კატეგორიები

  • მედეზოლი 30მგ. 14 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები - 12-გოჯა ნაწლავის წყლული - კუჭის წყლული - რეფლუქს-ეზოფაგიტი - პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის ხანგრძლივი მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით. - H.pylori -ით გამოწვეული წყლულის კომპლექსური მკურნალობა.



შემადგენლობა

კუჭის წვენის მარილმჟავას მიმართ მდგრადი თითოეული კაფსულა შეიცავს ლანსოპრაზოლს-30მგ-ს ენტერალური გარსის მქონე მიკროპელეტების სახით. საღებავი ნივთიერების სახით გამოყენებულია კარმინი, ინდიგო, ტიტანის ორჟანგი, რკინის ჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანსოპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. იგი სელექტიურად თრგუნავს (H+-K+) – ატფ-აზას აქტივობას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს კუჭის წვენის სეკრეციაში ბოლო ეტაპზე. ლანსოპრაზოლი პარიეტულ უჯრედებში აღწევს სისხლიდან, გარდაიქმნება აქ არსებული მჟავე გარემოს ზეგავლენით აქტიურ ფორმად და უერთდება რა SH-ჯგუფებს, ახდენს (H+-K+) ატფ-აზას ინაქტივობას. ლანსოპრაზოლი არ ხასიათდება ანტიქოლინერგული მოქმედებით და არ წარმოადგენს ჰისტამინური H2 რეცეპტორების ანტაგონისტს.

ფარმაკოკინეტიკა
ლანსოპრაზოლის მიღებისას სავსე კუჭის შემთხვევაში პრეპარატის შეწოვის ხარისხი მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება უზმოზე. ლანსოპრაზოლის უზმოზე მიღებისას მისი მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში- 1.038 მგმლ-აღინიშნება არა უგვიანეს 2,2 სთ-ში. პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 97%-ს.
ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 90წთ-ს, გამოიყოფა ძირითადად ნაწლავებიდან განავალთან ერთად. პრეპარატის მიღებული დოზის 15-30% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა კუჭის წვენის სეკრეციას აინჰიბირებს 36სთ-ის განმავლობაში. კვლევებით დადგენილია, რომ ლანსოპრაზოლის ხანგრძლივად გამოყენებისას იგი უარყოფითად არ მოქმედებს ორგანიზმზე და მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ასაკთან დამოკიდებულებით არ იცვლება.

ჩვენებები
- 12-გოჯა ნაწლავის წყლული
- კუჭის წყლული
- რეფლუქს-ეზოფაგიტი
- პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის ხანგრძლივი მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით. 
- H.pylori -ით გამოწვეული წყლულის კომპლექსური მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება უზმოზე. საჭიროა მიკროპელეტირებული ნაწილაკებიანი კაფსულის მთლიანად დაუღეჭავად გადაყლაპვა. 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ლანსოპრაზოლი ინიშნება 30მგ(1 კაფს.) ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს-30მგ (1 კაფს.) ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. .ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
ჰიპერსეკრეციის (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) დროს-60მგ (2 კაფს.) ერთხელ დღეში. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 120-180მგ-მდე. პრეპარატის 90მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას, საჭიროა სადღეღამისო დოზის დაყოფა 2-ჯერად მიღებაზე. Helicobacter pylori -ით გამოწვეული დუოდენური წყლულის მკურნალობისას ლანსოპრაზოლი ინიშნება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ჰიპერდოზირება:
აღწერილი არ არის.
ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის კომპლექსი.
პრეპარატი ორგანიზმიდან დიალიზის გზით არ გამოიყოფა

გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გამოვლინდეს ქავილი, პარესთეზია. პაციენტებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, აუცილებელია მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
იშვიათად შესაძლებელია: ანემია, ლეიკოციტოპენია, ეოზინოფილია, ობსტიპაცია,დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ზედაპირული და ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად ჩვენებას არ წარმოადგენს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება
პრეპარატის შემცველი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

განსაკუთრებული მითითებები
18 წლამდე ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის, ამიტომ აღნიშნულ ასაკამდე მისი გამოყენება ნებადართული არ არის. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე ხანდაზმულ პირებში ან ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული კუჭის დაავადებების დროს ლანსოპრაზოლით მკურნალობა ტარდება სიფრთხილით. ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში პლაზმური კონცეტრაციის მრუდი იზრდება და პრეპარატის გამოყოფა ყოვნდება. ექსპერიმენტში ცხოველებზე დადგენილ იქნა, რომ ლანსოპრაზოლის დიდი დოზებით მიღებისას, ნაყოფის სისხლში მისი კონცენტრაცია გაცილებით მაღალ დონეს აღწევს, ვიდრე დედის სისხლში. ამიტომ, ორსულობისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. ლანსოპრაზოლი აღწევს დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. ჯანმრთელ მოხალისეებზე კვლევით დადგენილი იქნა, რომ პრეპარატი ურთიერთქმედებს ვარფარინთან, ანტიპირინთან, ინდომეტაცინთან, იბუპროფენთან, ფენიტოინთან, პროპრანოლოლთან, პრედნიზოლონთან, კლარითრომიცინთან, ტერფენადინთან და დიაზეპამთან, ვინაიდან ისინი მოქმედებენ ციტოქრომ P-450 სისტემაზე.
ლანსოპრაზოლისა და თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თეოფილინის კლირენსის მცირე მომატება (10%). ამიტომ აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფებზე დაკვირვება პრეპარატის დოზის კორექციისათვის.
ლანსოპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას სუკრალფატთან ადგილი აქვს პრეპარატის ბიოაქტივობის შემცირებას 30%-ით. ამიტომ ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე 30წთ-ით ადრე. ლანსოპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რის გამოც იგი ამცირებს იმ პრეპარატების ბიოშეღწევადობას, რომელთა ბიოაქტივობისათვის აუცილებელია pH-ის მჟავე მაჩვენებელი : კეტოკონაზოლი, ამპიცილინი, რკინის მარილები, დიგოქსინი.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანტაციდებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30 C).
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
29.08.2008

PSP გირჩევთ