კატეგორიები

აცც  პედიატრიული სუსპენზია 75მლ
  • აცც პედიატრიული სუსპენზია 75მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება : სეკრეტის გათხელებისათვის და ამოხველების გასაადვილებლად სასუნთქი გზების დაავადებებისას , რომლებსაც წებოვანი ლორწოს წარმოქმნა ახლავს თან .



მოქმედი ნივთიერება : აცეტილცისტეინი 20 მგ / მლ .

 

აცც ® იუნიორის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება : აცეტილცისტეინი .

10 მლ (= 2 დოზირებული კოვზი ) მზა ხსნარი შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს .

 

დამხმარე ნივთიერებები : მეთილ (4- ჰიდროქსიბენზოატი ) ( E218 ) ნატრიუმის ციტრატი , პროპილ (4-ჰიდროქსიბენზოატი ), სორბიტოლი , მაარომატიზირებელი დანამატი ( ფორთოხალი ).

 

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის

10 მლ (= 2 დოზირებული კოვზი ) მზა ხსნარი შეიცავს 3.7 სორბიტს , რაც შეესაბამება 0.31 ნახშირწყლებისერთეულს .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცც ® იუნიორი – სამკურნალო პრეპარატია , რომელიც ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხელებასსასუნთქ გზებში .

 

აცც ® იუნიორის ჩვენება :

სეკრეტის გათხელებისათვის და ამოხველების გასაადვილებლად სასუნთქი გზების დაავადებებისას ,რომლებსაც წებოვანი ლორწოს წარმოქმნა ახლავს თან .

 

აცც ® იუნიორის უკუჩვენება

არ გამოიყენოთ აცც ® იუნიორი შემდეგ შემთხვევებში :

-             ჰიპერმგრძნობელობა ( ალერგია ) აცეტილცისტეინის , მეთილ (4- ჰიდროქსიბენზოატის ),პროპილ (4- ჰიდროქსიბენზოატის ) ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

 

განსაკუთრებული სიფრთხილე აცც ® იუნიორის გამოყენებისას :

აცეტილცისტეინის გამოყენების გამო მხოლო იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის მხრივ სერიოზულირეაქციები როგორიცაა : სტივენს - ჯონსონისა და ლიელას სინდრომები . თუ პრეპარატის მიღების შემდეგშენიშნეთ ცვლილებები კანზე ან ლორწოვან გარსზე , აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება დადაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს .

 

აცც ® იუნიორი უკუნაჩვნებია ავადმყოფებისათვის ჰეპატიტით და თირკმლის უკმარისობით , რათა არმოხდეს ორგანიზმში აზოტის შემცველი ნივთიერებების მომატება .

 

აცც ® იუნიორი ფრთხილად გამოიყენება ბრონქული ასთმის დროს , ან თუ გაწუხებდათ ან ამჟამადგაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული .

 

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში აცეტილცისტეინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციისშემდეგ , ვინაიდან ამჟამად არსებული გამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის რეკომენდაციებისგასაწევად საკმარისი არ არის .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თუ თქვენ იღებთ , ან ცოტახნის წინ იღებდით რაიმე სხვა   წამლებს , მათ შორის ურეცეპტოს , ამისშესახებ აცნობეთ ექიმს .

 

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

აცც ® იუნიორის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად , რომლებსაცდამამშვიდებელი მოქმედება გააჩნიათ , შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის არასასურველიშეკავება ხველის რეფლექსის დაქვეითების გამო , ამიტომ ასეთი კომბინირებული თერაპიის გამოყენებამდეექიმმა აუცილებლად ზუსტი დიაგნოზი უნდა დასვას .

 

ანტიბიოტიკები

ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაამტკიცეს ანტიბიოტიკებით ( ტეტრაციკლინები , ამინოგლიკოზიდები ,პენიცილინები ) მკურნალობის ეფექტის შემცირება აცეტილცისტეინის გამოყენებისას . უსაფრთხოებისმოსაზრებით რეკომენდებული არ არის ანტიბიოტიკების აცც ® იუნიორთან ერთად გამოყენება .პრეპარატსა და ანტიბიოტიკების მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს , ყველაზე მცირე , 2 საათი . ესარ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს , რომელთა გამოყენება შეიძლება აცეტილცისტეინთან ერთად .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

ორსულობის პერიოდში აცეტილცისტინის გამოყენების გამოცდილება საკმარისი არ არის , ამიტომ ამპერიოდში აცც ® იუნიორის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ , თუ ექიმი ამას აბსოლუტურადაუცილებლად მიიჩნევს .

 

ლაქტაციის პერიოდი

იმის დამადასტურებელი მონაცემები , რომ აცეტილცისტეინი გადადის დედის რძეში , არ არსებობს ,ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აცც ® იუნიორის გამოყენება შეიძლება , მხოლოდ მაშინ , თუ ამას ექიმიაბსოლუტურად აუცილებლად მიიჩნევს .

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს .

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აცც ® იუნიორის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას , ამიტომ თუ გაწუხებთ შაქრის აუტანლობა , პრეპარატისმიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

 

10 მლ (2 დოზირებული კოვზი ) გამოსაყენებლად გამზადებული ხსნარი შეიცავს 3.7 გ სორბიტს (0.93 გფრუქტოზას წყარო ), რაც 0.31 ნახშირწყლების ერთეულს შეესაბამება .

 

სორბიტოლი მსუბუქ საფაღარათე მოქმედებას ახდენს .

