კატეგორიები

  • პრედნიზოლონი 0.005გ. 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო , ანტიალერგიული , იმუნოსუპრესიულიმოქმედების უნარი .



ფორმა და შემადგენლობა :

ერთი 1   ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს .

დამხმარე ნივთირებები : სახამებელი , რძის შაქარი , მაგნიუმის სტეარატი .

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი . აქვს ანთების საწინააღმდეგო , ანტიალერგიული , იმუნოსუპრესიულიმოქმედების უნარი .

 

ჩვენება :

რევმატიზმის , ინფექციური არასპეციფიური პოლიართრიტის , ბრონქული ასთმის , მწვავე ლიმფური დამიელოიდური ლეიკემიის , ინფექციური მონონუკლეოზის , ნეიროდერმიტების , კანის დაავადებების ( ეგზემა ,ფსორიაზი და სხვა ), ოფტალმოლოგიური დაავადებების დროს . აგრეთვე იმ დაავადებების მკურ - ნალობისას ,რომლებიც საჭიროებენ გლუკოკორტიკოსტეროიდულ თერაპიას .

 

უკუჩვენება :

სისტემური მიკოზები ; აქტიური ფორმის ტუბერკულოზი ; მიასთენია ; ავთვისე - ბიანი სიმსივნეები მეტასტაზებით ;კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები ; თირკმლის უკმარისობა ; შაქრიანი დიაბეტი ; თრომ -ბოფლებიტი ; ათაშანგი ; ვირუსული ინფექციები ; იცენკო - კუშინგის სინდრომი ; ოსტეოპოროზი ; გლაუკომა ;ვაქცინაციის პერიოდი .

 

განსაკუთრებული მითითებები :

პრედნიზოლონით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპოკალიემიის პროფილაქ - ტიკის მიზნით რეკომენდირებულიადაინიშნოს კალიუმის პრეპარატები და სათანადო დიეტა . აგრეთვე გაკეთდეს არტერიული წნევის კონტროლი ,სისხლში და შარდში შაქრის განსაზღვრა , განავლის ანალიზი ფარული სისხლდენის გამოსავლენად .

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში , აგრეთვე ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მკაცრად ჩვენების მიხედვით .

 

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან :

პრედნიზოლონი ინიშნება ფრთხილად ანტიდიაბეტურ და ანტიკოაგულანტურ პრეპარატებთან , აგრეთვესალიცილატებთან , ბარბიტურატებთან და დიურეტი - კებთან ერთად .

 

დოზირება და მიღების წესები :

პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად , დაავადების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად .

მოზრდილებში 20-30 მგ დღე - ღამეში , შემანარჩუნებელი დოზით 5-10 მგ დღე - ღამეში . აუცილებლობის შემთხვევაშიდოზა შესაძლებელია გაიზარდოს 25-100 მგ - მდე დღე - ღამეში . დამხმარე დოზა 15 მგ - მდე დღე - ღამეში .

ბავშვებში ინიშნება 1-2 მგ / კგ - მდე 0,3-0,6 მგ / კგ შემანარჩუნებელი დოზა .

მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათან , დოზის დაკლებით .

დაუშვებელია პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა .

 

გვერდითი მოვლენები :

პრედნიზოლონის მიღებისას შესაძლებელია : ინფექციებისადმი მდგრადობის დაქვეითება ; ჭრილობების შეხორცებისდაქვეითება ;

კუჭის წვენის მჟავიანობის გაძლიერება ; კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება ,ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება და შეშუპებების განვითარება ; სისხლის შედედების უნარის მომატება ;ოსტეოპოროზი ; ძვლების ასეპტიკური ნეკროზი ; ჰიპერგლიკემია ; სტეროიდული კატარაქტა ; ლატენტურიგლაუკომის პროვოცირება .

 

შენახვის პირობები :

ოთახის ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილას .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .