას, სანამ ინფექცია ადეკვატურად
კონტროლირებადი არ გახდება.
ხშირია ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი
უწყვეტი გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ ფართობებზე, მოხრის ადგილებში
და პოლითენის ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემურმა აბსორბციამ შესაძლებელია
ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა (HPA) ღერძის შექცევადი დათრგუნვა
გამოიწვიოს, მკურნალობის შემდეგ გლუკოკორტიკოსტეროიდების უკმარისობის
შესაძლებლობით. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის
გამო, ზოგიერთ პაციენტში, აგრეთვე, შეიძლება კუშინგის სინდრომის გამოვლინებები,
ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია განვითარდეს მკურნალობის პერიოდში.
საერთოდ, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ღერძის ფუნქციის აღდგენა,
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, სწრაფად ხდება. იშვიათად,
გლუკოკორტიკოიდების უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამო, შეიძლება
დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდები გახდეს საჭირო.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
1. პრეპარატი ექიმის მითითებებისამებრ უნდა გამოიყენოთ. იგი განკუთვნილია
მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
2. პრეპარატი მხოლოდ იმ დაავადებისთვის გამოიყენეთ, რომლისთვისაც
დაგენიშნათ.
3. კანის დამუშავებული უბანი არ შეიხვიოთ და სხვაგვარად არ დაფაროთ
ოკლუზიური სახვევით, თუ ამას ექიმი არ გეტყვით.
4. პედიატრიული პაციენტების მშობლებს უნდა ერჩიოთ, ამეტაზონის საცხი
საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ არ გამოიყენონ. ამეტაზონის
საცხის წასმა საფენის უბნებში არ შეიძლება, ვინაიდან საფენები ან
პლასტიკური მასალის ტრუსები ოკლუზიურ სახვევს წარმოადგენს.
5. სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, თერაპია უნდა შეწყდეს, როდესაც
კონტროლი მიიღწევა. თუ 2 კვირაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ
ექიმს.
6. ამეტაზონის საცხთან ერთად კორტიკოსტეროიდების შემცველი სხვა
პროდუქტების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დარღვევა
მომეტაზონის ფუროატის გამოყენებით გენეტიკურ ტოქსიკურობაზე ჩატარებულმა
კვლევებმა (ეიმსის ტესტი, თაგვის ლიმფომის ცდა და მიკრობირთვული ტესტი),
მუტაგენური პოტენციალი არ აჩვენა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის კატეგორია: ჩ. ორსულობისას გამოყენება დაუშვებელია სამედიცინო
საჭიროების გარეშე.
ორსულებში ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული
ეფექტების შესახებ ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები არ
არსებობს. ამიტომ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულობის
3
პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პოტენციური სარგებელი
ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს ამართლებს.
მონაცემები იმის თაობაზე, რომ კორტიკოსტეროიდების აბსორბცია ისეთი
რაოდენობით ხდება, რომ დედის რძეში მოხვდეს, არ არსებობს. სისტემური გზით
მიღებული კორტიკოსტეროიდების გარკვეული რაოდენობა დედის რძეში აღწევს, რაც
საზიანოა. ამიტომ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება ან ლაქტაცია, დედისთვის
პრეპარატის სარგებლობის გათვალისწინებით.
უცნობია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური
შეწოვა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ დედის რძეში განსაზღვრადი რაოდენობა
აღმოჩნდეს. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ დედებში
ამეტაზონის საცხის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
გამოყენება პედიატრიაში
კანის ზედაპირის ფართობის სხეულის მასასთან მაღალი თანაფარდობის გამო,
ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ვიდრე მოზრდილები.
ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება მკურნალობის ეფექტური
შედეგების მომცემი მინიმალური დოზებით უნდა მოხდეს.
გამოყენება გერიატრიაში
კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხრივ,
სხვაობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იყო. თუმცა, არ
შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი ხანდაზმული პირის უფრო მაღალი
მგრძნობელობა.
გვერდითი ეფექტები/არასასურველი რეაქციები:
ადგილობრივი არასასურველი ეფეტები, რომლებიც იშვიათად, სხვა ადგილობრივი
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას არის დაფიქსირებული, შემდეგია: პარესთეზია,
ქავილი და კანის ატროფია. გარდა ამისა, ადგილობრივი არასასურველი ეფექტები,
დაფიქსირებული პაციენტთა <1%-ში შემდეგია: აბსცესი, წვა, დაავადების გამწვავება,
სიმშრალე, ერითემა, ფურუნკულოზი და მუწუკები.
სხვა ადგილობრივი არასასურველი რეაქციები, რომლებიც იშვიათად ფიქსირდებოდა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული მკურნალობისას, შემდეგია: გაღიზიანება,
ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური პიგმენტაცია, ალერგიული
კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, სტრიები და ნაოფლი.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ექიმს
მიმართეთ.
წამლებთან ურთიერთქმედება:
წამლებთან ურთიერთქმედებები არ არის დაფიქსირებული.
დოზები და გამოყენება:
კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის საცხის თხელი აპკი, დღეში
ერთხელ.
ამეტაზონის საცხთან არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური ნახვევები, თუ ამას ექიმი არ
გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან
პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ ნახვევებს
წარმოადგენენ.
4
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების რეაქციები არ არის დაფიქსირებული.
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი ამეტაზონის საცხი შეიძლება საკმაო
რაოდენობით შეიწოვოს და სისტემური ეფექტები გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში,
მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25°ჩ-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა:
ამეტაზონის მალამო გამოდის 30 გ-იანი ტუბის სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი :
რეგისტრაციის მფლობელი : BILIM PHARMACEUTICALS
Bilim Plaza, Kaptanpasa Mah.
Zincirlikuyu Cad. No: 184, 34440
Beyoglu-Istanbul Turkey
www.bilimpharma.com
mwarmoebeli : BILIM PHARMACEUTICALS
Gebze Organize Sanayi Bolgesi
1900 Sokak, No: 190441480
Gebze-Kocaeli/Turkey

PSP გირჩევთ