კატეგორიები

  • ჰელიდესი 40მგ 28 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები - რეფლუქს-ეზოფაგიტი და მისი სიმპტომების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას, მჟავა შიგთავსის გამოყოფა, გულძმარვა); - ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული კუჭის და/ან 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში



შემადგენლობა

გასტრორეზისტენტული კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ეზომეპრაზოლი . . . . . . . 20 მგ 
1 კაფს.
ეზომეპრაზოლი . . . . . . . . 40 მგ 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამცირებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტულ უჯრედებში პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით.

ჩვენებები
- რეფლუქს-ეზოფაგიტი და მისი სიმპტომების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას, მჟავა შიგთავსის გამოყოფა, გულძმარვა);
- ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული კუჭის და/ან 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება;
- პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობა, რაც დაკავშირებულია მარილმჟავას ჭარბ სეკრეციასთან, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნური დაავადებები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი);
- ფუნქციური დისპეფსია.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასკიდან
ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა: 40 მგ ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში; რეციდივის პროფილაქტიკისთვის - 20 მგ ერთხელ დღეში.
18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისათვის
ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული კუჭისა და 12-ტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა: 20 მგ 2-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში (შესაძლებელია კომპლექსური თერაპია ამოქსიცილინთან და კლარითრომიცინთან);
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების რეციდივის პროფილაქტიკა: 20 მგ ერთხელ დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა არის 40 მგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 მგ 2-ჯერ დღეში. 
დოზირების რეჟიმს და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა ეზომეპრაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ალერგია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:
- ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების დროს;
- თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ჰელიდესმა შესაძლებელია შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომატიკა. 
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია შემდეგი სიმპტომატიკის გამოვლენისას: სხეულის წონის უმიზეზოდ შემცირება ან გართულებული ყლაპვა, მუცლის ტკივილი ან დისპეფსია, სისხლიანი ღებინება, მელენა ან დიარეა.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად.
არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ჰელიდესი დედის რძეში, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენებისას ბუნებრივი კვება წყდება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

PSP გირჩევთ