კატეგორიები

პარაცეტამოლი საინფუზიო ხსნარი 1გ/100მლ
  • პარაცეტამოლი საინფუზიო ხსნარი 1გ/100მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • პრეპარატი გამოიყენება ტკივილის და ცხელების სინდრომის სწრაფად მოსახსნელად , მათ შორის მაშინაც ,როცა მედიკამენტის შიგნით მიღება გაძნელებულია .



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : პარაცეტამოლი

წამლის ფორმა : საინექციო ხსნარი

 

შემადგენლობა :

1 მლ ხსნარი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : პარაცეტამოლი – 10 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანალგეზიური , არანარკოტიული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები :

 გააჩნია ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება . პრეპარატი თრგუნავსციკლოოქსიგენაზას I და II ძირითადად ცნს - ში , კერძოდ კი ტკივილის და ტემპერატურის ცენტრებში .ანთებით ქსოვილებში უჯრედოვანი პეროქსიდაზები ანეიტრალებენ პარაცეტამოლის ზეგავლენასციკლოოქსიგენაზაზე , რის გამოც ფაქტიურად საერთოდ არ ვლინდება ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი .რადგან პრეპარატი არ ახდენს გავლენას პერიფერიული ქსოვილებში არსებული პროსტაგლანდინებისსინთეზზე , ამის გამო იგი არ მოქმედებს წყალ - მარილოვან ცვლაზე ( წყლის და ნატრიუმის შეკავება ) დაკუჭ - ნაწლავის ლორწოვან გარსზე .

ფარმაკოკინეტიკა:

სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 15 წუთის შემდეგ და შეადგენს 15-30 მკგ / მლ- ს . განაწილების მოცულობა შეადგენს 1 ლ / კგ - ს . პარაცეტამოლი სუსტად უერთდება პლაზმისცილებს , გადადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში .

ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს , რის შედეგადაც წარმოიქმნება გლუკურონიდები და სულფატები .პრეპარატის მცირე ნაწილი (4%) იშლება ციტოქრომ P4 50- ს საშუალებით , რის შედეგადაც მიღებულიშუალედური მეტაბოლიტები ( N - აცეტილბენზოქინონიმინი ) ნორმალურ პირობებში სწრაფადგანეიტრალდება აღდგენილი გლუტათიონის საშუალებით , ხოლო ცისტეინთან და მერკაპტოპურინისმჟავასთან მიერთების შემდეგ ისინი გამოიყოფა შარდთან ერთად . თუმცა მასიური ინტოქსიკაციის დროსაღნიშნული მეტაბოლიტის რაოდენობა იზრდება . მოზრდილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს2,7 საათს , ბავშვებში 1,5-2 საათს , ახალშობილებში - 3,5 საათს , ხოლო საერთო კლირენსი შეადგენს 18ლ / სთ . პარაცეტამოლი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად . მიღებული დოზის 90% გამოიყოფათირკმელების მიერ პირველი 24 საათის განმავლობაში , ძირითადად გლუკურონიდის (60-80%) დასულფატის (20-30) სახით . 5%- ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით . თირკმლის მძიმეუკმარისობის დროს ( კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10-30 მლ / წთ - ზე ) პრეპარატის გამოყოფისდრო ხანგრძლივდება , ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-5,3 საათს . თირკმლის მძიმეუკმარისობის დროს გლუკურონიდის და სულფატების გამოყოფის სიჩქარე 3- ჯერ უფრო მცირდებაშედარებით ჯანმრთელ ადამიანთან .

 

ჩვენება :

ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი , განსაკუთრებით თუ იგი ვითარდება ოპერაციის შემდეგ .ინფექციურ - ანთებითი დაავადების ფონზე განვითარებული ცხელების სინდრომი .

პრეპარატი გამოიყენება ტკივილის და ცხელების სინდრომის სწრაფად მოსახსნელად , მათ შორის მაშინაც ,როცა მედიკამენტის შიგნით მიღება გაძნელებულია .

