კატეგორიები

  • ლუგოლის ხსნ.გლიცერინით 25მლ

  • ფასი: 1.46 ლ
  • ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი . ანტისეპტიკი



ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი . ანტისეპტიკი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდი აჰალოგენირებს და ჟანგავს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის   მნიშვნელოვანსტუქტურებს , შესაბამისად მას გააჩნია ბაქტერიციდული , სპოროციდული , პროტოზოოციდული დავირუსოციდული მოქმედება . იგი სწრაფად მოქმედებს . იოდი რეაგირებს არაუჯრედულ ორგანულნაერთებთან , მაგალითად , როგორიც არის მკვდარი მიკროორგანიზმები და ცილები , თუმცა ასეთირეაქციების შედეგად წარმოიქმნება კომპლექსები და იოდის ბაქტერიციდული მოქმედება ხდება სუსტი და( ან ) უმნიშვნელო .

კალიუმის იოდიდი აუმჯობესებს იოდის იონების განზავებას წყალში . გარდა ამისა , იოდიდის იონებიგამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ , აფერხებს რადიოაქტიული იოდის დაგროვებას ფარისებრჯირკვალში , ენდემური ჩიყვის მკურნალობისთვის და სასუნთქ გზებში არსებული სეკრეტისგასათხელებლად .

გლიცერინი ხელს უშლის სითხის შეკავებას სასუნთქ გზებში , შესაბამისად ეს აქვეითებს ქსოვილებისშეშუპებას , ხოლო კანის ზედაპირზე და ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას .

 

ჩვენება:

ლორწოვანი გარსის ( პირის ღრუს , ხახის და ხორხის ) ინფექციურ - ანთებითი დაავადებები .

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ .

 

გვერდითი მოვლენები :

ლორწოვანი გარსის სავარაუდო გაღიზიანება . ძალიან იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები (სურდო , ანგიონევროზული შეშუპება , ჩვეულებრივი ფერისმჭამელები , სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება). თუ მედიკამენტი მიიღება დიდი ხნის განმავლობაში , ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ფარისებრიჯირკვლის და ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა .

 

განსაკუთრებული სიფრთხილით :

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იოდის შემცველიპრეპარატები . დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში . თუ ასე მოხდა , ასეთ შემთხვევაშითვალები უნდა ჩამოიბანოს წყლის დიდი რაოდენობით .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

სამკურნალო პრეპარატი მიეკუთვნება ` დ ~ კატეგორიას ( პრეპარატი სახიფათოა ნაყოფისთვის , თუ იგიმიიღება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ). იოდი გადადის დედის რძეში , რის გამოც შესაძლებელიადაითრგუნოს ახალშობილის და ჩვილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

იოდის ინაქტივაცია ხდება ნატრიუმის თიოსულფატით . პრეპარატში შემავალი იოდი ჟანგავს მეტალებს ,ამის გამო იგი აფუჭებს ლითონის ინსტრუმენტებს .

ლუგოლის შიგნით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია დაითრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისდამთრგუნველი პრეპარატების მოქმედება , აგრეთვე შესაძლებელია შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლისფუნქციური მაჩვენებლები .

ლუგოლის ხსნარმა შესაძლებელია გააძლიეროს ზოგიერთი პრეპარატის გამაღიზიანებელი მოქმედება ,მაგალითად აცეტილსალიცილის მოქმედება კუჭის ლორწოვან გარსზე .

 

დოზის გადაჭარბება :

ლუგოლის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანებისნიშნები . თუ გამიზნულად ან შემთხვევით მოხდა ლუგოლის სპრეის დოზის გადაჭარბება , ასეთშემთხვევაში მის ანტიდოტს წარმოადგენს ნატრიუმის თიოსულფატი ან სხვა სუსტი ტუტე ხსნარები .

 

შენახვის პირობები :

ინახება ოთახის ტემპერატურაზე , ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელადგილას .

 

გამოშვების ფორმა :

50 მლ პრეპარატი მუქი მინის ფლაკონში , რომელიც დახურულია დოზატორიანი სახურავით .

 

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

PSP გირჩევთ