კატეგორიები

  • ორნიქსილი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 56.40 ლ
  • მიღება რეკომენდებულია: - პრეპარატს იღებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადების კომპლექსური მკურნალობისას. მათ შორის: -ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის. პაციენტების მკურნალობა ქვემწვავე, პერსისტიული და ვირუსული ჰეპატიტის ქრონიკული ფო



თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ორნიტინი.........................200მგ
სილიმარინი.....................140მგ
არტიშოკი..........................200მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღვიძლის დამცველი, დეზინტოქსიკანტი, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღველმდენი, შარდმდენი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორნიტინი - აქვს დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ღვიძლის დამცველობითი, ჰიპოამონიემიური მოქმედება. შარდოვანას სინთეზში იყენებს ამონიუმის ჯგუფებს. ამცირებს ამიაკის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მონაწილეობს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი გარემოს ბალანსირებაში და ინსულინისა და ჰიპოფიზის ჰორმონის გამომუშავებაში. მიღებისას ორნიტინ-ასპარტატი დისოცირდება შემადგენელ ელემენტებად (ორნიტინად და ასპარტატად), რომლებიც წვრილი ნაწლავის მიერ შეიწოვება აქტიური ტრანსპორტის გზით ნაწლავის ეპითელის გავლით. გამოიყოფა შარდთან ერთად.
სილიმარინი - ფლავონოიდური ნაერთების კომპლექსის შემცველი საშუალება, რომელიც მიიღება მცენარე ბაყაყურადან. სილიმარინი ხასიათდება აღმდგენი, დეზინტოქსიკაციური, ღვიძლის დამცველობითი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან რნმ-პოლიმერაზას სტიმულაციის ხარჯზე გაააქტიუროს სიცოცხლისთვის აუცილებელი ცილებისა და ფოსპოლიპიდების სინთეზი ჰეპატოციტებში. სილიმარინს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი, მონაწილეობს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენისა და პეროქსიდებისგან უჯრედების დაცვაში. წამლის ანტიტოქსიკური ეფექტი განპირობებულია ფლავონოიდების მოლეკულებში ფენოლური სტრუქტურების არსებობით, რომლებიც მონაწილეობენ თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. პრეპარატი ამცირებს მალონალდეჰიდის ფორმირების ინტენსიობას და არეგულირებს ჟანგბადის შთანთქმას უჯრედების მიერ. პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ აქტიობას გლუტატიონის კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას პრეპარატი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას. სილიმარინს აქვს , მემბარნის მასტაბილიზირებელი ძლიერი ეფექტი, უჯრედის მემბრანასთან ბიოქიმიური ურთიერთქმედების ხარჯზე ხელს უშლის უჯრედის შემადგენელი ნივთიერებების კარგვას და აუმჯობესებს ცვლის პროცესებს.
არტიშოკი - აქვს ნაღველმდენი, ღვიძლის დამცველი და შარდმდენი ფუნქცია. ასევე ამცირებს შარდოვანას კონცენტრაციას სისხლის შრატში. პრეპარატი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოენზიმის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს ქოლესტერინისა და ლიპიდების ცვლას და კეტონური სხეულების  მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკოთერაპიისას მოქმედებს თირკმელებისა და ღვიძლის პარენქიმაზე, როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება. ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები(B1,B2), რომლებიც შედიან არტიშოკის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჩამონათვალში არეგულირებენ ცვლის პროცესებს ორგანიზმში. პრეპარატი წმენდს ორგანიზმს  ტოქსინებისგან, მათ შორის აზოტოვანი ნაერთების, მძიმე მეტალების მარილებისა და ალკალოიდებისგან.
მიღება რეკომენდებულია:
- პრეპარატს იღებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადების კომპლექსური მკურნალობისას.
მათ შორის:

-ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის.  პაციენტების მკურნალობა ქვემწვავე, პერსისტიული და ვირუსული ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით.
- ვირუსული ჰეპატიტის მწვავე ფორმის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში.
- ღვიძლის დაზიანება, რომელიც ცხიმოვანი ცვლის დაზიანებითაა გამოწვეული, მათ შორის, სტეაროზი(ცხიმოვანი ჰეპატიტი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
- ღვიძლის  სხვადასხვა ეტიოლოგიის ციროზი.
- პრეპარატი ასევე გამოიყენება სინთეზურ მკურნალობაში პაციენტებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ლიპიდო-ქოლესტერული ცვლა.
- ღვიძლის ენცეფალოპათია.
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ვარიანტი.
- ორსულთა ტოქსიკოზის დროს.
პრეპარატი გამოიყენება კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით ღვიძლის სხვადასხვა ტოქსიკური დაზიანებისას, მათ შორის:
- ღვიძლის დაზიანება წამლისგან, იმ წამლების მიღების პერიოდში, რომლებიც ხასიათდება ჰეპატოტოკსიკური მოქმედებით.
- ჰალოგენური ნახშირწყლებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლა.
- ორგანული წარმოშობის გამხსნელებით მოწამვლა.
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, მით უმეტეს, პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი;  ეთილის სპირტით მწვავე მოწამვლისას.
მიღების წესები და დოზები:
მიიღება შიგნით. ჭამის შემდეგ, თითო ტაბლეტი 1-3ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად კანისმიერი რეაქცია, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.
უარყოფითი ჩვენება:
თირკმლის მწვავე უკმარისობა(როდესაც კრეატინის დონე პლაზმაში აღემატება 3მგ/100მლ),  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვებისას:
ორსულობისას პრეპარატის მიღება დასაშვებია. მკურნალობისას საჭიროა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
დოზის გადაჭარბება:
გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.

PSP გირჩევთ