კატეგორიები

  • გუტალაქსი 7.5მგ/მლ. 30მლ. წვეთები

  • ფასი: 12.61 ლ
  • ატონიური ყაბზობა. დეფეკაციის რეგულირება (ბუასილი, პროქტიტი, ნაპრალები ანუსზე). ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება.



 

Guttalax®

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ნატრიუმის პიკოსულფატი

ქიმიური დასახელება:

4,4’_ (2_პირიდინილმეთილენი)_ბისდიფენოლი ბის (ჰიდროგენსულფატი) (ეთერი) დინატრიუმის მარილი.

შემადგენლობა:

1 მლ (=15წვეთი) შეიცავს 7,5მგ აქტიურ ნივთიერებას, ნატრიუმის პიკოსულფატს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაოქსიბენზოატი, 70%-იანი სორბიტოლის ხსნარი, ქლორწყალბადმჟავა, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის, ოდნავ ბლანტი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

საფაღარათო საშუალება. აუმჯობესებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.

პრეპარატის აქტიური ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის გზით და იმყოფება ნაწლავური მიკროორგანიზმების ზემოქმედების ქვეშ, უშუალოდ აღიზიანებს ნაწლავების კედლების ნერვულ დაბოლოებებს, რის შედეგადაც ჩქარდება ნაწლავების შიგთავსის გადაადგილება. მოქმედება იწყება პრეპარატის მიღებიდან 10_12 საათის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ არ შეიწოვება კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან და არ ექვემდებარება ღვიძლ-ნაწლავურ ცირკულაციას.

ჩვენებები:

ატონიური ყაბზობა. დეფეკაციის რეგულირება (ბუასილი, პროქტიტი, ნაპრალები ანუსზე).

ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის პიკოსულფატის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ, ნაწლავური გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მოცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, გაურკვეველი გენეზის აბდომინალური ტკივილები, მძიმე დეჰიდრატაცია, სისხლდენა კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური შეკრულობა, ბავშვთა ასაკი 4 წლამდე, ორსულობა (I ტრიმესტრი).

სიფრთხილე

გამოიყენეთ სიფრთხილით ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება:

(1 მლ=15 წვეთს=7.5 მგ)

ბავშვები 10 წლის ასაკის ზევით და მოზრდილები: 10_20 წვეთი (5_10მგ);

4_10 წლის ბავშვებში _ 5-10 წვეთი (2.5_5 მგ)

გვერდითი ეფექტები:

დიარეა, აბდომინური ტკივილი, გაუწყლოება, წყალ_ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, სისუსტე, კრუნჩხვები, არტერიული წნევის დაქვეითება. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შეთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: იხილე ,,გვერდითი ეფექტები”.

გარდა ამისა, ქრონიკული ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი, შარდკენჭოვანი დაავადებები, თირკმლის მილაკების დაზიანება. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შეთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

გლუკოკორტიკოსტეროიდები და დიურეზულები ზრდიან ელექტროლიტური დარღვევების რისკს.

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ამცირებენ პრეპარატის ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ბავშბებში გუტალაქსი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა:

წვეთები შინაგანი მიღებისათვის.

წვეთები 7,5მგ/1მლ, 15 ან 30მლ-იან ფლაკონებში. ფლაკონი დაცულია საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი სახურავით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია გაყინვა.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი. არ გამოიყენება შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

,,ბერინგერ ინგელხაიმ იტალია CA”, იტალია.

Loc. Prulli, 103/C

50066 Regello, Firenze
იტალია

ტელეფონი :0039/055-8650-1

PSP გირჩევთ