კატეგორიები

  • ბეპანთენი 5% 30გრ. მალამო

  • ფასი: 13.48 ლ
  • შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისასლ კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნო



აღწერილობა

ჰომოგენური, თეთრი, მოყვითალო ელფერის მალამო, ლანოლინის სპეციფიკური სუნით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

იარებისა და წყლულების სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03

შემადგენლობა

1გ მალამო შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ.

დამხმარე ნივთიერება: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თეთრი რბილი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), პროტეგინ X, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსპანთენოლი თავის მხრივ წარმოადგენს პანტოთენის მჟავის სპირტოვან ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, რასაც ვიტამინ B5-ს.

პანთოტენის მჟავა და მისი მარილები თავის მხრივ წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადეგნლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლურ პროცესებში. ამ გზით, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება პანტოთენის მჟავის მიმართ, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. ორგანიზმიდან დიდი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდითა და განავლით.

გამოყენების ჩვენებები

შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისასლ კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.

მშრალი და ნახეთქებიანი კანის მოვლა

ჩვილ ბავშვებიგამოყელვის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

სარძევე ჯირკვლების რეგულარული მოვლა ძუძუთი კვების დროს, კერტების მტკივნეულობის და ნახეთქების მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანეთ მალამო დღეში ერთხელ ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო მეტჯერ.

მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: დაიტანება კერტებზე ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ.

ჩვილი ბავშვის მოვლა: დაიტანება საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და მიმდინარეობაზე.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. თითოეული მათგანის შემთხვევის ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.

იმუნური სისტემის მხრიდან, კანისა და კანქვეშა ქსოვილის: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმარირი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.

უსაფრთხოების ზომები

ცვილს, სტეარილის სპირტს და ცეტილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

საჭიროა მალამოს თვალში მოხვედრას თავიდან აცილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატებთან უერთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა ურთიერთქმედებები:

გენიტალური და ანალური მიდამოს ჭრილობების მკურნალობის შემთხვევაში, დამხმარე ნივთიერებების გამო, რომელიც შედის მალამოში, ქვეითდება პრეზერვატივების სიმტკიცე და ირღვევა მისი მთლიანობა, რითაც მცირდება მათი უსაფრთხოება.

ორსულობა და ლაქტაცია

მალამოს გამოყენების არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

PSP გირჩევთ