კატეგორიები

  • დეპო-მედროლი 80მგ/2მლ. 1 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისათვის, გარდა ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევისა, რომლის დროსაც იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის.



საერთაშორისო დასახელება:

METHYLPREDNISOLONE

მწარმოებელი: PFAIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: მეთილპრედნიზოლონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული საშუალება (გლუკოკორტიკოსტეროიდი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო სუსპენზია: ფლაკონში 1 მლ

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლონის აცეტატი .............    40 მგ

საინექციო სუსპენზია: ფლაკონში 2 მლ

1 ფლ.

მეთილპრედნიზოლონის აცეტატი ...............   80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს, რომელსაც გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა. პრეპარატის მოქმედების შედეგად ანთებითი კერის მიდამოში მცირდება იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობა და ვაზოდილატაცია, ადგილი აქვს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას. ფაგოციტოზის დათრგუნვას. პროსტაგლანდინების პროდუქციის დაქვეითებას.

პრეპარტს გააჩნია მინიმალური მინერალოკორტიკოიდული აქტივობა.

დეპო-მედროლი ხასიათდება კატაბოლური ეფექტით. იგი ამცირებს გლუკოზის უტილიზაციას პერიფერიული ქსოვილების მიერ, იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

დემო-მედროლი ხელს უწყობს ლიპოლიზს, უმთავრესად, კიდურებში, აგრეთვე ხასიათდება ლიპოგენური მოქმედებით, რომელიც კარგად არის გამოხატული თავის, კისრისა და გულმკერდის მიდამოში, რასაც მივყავართ ცხიმების გადანაწილებამდე. პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

ფარმაკოკინეტიკა:

კუნთებში 40 მგ-ის შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება საშუალოდ 7.3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს საშუალოდ 1.48 მკგ/100 მლ. ცილებთან შეკავშირების ხარისხი ვარირებს 40%-90%-მდე.

პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძეში.

იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით გლუკურონიდების, სულფატების და არაკონიუგირებული შენაერთების სახით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 69.3 სთ-ს. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტესის დათრგუნვა გრძელდება 4-დან 8 დღეს.

პრეპარატის 40 მგ დოზით თითოეული მუხლის სახსარში შეყვანის შემდეგ (საერთო დოზა 80 მგ) პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 4-8 სთ-ის შემდეგ და უტოლდება დაახლოებით 21.5 მკგ/100 მლ. სისტემურ სისხლმიმოქცევაში პრეპარატის შეღწევა სახსრების ღრუდან შენარჩუნებულია დაახლოებით 7 დღის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • კუნთებში შესაყვანად: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პირველადი, მეორადი და მწვავე ფორმის უკმარისობა; თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია; ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო); არაჩირქოვანი თირეოდიტი; ადრენოგენიტალური სინდრომი.
  • რევმატიული დაავადების გამწვავების დროს, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში მათ შორის: რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი (მაანკილიზირებელი) სპონდილიტი.
  • კოლაგენური დაავადების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითული მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი, ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.
  • კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი.
  • მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება.
  • მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის: ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები.
  • წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
  • სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის, სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისემინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი (რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას).
  • ჰემატოლოგიური დაავადებები შეძენილი (აუოტიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია, თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატიური თერაპიის სახით.
  • სინოვიალურ სითხეებში ან რბილ ქსოვილებში დემო-მედროლის გამოყენება: სინოვიტის, რევმატოიდული ართრიტის, პოდაგრული ართრიტის, ეპიკონდილიტის, არასპეციფიკური ტენდოსინოვიტის და პოსტტრავმული ოსთეოართროზის მწვავე პერიოდში გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით.
  • პათოლოგიურ კერაში დეპო-მედროლის შეყვანა: კელოიდური ნაწიბურები, ბრტყელი ლიქენის დროს ლოკალიზებული ჰიპერტროფული, ინფილტრაციული და ანთებითი კერები, ფსიორიაზული ფოლაქები, დისკოიდური რგოლისებრი გრანულები, ნეიროდერმიტი, წითელი მგლურა, დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია.
  • პრეპარატი გამოიყენება ასევე აპონევროზის, ან მყესების კისტოზური სიმსივნეების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში, სახსარშიდა ინექციის სახით, პერიარტიკულურად ინტრაბურსალურად, რბილ ქსოვილებში. ანთების კერებში, სწორ ნაწლავში ინსტალაციის გზით.

