კატეგორიები

ხოლოსასი 120მლ ფლ
  • ხოლოსასი 120მლ ფლ

  • ფასი: 6.94 ლ
  • ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები.



მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ბლანტი, მუქი-ყავისფერი ფერის სიროფის მსგავსი სითხე მომჟავო-მოტკბო გემოთი და სპეციფიკური სუნით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი. ასკილის ნაყოფების ექსტრაქტი.

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბილიური პათოლოგიების სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქოლოსასი აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია: ასკორბინის მჟავათი, ვიტამინ P-თი, კაროტინებითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებსაც შეიცავს ასკილი. პრეპარატს არ გააჩნია ტოქსიკური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენება:

  • ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ.
  • აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C- და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:

ხოლოსოსი მიიღება საკვების მიღებებს შორის. მოზრდილები პრეპარატს იღებენ 1 ჩაის კოვზს 2-3-ჯერ დღეში, ბავშვებში ინიშნება 1/4-1/2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე, აგრეთვე მონო- ან კომპლექსური თერაპიისას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

წინააღმდეგჩვენება:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ საჭიროებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ კომპლექსური მკურნალობის სქემის კორექციას.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან პრეპარატი შეიცავს შაქარს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:

ინახება გრილ, ბავშევბისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 
 

PSP გირჩევთ