კატეგორიები

  • კინიტო ტაბ. 50მგ N40

  • ფასი: 0.00 ლ
  • კინიტო აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას (კუჭისა და ნაწლავების ავტომატური მოძრაობები, რომელიც საჭიროა საკვების გადაადგილებისათვის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში) და ეწინააღმდეგება გულისრევასა და ღებინებას.



კინიტო (Kinito) 
50 მგ ფირით დაფარული ტაბლეტები
 
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია
- შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
- ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი ჩივილები აქვთ.
- რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების ან ისეთი გვერდითი მოვლენების  აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
ანოტაციაში იხილავთ:
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კინიტო.
2. კინიტოს მიღების დაწყებამდე.
3. როგორ გამოიყენება კინიტო.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ ინახება კინიტო.
6. დამატებითი ინფორმაცია.
 
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი კინიტო
 
კინიტო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას იტოპრიდი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას (კუჭისა და ნაწლავების ავტომატური მოძრაობები, რომელიც საჭიროა საკვების გადაადგილებისათვის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში) და ეწინააღმდეგება გულისრევასა და ღებინებას. 
 
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია კუჭის გათავისუფლების შენელებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა, მაგალითად, სავსე კუჭის შეგრძნებიდან ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა ნაწილი) მტკივნეული ზეწოლა, უმადობა, გულძმარვა, გულისრევა და ღებინება სხვა მიზეზებით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევები, როგორიცაა წყლულოვანი დაავადება ან ორგანული დაავადებები, რომლებიც იწვევენ ცვლილებებს საჭმლის მომნელებელი მილის სანათურში. 
 
სამკურნალო საშუალება განკუთვნილია ზრდასრულთათვის.  
 
 
 
 
 
2. კინიტოს მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი კინიტო,
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) იტოპრიდზე ან კინიტოს შემადგენელ სხვა ნაწილებზე. 
- თუ გაწუხებთ მდგომარეობა, რომლის დროსაც მავნებელია კუჭიდან საკვების მალე გამოსვლა, მაგ.: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენისას, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის (გახვრეტის) დროს. 
სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის. 
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
 
კინიტოს გამოყენებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა ურთიერთგავლენა მოახდინოს მათ მოქმედებაზე.  
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
- ანტიქოლინერგიული ნივთიერებები (გამოიყენება ასთმის, ფილტვების ხანგრძლივი დაავადების, პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ და გლუვი კუნთების სპაზმების შეზღუდვისათვის მაგ.: შარდის ბუშტში) ამცირებს იტოპრიდის მოქმედებას.
- კინიტომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოხმარებაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედების თვალსაზრისით, კერძოდ, პრეპარატები ვიწრო თერაპიული ინდექსით, ხანგრძლივი გამოთავისუფლებითა და გასტრორეზისტენტული სამკურნალო საშუალებები (დაფარული ფენით, რომელიც პრეპარატს იცავს კუჭის წვენის მოქმედებისაგან). ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს ეხება თუ არა ეს თქვენს სამკურნალო საშუალებებს.
- სხვა ურთიერთგავლენა (იტოპრიდის გავლენა სხვა პრეპარატებზე და სხვა პრეპარატების გავლენა იტოპრიდზე) არ იქნა გამოვლენილი.
 
კინიტოს მიღება საჭმელსა და სასმელთან ერთად
პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.
 
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის ან აფთიაქარისაგან. უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ფეხმძიმე, მეძუძური ან ქალებისათვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ არიან ფეხმძიმედ, თუ მისი თერაპიული სარგებლობა აჭარბებს შესაძლო რისკს.  
 
თუ ამ პირობებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის წინამდებარე პრეპარატის მიღების დაწყების წინ. 
 
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მართალია, არ არის გამოვლენილი პრეპარატის მოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე, არ შეიძლება გამოირიცხოს კონცენტრაციის უნარის გაუარესება თავბრუსხვევის იშვიათი შემთხვევების შედეგად. თუ ეს თქვენ გეხებათ, ნუ მართავთ ავტომობილს.   
კინიტოს გამოყენების დროს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა არ არის რეკომენდებული, სანამ არ დაადგენთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე კინიტო. 
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
წინამდებარე პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა შეგატყობინათ, რომ ვერ ინელებთ ზოგიერთ შაქარს, წინამდებარე პრეპარატის მიღების დაწყებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. 
 
3. როგორ გამოიყენება კინიტო 
 
ყოველთვის მიიღეთ კინიტო ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან აფთიაქართან. 
 
ტაბლეტს ცალ მხარეს აქვს გამყოფი ჭდე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი ორ ტოლ ნაწილად გაყოფა.
 
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის წინ მთლიანად ან გაყოფილი სახით და დააყოლეთ წყალი.
 
პრეპარატის ზუსტ დოზასა და მიღების ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი.   
 
ზრდასრულები
ჩვეულებრივი დღიური დოზა ზრდასრულთათვის არის თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ეს დოზა შესაძლებელია იქნეს შემცირებული დაავადების გავლის შემდეგ (მაგ.: ½ ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
 
ბავშვები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის.
 
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით და ხანდაზმული პაციენტები
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი, ექიმი მეტი ყურადღებით გაგაკონტროლებთ. თუ აღმოგაჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. 
 
პრეპარატ კინიტოს საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
არ არსებობს ადამიანებში საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების გამოცდილება. 
თუ თქვენ ან ვინმე სხვა მიიღებს ტაბლეტების საჭიროზე მეტ რაოდენობას, ან თუ ბავშვი შემთხვევით მიიღებს კინიტოს, სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტს ან თქვენს ექიმს.
საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ჩვეულებრივი პროცედურებია კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა. 
 