პრეპარატის ადგილობრიივ ეფექტის მისაღებად რევმატოიდული ართრიტის ან ოსტეოართროზის დროს იგი შეჰყავთ სახსარშიდა ინექციის სახით, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და სახსარის სიდიდეზე. აუცილებლობის შემთხვევაში ინექცია შესაძლოა გავიმეოროთ 1-5 კვირის და მეტი ხნის ინტერვალით. მსხვილ სახსარში დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს; საშუალო ზომის სახსარში 10-40 მგ, ხოლო მცირე ზომის სახსარში - 4 მგ-ს. აუცილებელია ინექცია შეყვანილი იქნას სინოვიალურ სივრცეში.

ტენდინიტისა და ტენდოსინოვიტის სამკურნლოდ პრეპარატი შეჰყავთ მყესის ღრუში. კისტის არსებობისას პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ კისტაში. დოზირება ინდივიდუალურია (4-30 მგ). შესაძლებელია განმეორებითი ინექციები.

კანის დაავადებების დროს პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ ანთებით კერაში 20-60 მგ. ანთების დიდი კერისას შესაძლებელია პრეპარატის განაწილება (20-40 მგ) რამდენიმე ლოკალური ინექციის მეშვეობით. პრეპარატის დიდი დოზით შეყვანისას მოსალოდნელია კერის ფერის შეცვლა -გათეთრება და მისი აქერცვლა. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-4 ინექციას, მათ შორის ინტერვალი ინდივიდუალურია.

სისტემური ეფექტის მისაღებად მიღების წესი და დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის კურსის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე. პროლონგირებული ეფექტის მისაღებად კვირის დოზა (დღე-ღამური დოზა გამრავლებული 7-ზე) შეყავთ ერთჯერადად კუნთებში. ბავშვებში დოზას ამცირებენ, რომელიც დამოკიდებულია სხეულის წონაზე, მაგრამ დოზის შეყვანა ძირითადად დაკავიშრებულია ასაკთან და დაავადების სიმძიმესთან.

ქრონიკული დაავადების დროს, თუ ადგილი აქვს სპონტანურ რემისიას, მაშინ მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ადრენოგენიტალური სინდრომის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ დოზით 40 მგ კუნთებში ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ კვირაში ერთხელ 40-120 მგ კუნთებში. კანის დაავადებისას ასევე ყოველ კვირას 40-120 მგ კუნთებში, 1-4 კვირის განმავლობაში. მძიმე ფორმის დერმატიტების დროს პრეპარატი შეჰყავთ დოზით 80-120 მგ კუნთებში, რომლის დროსაც სასურველი ეფექტი აღინიშნება 8-12 სთ-ის შემდეგ. ქრონიკული კონტაქტური დერმატიტის დროს ხელმეორე ინექცია შესაძლებელია შეყვანილი იქნას 5-10 დღის შემდეგ. სებორეული დერმატიტის დროს პრეპარატი შეჰყავთ ყოველ კვირას 80 მ-ის ოდენობით.

ბრონქული ასთმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 80-120 მგ კუნთებში, ეფექტი აღინიშნება 6-48 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 2 კვირის განმავლობაში. ალერგიული რინიტის დროს პრეპარატი შეჰყავთ 80-120 მგ-ი ოდენობით კუნთებში. სასურველი ეფექტი აღინიშნება 6 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია რამოდენიმე დღიდან 3 კვირის განმავლობაში. სტრესის დროს დოზას უმატებენ.

წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ სწორ ნაწლავში დოზით 40-120 მგ მიკროოყნის სახით ან ხანგრძლივი რექტალური წვეთოვანი გზით კვირპში 3-7-ჯერ (2 და მეტი კვირის განმავლობაში). შესაძლო დოზაა 4 მგ 30-300 მლ წყალში.

გვერდითი მოვლენები:

ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: სითხისა და ნატრიუმის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კალიუმის ნაკლებობა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: სტეროიდული მიოპათა, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ძვლების ასეპტური ნეკროზი.

ცნს-ის მხრივ: თავის ქალას შიდა წნევის მომატება, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები.

ენდოკრინული სტატუსისა და მეტაბოლური პროცესების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ჰიპოზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სტეროიდული დიაბეტი, ცილების კატაბოლიზმის შედეგად გამოწვეული უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი, ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება, ეგზოფტალმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მოსალოდნელი სისხლდენით და პერფორაციით.

პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული იმუნოდეპრესიული გვერდითი მოვლენები:იმუნიტეტის დაქვეითება, ლატენტური და ოპორტუნისტული ინფექციების გააქტივება, ჭრილობის რეგენერაციის უნარის გაუარესება.

ალერგიული რეაქციების მხრივ აღინიშნება კანის მხრივ რეაქციები, ანაფილაქსური შოკი.

დერმატოლოგიური რეაქციები: პეტექიები, ეკქიმოზები, კანის გათხელება.

ადგილობრივი რეაქციების მხრივ აღინიშნება: ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანის და კანქვეშა უჯრედების ატროფია. პრეპარატის ინტრასინოვიალურად შეყვანის შემდეგ პოსტინფექციური გართულებები, სტერილური აბსცესები.

სხვადასხვა: თავის მიდამოს პათოლოგიურ კერაში პრეპარატის შეყვანისას იშვიათად აღინიშნება სიბრმავე.

უკუჩვენებები:

*სისტემური სოკოვანი დაავადებები;

*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების რისკს.

ექსპერიმენტული კვლევების შედეგად გამოვლენილია პრეპარატის ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადების და გულის ქრონიკული უკმარისობის მწვავე ენდოკარდიტის, იცენკო-კუშინგის სინდრომის, ფსიქოზების, ოსტეოპოროზის, ათაშანგის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ტუბერკულოზის აქტიური ფორმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.

პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება ჰერპესული ინფექციების, არასპეფიციკური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულიტის, ახალი ნაწლავური ანასტომოზების არსებობისას, პეპტიური წყლულის და მიასთენიის დროს. მწვავე ინფექციური დაავადების დროს დეპო-მედროლის ადგილობრივად შეყვანა არ არის რეკომენდებული. პრეპარატის შეყვანა არასტაბილურ სახსარში არ შეიძლება. პრეპარატის შეყვანა ადრე ინფიცირებულ სახსარში უკუნაჩვენებია.

სახსარშიდა ინექციის შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახსრის განტვირთვის პრევენცია. ეს საყურადღებოა განსაკუთრებით მდგომარეობის სიმპტომური გაუმჯობესების პერიოდში.

პრეპარატის შეყვანის წინ, თუკი აღინიშნება ექსუდატები და ჰიგრომები საჭიროა პუნქციის ჩატარება. პრეპარატის შეყვანა ღრმად კანქვეშ დაუშვებელია. კუნთებში ინექცია კეთდება ღრმად დუნდულოს მიდამოში. პრეპარატის შეყვანა დელტისებრ კუნთში დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია კანქვეშა უჯრედების ატროფიის განვითარება. პრეპარატის შეყვანა ვენაში დაუშვებელია.

დეპო-მედროლის ინექციის  დროს არ არის რეკომენდებული ვაქცინაციის და იმუნიზაციის ჩატარება, ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების არსებობის გამო.

დეპო-მედროლის მკურნალობისას მოსალოდნელია კანის ალერგიული სინჯების მიმართ რეაქციის დათრგუნვა.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს იცენკო-კუშინგის სინდრომის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

PSP გირჩევთ