 

უკუჩვენება :

  • მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან პარაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის პროპრეპარატი ) ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .
  • ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა
  • 1 წლამდე ბავშვები

 

სიფრთხილე:

ღვიძლის მძიმე უკმარისობა ( კრეატინინის კლირენსი < 30 მლ / წთ ), კეთილთვისებიანიჰიპერბილირუბინემია ( მათ შორის ჟილბერტის სინდრომი , ვირუსული ჰეპატიტი , ღვიძლისალკოჰოლური დაზიანება ), ალკოჰოლიზმი , ხანდაზმული ასაკი , გლუკოზა -6- ფოსფატ -დეჰიდროგენაზას ნაკლებობა .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ორსულობის დროს . ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებისასარანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა ბავშვებში .

 

მიღების წესი და დოზა:

მიიღება ინტრავენურად , ერთჯერადი ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში . გახსნილი დაგამოუყენებელი პრეპარატი უნდა განადგურდეს . დასაშვებია მისი განზავება 0.9% ნატრიუმის ქლორიდისმეშვეობით მაქსიმუმ 10- ჯერ . ასეთი განზავებული ხნსარის გამოყენება უნდა მოხდეს მისიმომზადებიდან 1 საათის განამვლობაში ( ინფუზიის დროის ჩათვლით ).

 

1 წლიდან 11 წლამდე ბავშვები ( წონა 34 კილოგრამამდე )

15 მგ პარაცეტამოლი თითოეულ ინფუზიაზე ანუ 1,5 მლ ხსნარი კილოგრამზე , მაქსიმუმ 4- ჯერ დღეში .პრეპარატის თითოეულ შეყვანას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 4 საათს . მაქსიმალურისადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ / კგ - ს .

 

35 -50 კგ - მდე წონის მოზარდები (12 წლამდე ) და მოზრდილები

თითოეულ ინფუზიის დროს შეჰყავთ 15 მგ / კგ პარაცეტამოლი ანუ 1,5 მლ / კგ . მაქსიმალურისადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ / კგ სხეულის წონას . თითოეულ შეყვანას შორისმინიმალური ინტერვალი შეადგენს 4 საათს .

 

50- ზე მეტი წონის   მოზარდები (12 წლამდე ) და მოზრდილები

მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 გრ პარაცეტამოლს ანუ 1 ფლაკონს (100 მლ ). მაქსიმალურისადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გრ - ს . თითოეულ შეყვანას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 4საათს .

 

თირკმლის ან ღვიძლის დარღვეული ფუნქციის და ჟილბერის სინდრომის მქონე პაციენტებში , ასევეხანდაზმულებში დოზებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს სულ მცირე 8 საათამდე ან სადღეღამისოდოზა უნდა შემცირდეს .

 

გვერდითი მოვლენები :

კანის მხრივ : ქავილი , გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსზე ( ერითემატოზული ან ურტიკარიული ),კვინკეს შეშუპება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ : ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება , როგორც წესივლინდება სიყვითლის განვითარების გარეშე

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული ჰოპოტენზია

სისხლწარმომქნელი ორგანოების მხრივ : თრომბოციტოპენია

 

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების მწვავე კლინიკური სურათი ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში .ქრონიკული დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება მაღალის დოზების მიღებიდან 2-4 დღეღამისშემდეგ .

 

მწვავე დოზის გადაჭარბების სიმპტომები : კუჭ - ნაწლავის მხრივ დარღვევები ( დიარეა , მადისდაქვეითება , გულისრევა , ღებინება , მუცელში დისკომფორტის შეგრძნება და / ან მუცლის ტკივილი ),კანის სიფერმკრთალე . თუ მოზრდილებში ერთ ჯერზე შეიყვანენ 7.5 გრ - ს ან მეტს , ხოლო ბავშვებში140 მგ / კგ - ზე მეტს , ასეთ შემთხვევაში ვითარდება ჰეპატოციტების ციტოლიზი და აგრეთვე ღვიძლისსრული და შეუქცევადი უკმარისობა , მეტაბოლური აციდოზი და ენცეფალოპათია , რამაც საბოლოოდშესაძლებელია გამოიწვიოს კომა და ლეტალური გამოსავალი . პარაცეტამოლის შეყვანიდან 12,8 საათისშემდეგ აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების , ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობის და ბილირუბინისდონის მომატება და პროთრომბინის დონის დაქვეითება .