თუ დაგავიწყდათ კინიტოს მიღება
არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. 
 
ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
 
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 
 
სხვა წამლების მსგავსად კინიტოსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს. 
 
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ საავადმყოფოს, თუ:
• შეგიშუპდათ ხელები, ფეხები, კოჭები, სახე, ტუჩები, ყელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა შეამჩნიოთ გამონაყარი ან ქავილი.
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია. 
 
იტოპრიდის (პრეპარატი კინიტოს აქტიური ნივთიერება) მიღების დროს შესაძლოა გამოგაჩნდეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
• ნაკლებად ხშირად (აწუხებს 1 000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს): 
ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ნერწყვის მომატებული გამოყოფა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, თავრბუსხვევა, ზურგის ან მკერდის არეში ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ნივთიერებების, რომლებსაც ეწოდებათ კრეატინინი და აზოტის შარდოვანა (ბლოოდ ურეა ნიტროგენ, BUN), მომატებული მაჩვენებლები სისხლში, სისხლში ლეიკოციტების კლება (ლეიკოპენია), სისხლში ჰორმონი პროლაქტინის დონის მომატება (შესაძლოა გამოიწვიოს რძის გამოყოფა ან / და სარძევე ჯირკვლის გაზრდა).
 
• იშვიათად (აწუხებს 10 000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს):
გამონაყარი, კანის სიწითლე და ქავილი.
 
• უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან):
სისხლში თრომბოციტების კლება (შესაძლოა გამოვლინდეს სისხლჩაქცევების ან სისხლდენის სახით), კანკალი, გულისრევა (ღებინების სურვილი), სარძევე ჯირკვლის ზრდა (გინეკომასტია), კანის მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), ზოგიერთი ენზიმის Aშთ, ALთ, GGთ, ალკალური ფოსფატაზისა და საღებარი ბილირუბინის დონის მომატება.
 
სარძევე ჯირკვლიდან რძის გამომუშავებისა და დენის (გალაქტორეა) ძუძუთი კვების პერიოდის გარდა ან მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზრდის (გინეკომასტია) შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და კონსულტაციის მიღება თქვენი ექიმისგან. 
 
რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.
 
5. როგორ ინახება კინიტო
 
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ამ პრეპარატის შენახვა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული პირობის დაცვას.
კინიტოს გამოყენება დაუშვებელია იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე შემოკლება EXP.–ის შემდეგ. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში. 
დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები დააბრუნეთ აფთიაქში. 
ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
 
6. დამატებითი ინფორმაცია
 
კინიტოს შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის იტოპრიდიუმქლორიდი. ფირით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს 50 მგ იტოპრიდიუმქლორიდს.
 
დამხმარე ნივთიერებებია:
გული: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსკარმელაზის ნატრიუმის მარილი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: სეპიფილმი 752 თეთრი (ჰიპრომელოზა 2910/6, მიკროკრისტალური ცელულოზა, 
მაკროგოლსტეარატი 2000, ტიტანის ოქსიდი E 171). 
 
პრეპარატ კინიტოს გარეგნული იერ-სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კინიტო 50 მგ არის თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ბიკონვექსური (ორივე მხრიდან ამობურცული) ფირით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ჭდით. 
 
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრებად. 
პრეპარატი შეფუთულია ბლისტერში (გამჭვირვალე PVჩ  / PVჩD / ALU ფირი).
თითო ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს. 
გარე შეფუთვას წარმოადგენს ქაღალდის კოლოფს.
თითოეული ქაღალდის კოლოფი შეიცავს წერილობით ინფორმაციას მომხმარებლისათვის.
 
ხელმისაწვდომია შემდეგი მოცულობის შეფუთვებით: 
40 ფირით დაფარული ტაბლეტი (4 X 10 ტაბლეტი)
100 ფირით დაფარული ტაბლეტი (10 X 10 ტაბლეტი)
სავალდებულო არ არის ბაზარზე იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
 
რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებლები
რეგისტრაციის მფლობელი: 
ზენტივა, ა.ს., 
აინშტაინოვა 24
851 01 ბრატისლავა 
სლოვაკეთის რესპუბლიკა
 
 
 
 
 
მწარმოებელი:
ზენტივა, ა.ს., 
ნიტრიანსკა 100
920 27 ჰლოჰოვეცი 
სლოვაკეთის რესპუბლიკა
 
წინამდებარე პრეპარატის სესახებ რაიმე ინფორმაციის მიღებისათვის მიმართეთ რეგისტრაციის მფლობელს:
ზენტივა, ა.ს., 
აინშტაინოვა 24
851 01 ბრატისლავა 
ზენტივა@ზენტივა.სკ
 
პრეპარატი დამტკიცებულია ევროპის სავაჭრო სივრცის (ესს) წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
ჩეხეთის რესპუბლიკა Kინიტო 50 მგ პოტაჰოვანé ტაბლეტყ
სლოვაკეთის რესპუბლიკა Kინიტო 50 მგ ფილმომ ობალენé ტაბლეტყ
პოლონეთი ძირიდ
ლიტვა ძირიდ 50 მგ პლéველე დენგტოს ტაბლეტეს
ესტონეთი ძირიდ 50 მგ õჰუკესე პოლüმეერიკატტეგა ტაბლეტიდ
რუმინეთი Eსლორეხ 50 მგ ცომპრიმატე ფილმატე
ბულგარეთი ЗИРИД 50 მგ филмирани таблетки
 
ეს ანოტაცია უკანასკნელად დამოწმებულ იქნა  03.2013 წ. 51542
(შტამპი: სანეცა ფარმაცეუტიკალს ა.ს. სანეცა ფარმაცეუტიკალს ა.ს.
ნიტრიანსკა 100
920 27 ჰლოჰოვეცი

 

PSP გირჩევთ