 

აცც ® იუნიორის მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვით . ეჭვის წარმოქმნისშემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

 

თუ ექიმმა არ დანიშნა პრეპარატის მიღების ინდივიდუალური რეჟიმი , მაშინ რეკომენდებულია შემდეგიდოზები :

ასაკობრივი ჯგუფი

საერთო სადღეღამისო დოზა

2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები

2.5 მლ (1/2 დოზირებული კოვზი ) 2-3-ჯერ დღეში ( შეესაბამება 100-150 მგაცეტილცისტეინს )

2-5 წლის ასაკის ბავშვები

5 მლ (1 დოზირებული კოვზი ) 2-3-ჯერ დღეში ( შეესაბამება 200-300 მგაცეტილცისტეინს )

6-14 წლის ბავშვები და მოზარდები

5 მლ (1 დოზირებული კოვზი ) 3-4-ჯერ დღეში ( შეესაბამება 300-400 მგაცეტილცისტეინს )

მოზრდილები და 14 წელზე უფროსიმოზარდები

10 მლ (2 დოზირებული კოვზი ) 2-3-ჯერ დღეში ( შეესაბამება 400-600 მგაცეტილცისტეინს )

 

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება მხოლოდ გამზადებული ხსნარის ( სიროფის ) სახით .

სიროფი მიიღება ჭამის შემდეგ .

 

ხსნარის მომზადება

-             გახსენით ფლაკონი თავსახურზე ( ბავშვებისგან დაცვით ) დაჭერით და ამავდროულადმარცხნივ შემობრუნებით .

-             დაასხით ცივი წყალი ნიშნულამდე ( ჩაღრმავება შუშაზე ).

-             დახურეთ ფლაკონი . ენერგიული დაქნევით შეანჯღრიეთ .

-             ისევ დაასხით წყალი ნიშნულამდე ( ჩაღრმავება შუშაზე ) და შეანჯღრიეთ .

 

ეს პროცედურა მეორდება მანამ , სანამ ხსნარის მოცულობა არ მიაღწევს ნიშნულს ( ჩაღრმავება შუშაზე ).

 

შეფუთვას თან ახლავს დოზირებული კოვზი 5 მლ ტევადობით გრადუირებით 2.5 მლ და 1.1 მლ .

 

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა

თუ 4-5 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან არ გამოკეთდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება . იგი ვლინდებამუცლის ტკივილის , ღებინების , გულისრევისა და დიარეის სახით .

 

თუმცა , სერიოზული გვერდითი ეფექტები ან ინტოქსიკაციის ნიშნები დღემდე არ აღინიშნა . მიუხედავადამისა , პრეპარატ აცც ® იუნიორის ჭარბ დოზაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

               

გამოტოვებული დოზა

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო , მოიცადეთ , ხოლო შემდეგ მიღება ჩვეულებრივირეჟიმით განაგრძეთ .

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება !

 

გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად აცც ® იუნიორს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება , თუმცაისინი ყველას არ უვითარდება .

გვერდითი ეფექტების შეფასება ჩვეულებრივ დაფუძნებულია მათი გამოვლინების სიხშირის შესახებშემდეგ მონაცემებზე :

 

ძალიან ხშირად :

ხშირად :

 

ზოგჯერ :

 

იშვიათად :

 

ძალიან იშვიათად :

10 ნამკურნალებიდან 1- ზე მეტი

10 ნამკურნალებიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 100ნამკურნალებიდან 1- ზე მეტი

100 ნამკურნალებიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 1000ნამკურნალებიდან 1- ზე მეტი

1000 ნამკურნალებიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 10000ნამკურნალებიდან 1- ზე მეტი

10000 ნამკურნალებიდან 1- ზე ნაკლები , ერთეულიშემთხვევების ჩათვლით

 

ზოგადი

არახშირი : ალერგიული რეაქციები ( ქავილი , ჭინჭრი ციების გამოვლინება , გამონაყარი კანზე , ქოშინი ,დაჩქარებული გულისცემა , სისხლის წნევის დაწევა ), თავის ტკივილი , ცხელება .

ძალიან იშვიათი : ანაფილაქსიური რეაქცია , რომელიც იწვევს ანაფილაქსიური შოკის განვითარებას .

 

სასუნთქი სისტემის მხრივ

იშვიათი : ქოშინი , ბრონქოსპაზმი – ყველაზე ხშირად ბრონქული ასთმით დაავადებულ ავადმყოფებშიბონქული ასთმის მომატებული რეაქციით .

 

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

არახშირი : სტომატიტი , მუცლის ტკივილი , ღებინება , გულისრევა , დიარეა .

 

არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები სისხლდენების შესახებ , რომლებიც ასოცირდებააცეტილცისტეინის გამოყენებასთან , ნაწილობრივ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ფონზე .

 

მეთილ (4- ჰიდროქსიბენზოატს ) და პროპილ (4- ჰიდროქსიბენზოატს ) შეუძლიათ ჰიპერმგრძნობელობისდაგვიანებული რეაქციების გამოწვევა .

 

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლინებისას აცც ® იუნიორის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროაექიმთან მიმართვა .

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან გამოვლინდება სხვა გვერდითიეფექტები , რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ - ჩანართში , ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთექიმს .

 

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ინახება არაუმეტეს 30 0 C ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი . ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება . ვარგისიანობისვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს .

 

პრეპარატ აცც ® იუნიორის შეფუთვა

პრეპარატი გამოდის შეფუთვებში : შიგნით მისაღები 75 მლ ხსნარის მოსამზადებელი 30 გ გრანულები დაშიგნით მისაღები 150 მლ ხსნარის მოსამზადებელი 60 გ გრანულები .

 

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

PSP გირჩევთ