კატეგორიები

  • გოგირდის 25გ მალამო

  • ფასი: 1.84 ლ
  • მოკლე აღწერა მოცემულ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ _ სებორეა , სიკოზი , ფსორიაზი , მიკოზი და სხვა ; წარმოადგენს მუნის შედარებით მარტივ და ეფექტურ სამკურნალო საშუალებას . გამოიყენება პედიკულოზის სამკურნალოდ .



სავაჭრო დასახელება : გოგირდის მალამო .

 

სამკურნალო ფორმა : მალამო .

აღწერილობა : მოყვითალო შეფერილობის მალამო .

 

შემადგენლობა : 100 გ მალამო შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება _ კოლოიდური გოგირდი _ 33,3 გ ;

დამხმარე ნივთიერება _ სამედიცინო ვაზელინი _ 40 გ , გაწმენდილი წყალი _ 20 გ , ემულგატორი T _2 _ 6,7 გ .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკრობებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება . სამკურნალოსაშუალება შეიცავს გოგირდს . გოგირდი .

ათქ კოდი : D10AB02

 

გამოყენების ჩვენება

მოცემულ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ _ სებორეა , სიკოზი ,ფსორიაზი , მიკოზი და სხვა ; წარმოადგენს მუნის შედარებით მარტივ და ეფექტურ სამკურნალოსაშუალებას . გამოიყენება პედიკულოზის სამკურნალოდ .

 

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანი . სამკურნალო საშუალება დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად , 2_3 ჯერდღეში , 5 დღის განმავლობაში . მუნის მკურნალობის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენების სქემასდა პირადი ჰიგიენის დაცვის წესების მოთხოვნილებას ადგენს ექიმი .

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ურთიერთქმედების დროს მჟავებთან და კალიუმის ქლორატთან წარმოქმნის თვითაალებად ნარევს .

 

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი . სამკურნალო საშუალება გამოიყენება ექიმის დანიშნულებით .

 

ბავშვებში 3- დან 5 წლამდე , სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .

 

გამოშვების ფორმა

შეფუთვა #1, 25 გ - იანი ტუბები .

 

შენახვის პირობა

ინახება არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

შენახვის ვადა

2 წელი . არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ ).

 

PSP გირჩევთ