კატეგორიები

  • ბეპანთენი 5% 30გრ. კრემი

  • ფასი: 15.55 ლ
  • გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევანის, იდაყვის, მუხლების და ასე შემდეგ.) პროფილაქტიკის მიზნით გამომშრალი, გაწითლ



სავაჭრო დასახელება: ბაპანთენი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
 – დექსპანთენოლი


სამკურნალო ფორმა:
 კრემი


შემადგენლობა:
 
ერთი გრამი კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი – 50 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: DL – პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი K, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი, იზოპროპილ მირისტატი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.  
აღწერილობა – რბილი, ელასტიური,  ჰომოგენური, მქრთალი კრემი, თეთრიდან მკრთალ ყვითელ ფერამდე სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორი;
ათქ კოდი – D03AX03

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსპანტენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დაზიანებული კანის საფარველის ფორმირებაში, ასევე შეხორცებაში. ბეპანთენის კრემი სწრაფად შეიწოვება.

გამოყენების ჩვენება:
 მსუბუქი დაბეჟილობების, მზის დამწვრობების, ნაწოლების, გაწითლების, გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. კანის საფარველის სიმშრალისა და ნახეთქების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის მეძუძური ქალის სარძევე ჯირკვლები). გარემო ფაქტორებით დაზიანებული კანის საფარველის ყოველდღიური მოვლა (მაგალითად ხელების, იდაყვის მოხრის ადგილების).


უკუჩვენება:
 ბეპანთენის კრემის გამოყენება არ შეიძლება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.


მიღების წესი და დოზირება:
 გარეგანი. ბეპანთენის კრემის თხელ ფენას ისვამენ დღეში 1-2 ჯერ წინასწარ გასუფთავებულ, მშრალ კანზე და მსუბუქად შეიზელენ.


გვერდითი მოვლენები: 
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი)


გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:
 ბეპანთენის გამოყენება შეიძლება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.


ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებტან:
 სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ცნობილი არ არის.


გამოშვების ფორმა:
  5%-ანი კრემი ალუმინის  ტუბებში 3,5 - 30გ. და 100 გ. გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.


შენახვის პირობები:
 ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


შენახვის ვადა:
 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე გამოსახული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ

PSP გირჩევთ