კატეგორიები

  • ფოსფოგლივი ლიოფიზირებული 5ფლაკონი+გამხნელი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები გამოყენების შესახებ ვირუსული ჰეპატიტის (მწვავე და ქრონიკული), ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (ჰეპატოზი), ღვიძლის სხვა დაზიანებები (მედიკამენტით, ალკოჰოლით, ტოქსიური გზით), ღვიძლის ციროზი, ინტოქსიკაცია, ფსორიაზი, ჰეიროდერმიტი, ეგზემა.



წამლის ფორმა
შიგნით შესაყვანი ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი

ერთი ფლაკონის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ფოსფოლიპიდები (ლიპოიდი ჩ100) 0,50 გრ
გლიცირიზინის მKავის ტრინატრიუმის მარილი 0,20 გრ
(ნატრიუმის გლიცირიზინატი)

დამხმარე ნივთიერება:
მალტოზა 1,80 გრ

აღწერილობა
თეთრი ღია მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული მასა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოდამცავი საშუალება.
ათქ-კოდი: A05BA

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული საშუალება.
გააჩნია მემბრანის მასტაბილირებელი, ჰეპატოდამცავი და ანტივირუსული ზემოქმედების უნარი.
ფოსფატიდილქოლინი (ფოსფოლიპიდების ძირითადი კომპონენტი) არის უჯრედული და შიდა უჯრედული მემბრანის ძირითადი სტრუქტურული ელემენტი, აქვს უნარი აღადგინოს მათი სტრუქტურა და ფუნქცია დაზიანების შემთხვევაში, გააჩნია ციტოპროტექციული ზემოქმედება. ახდენს ცილებისა და ლიპიდური ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, ჰეპატოცებით ხელს უშლის ფერმენტების და სხვა აქტიური ნივთიერებების დაკარგვას, აღადგენს ღვიძლის ფუნქციას, აბრკოლებს შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის რისკ-ფაქტორის შემცირებით.
გლიცერიზინის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედება, აბრკოლებს ღვიძლში და სხვა ორგანოებში ვირუსების რეპროდუქციას ინტერფეონების სტიმულირების ხარჯზე, ხელს უშლის ფაგოციტოზის მომატებას, აბრკოლებს ბუნებრივი მკვლელი-უჯრედების აქტივობის გაზრდას.
ახდენს ჰეპატოდამცავ ზემოქმედებას ანტიოქსიდური და მემბრანის მასტაბილირებელი აქტივობის ხარჯზე. გლიცერიზინის მჟავა ახდენს ენდოგენური გლუკო კორტიკოსტეროიდების ზემოქმედების პოტენცირებას, ამავდროულად გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ზემოქმედება ღვიძლის ინფექციური დაავადებების დროს.
კანის დაზიანების შემთხვევაში მემბრანის მასტაბილირებელი და ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედების ხარჯზე კომპონენტების მოქმედება ზღუდავს პროცესის გავრცობას და ხელს უწყობს დაავადების რეგრესს.


ჩვენებები გამოყენების შესახებ
ვირუსული ჰეპატიტის (მწვავე და ქრონიკული), ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (ჰეპატოზი), ღვიძლის სხვა დაზიანებები (მედიკამენტით, ალკოჰოლით, ტოქსიური გზით), ღვიძლის ციროზი, ინტოქსიკაცია, ფსორიაზი, ჰეიროდერმიტი, ეგზემა.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პეიოდი, 12 წლამდე ასაკი.

მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ბავშვებში. შეიყვანება ვენაში, წინასწარ გახსნილი ფხვნილი 10 მლ საინექციო წყალში. ვენაში შეყვანა ხდება ნელ-ნელა. შეიყვანება 10 მლ ყოველდღე 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს 10 დღის განმავლობაში, შემდგომ გრძელდება მკურნალობა პრეპარატის კაფსულის სახით შინაგანად მიღების გზით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაიზარდოს ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე (ინდივიდუალრუი მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. დღიური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ნატრიუმისა და სითხის შეკავება, შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპოკალიემია. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამოვლენის სირთულის შესაბამისად, აუცილებლად უნდა შეამციროთ პრეპარატის დოზა და/ან დაინიშნოს სპირონოლაქტონი 50-100 მგ დღე-ღამეში.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან მიმართებაში
არ შეიძლება ფლაკონის შემადგენლობის შერევა სხვა ხსნარებთან. გახსნისათვის გამოიყენეთ მხოლოდ საინექციო წყალი. არ შეიძლება პრეპარატის გახსნისათვის ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.

გამოშვების ფორმა
ვენაში შესაყვანი ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი. პრეპარატის 2,5 გრ მოთავსებულია მინის ფლაკონში, დახურულია რეზინის საცობით რომელიც შემოვლებულია ალუმინის ხუფით, პლასტმასის კომპონენტებით ან კომბინირებული ხუფით.
პრეპარატის შემცველი 5 ფლაკონი და 5 ცალი 10 მლ-იანი ამპულა საინექციო წყალთან ერთად მოთავსებულია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
ან პრეპარატის შემცველი 5 ან 10 ფლაკონი ფურცელჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ჩამონათვალი ბ. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°ჩ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშNული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი საწარმო/მომხმარებლის პრეტენზიის მიმღები ორგანიზაცია:

ფარმსტანდარტი

PSP გირჩევთ