ქრონიკული დოზის გადაჭარბების სიმპტომები : ვითარდება ჰეპატოტოქსიკური ეფექტი , რომელსაცახასიათებს როგორც ზოგადი სიმპტომები ( ტკივილი , სისუსტე , ადინამია , ჭარბი ოფლიანობა ) ასევესპეციფიკური სიმპტომები , რომლებიც ვითარდება ღვიძლის დაზიანების შედეგად . საბოლოოდშესაძლებელია განვითარდეს ჰეპატონეკროზი . პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური ეფექტი შესაძლებელიაგართულდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით ( აზროვნების დარღვევა , ცენტრალური ნერვულისისტემის დათრგუნვა , შფოთვა და სტუპორი ), გულყრით , სუნთქვის დათრგუნვით , კომით , ტვინისშეშუპებით , სისხლის შედედების დარღვევით , დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციით ,ჰიპოგლიკემიით , მეტაბოლური აციდოზით , არითმიით და კოლაფსით . ძალიან იშვიათად ღვიძლისდაზიანება ვითარდება ელვისებური სისწრაფით და შესაძლებელია გართულდეს თირკმლის უკმარისობით( ტუბულარული ნეკროზი ).

მკურნალობა: SH - ჯგუფების დონორების და გლუტათიონ - მეთიონინის სინთეზის წინამორბედინივთიერებების შეყვანა დოზის გადაჭარბებიდან 8-9 საათის შემდეგ , ხოლო N - აცეტილცისტეინისშეყვანა 12 საათის შემდეგ . მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა ( მეთიონინის და N - აცეტილცისტეინის ი .ვ შეყვანა ) დამოკიდებულია სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციაზე და აგრეთვე მისი მიღების შემდეგგასულ დროზე .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

ღვიძლის მიკროსომული დაჟანგვის სტიმულატორები  ( ფენიტოინი , ეთანოლი , ბარბიტურატები ,რიფამპიცინი , ფენილბუტაზონი , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ) აძლიერებენ ჰიდროქსილირებულიაქტიური მეტაბოლიტების გამომუშავებას , რის გამოც შესაძლებელია საშუალო ხარისხის დოზისგადაჭარბების შემთხვევაში განვითარდეს მძიმე ინტოქსიკაცია . ეთანოლი ხელს უწყობს მწვავეპანკრეატიტის განვითარებას .

მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები ( მათ შორის ციმეტიდინი ) აქვეითებენ ჰეპატოტოქსიკურობისგანვითარების რისკს .

ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება აქვეითებს პარაცეტამოლის ეფექტურობას .

პარაცეტამოლის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისასიზრდება ანალგეზიური ნეფროპათიის და თირკმლის პაპილარული ნეკროზის და თირკმლის უკმარისობისტერმინალური სტადიის განვითარების რისკი . პარაცეტამოლის მაღალი დოზის და სალიცილატებისერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნისგანვითარების რისკი .

დიფლუნისალი ზრდის პარაცეტამოლის კონცენტრაციას სისხლში 50%- ით ანუ არსებობსჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკი .

 

განსაკუთრებული მითითებები :

ღვიძლის დაზიანების რისკი იზრდება ალკოჰოლური ჰეპატოზის მქონე პაციენტებში .

პლაზმაში შარდმჟავას რაოდენობის განსაზღვრისას ცვლის ლაბორატორიულ მაჩვენებლებს . პრეპარატისხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციური ტესტებისგადამოწმება .

 

PSP გირჩევთ