კატეგორიები

  • სანტა ქოლდი ვორმექს ჯუნიორი 6გ 10 პაკეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები გამოიყენება გაციებისა და გრიპის სიმპტომების დროს. როგორიცაა თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, სინუსიტი და მასთან დაკავშირებული ტკივილი და მწვავე რინიტი სიმპტომების ხანმოკლე შემსუბუქების მიზნით.



სანტა ქოლდი ვორმექს ჯუნიორი
SantaCold Warmex Junior

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
პარაცეტამოლი, ფენირამინ მალეატი და ასკორბინის მჟავა

ფორმა
ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად.

შემადგენლობა
ერთი (6.0 გრ) პაკეტი შეიცავს:-
პარაცეტამოლი 250 მგ
ფენირამინ მალეატი 10 მგ
ასკორბინის მჟავა 100 მგ

აღწერილობა
ღია ყავისფერი გრანულარული ფხვნილი, ჰქმნის ფორთოხლისფერ ხსნარს წყალში გახსნის შემდეგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ათქ კოდი: N02BG

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი შეიწოვება სწრაფად და სრულად ძირითადად წვრილი ნაწლავებიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების აღინიშნება მისი პერორალური მიღებიდან 15-20 წუთში. სისტემური ბიოშეხწევადობა პირველადი გავლის მეტაბოლიზმის შემდეგ დოზის მიხედვით 70%-დან 90 %-მდე. პრეპარატი სწრაფად და ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმში. ინტენსიურად გამოყოფის
პლაზმიდან შარდში ძირითადად გამოიყოფა გლუკრონიდული და სულფატირებული კონიუგატების (>80%), სახით. ნახევარ-დაშლის პერიოდი დაახლოებით 2 საათი.
ფენირამინ მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი მოქმედება დაწყება არის მიღებიდან 30 წუთი-1 საათში. მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 საათია.
ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფართოდ ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. 25% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან. ჭარბი ასკორბინის მჟავა შარდში გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით.

ფარმაკოდინამიკა
პარაცეტამოლი ფართოდ გამოიყენება მისი ანალგეზიური და სიცხის დამწევის მოქმედებების გამო. მისი თერაპიული ეფექტი სალიცილატების მსგავსია, თუმცა მას არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგანტული და კუჭის წყლულის გამომწვევი გვერდითი ეფექტი.
პარაცეტამოლი ძირითადად მოქმედებს ცნს-ზე, ზრდის ტკივილის ზღურბლს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე ფორმის ინჰიბირებით, (ცოგ-1, ცოგ-2) რომლებიც მონაწილეობენ პროსტაგლანდინების სინთეზში.
ფენირამინტის მალეატი ანტიჰისტამინური საშუალებაა იგი აბლოკირებს ჰისტამინურ H1 რეცეფტორებს რაც ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა ცრემლდენა და ცემინება. ამსუბუქებს ცხვირის სურდოს დაცობის და ცემინების სიმპტომებს სურდოს დროს, ასევე ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მიმდინარეობას და ალერგიის მოვლენებს.
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ნაჩვენებია სურავანდის პრევენციისა და მკურნალობისათვის, ვინაიდან ასკორბინის მჟავას დეფიციტი იწვევს სურავანდს, ძირითადად ზიანდება კოლაგენური სტრუქტურები, და დაზიანება ვლინდება ძვლებსა და სისხლძარღვებში. ასკორბინის მჟავას მიღება სრულად აქრობს ასკორბინის მჟავას დეფიციტის სიმპტომებს. იგი ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციის მიმართ.

ჩვენებები
გამოიყენება გაციებისა და გრიპის სიმპტომების დროს. როგორიცაა თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, სინუსიტი და მასთან დაკავშირებული ტკივილი და მწვავე რინიტი სიმპტომების ხანმოკლე შემსუბუქების მიზნით.

დოზირება და გამოყენების წესი
6-10 წლის ასაკის ბავშვები: 1 პაკეტი დღეში ორჯერ.
ბავშვები 10 წელს ზემოთ: 1 პაკეტი 2-3ჯერ დღეში.
მოზრდილები: 2 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.
ექიმის დანიშნულებისამებრ.
მიღების წესი: ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ცხელ წყალში.

გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლი: პარაცეტამოლის გვერდითი მოვლენები იშვიათია და ხშირად მსუბუქი, თუმცა შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის დისკრაზიის მოვლენები თრომბოციტოპენიის, ლეიკოპენიის, პანციტოპენიის, ნეიტროპენიის, და აგრანულოციტოზის ჩათვლით. იშვიათად ვლინდა კანზე გამონაყარი და ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები. მისი ჭარბი დოზირებისას განსაკუთრებით ბაშვებში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ნეკროზი.
ფენირამინ მალეატი: ფენირამინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ძილიანობა. სხვა გვერდითი მოვლენები იშვიათია და ხშირად გამოწვეულია პრეპარატის ანტიქოლინერგული ეფექტებით. კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების შემცირება შესაძლებელია ტაბლეტების ან სითხის მიღებით საკვებთან ან სასმელებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა: გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმები, კანის სიწითლე, თავის ტკივილი, შარდვის სიხშირის ზომიერი მომატება პრპარატის >600 მგ/დღეში დოზებით გამოყენებისას. ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა (> 1 გრ/დღეში) შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.
მაღალი დოზები იწვევს ფაღარათს და სხვა დარღვევებს კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასევე აღიშნულია, რომ მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოწვიოს ჰიპეროქსალურია და თირკმელში კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნა,ამიტომ ასკორბინის მჟავა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპეროქსალურიით.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გამოიყენება პაციენტებში გულსისხლძარღვოვანი დაავადებით, მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით, დახურულ-კუთხოვანი გლაუკომით, ჰიპერთირეოიდიზმით, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით და ფეოქრომოციტომით. პაციენტები, რომლებიც მონოამინოქსიდაზა ინჰიბიტორებით მკურნალობენ ან ასეთი მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში. თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პარაცეტამოლი:
პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე კლებულობს ქოლესტირამინით. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მაქსიმალური ანალგეზია, ქოლესტირამინი არ მიიღება ერთი საათის განმავლობაში.
პარაცეტამოლის შეწოვა იზრდება მეტოკლოპრამიდით და დომპერიდონით. მიუხედავად ამისა, მათი თანმხლები გამოყენება არ არის უკუნაჩვენები.
ვარფარინისა და სხვა კუმარინების ანტიკოაგულაციური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს პარაცეტამოლის ხანგრძლივი რეგულარული გამოყენებით სისხლდენების მომატებული რისკით.
ფენირამინ მალეატი:
მაო-ინჰიბიტორებმა შეიძლება გაახანგრძლივონ და გააძლიერონ ფენირამინის ანტიქოლინერგული ეფექტი.
ფენირამინის გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ შეიძლება გაძლიერდეს მისი მიღებისას ალკოჰოლთან ან ცნს-ის სხვა დეპრესანტებთან ერთად (მაგ. საძილე საშუალებები, სედაციური საშუალებები, ტრანკვილიზატორები).
ატროპინმა და მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ფენირამინის ანტიქოლინერგული აქტივობა.
ასკორბინის მჟავა:
ალუმინის-შემცველ ანტაციდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ასკორბინის მჟავას შეწოვა. სალიცილატების თირკმლით ექსკრეცია არ ირღვევა და არ იწვევს ასპირინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტების შემცირებას.
ასკორბინის მჟავას გამოყენება დესფეროქსამინთან ერთად აძლიერებს შარდში რკინის ექსკრეციას. კარდიომიოპათიის და გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები აღინიშნება პაციენტებში იდიოპათიური ჰემოქრომატოზით და თალასემიით, რომლებიც ღებულობდნენ დესფეროქსამინს და შემდეგ დაუნიშნეს ასკორბინის მჟავა. ასკორბინის მჟავა სიფრთხილით გამოიყენება ასეთ პაციენტებში და აუცილებელია გულის ფუნქციის მონიტორინგი.
ასკორბინის მჟავამ შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლსა და შარდში კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზის განსაზღვრას.

განსაკუთრებული მითითებანი
პარაცეტამოლი: სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის დანიშვნისას პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. ჭარბი-დოზირების საშიშროება უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის არა-ციროზული ალკოჰოლური დაავადებით.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მხრივ მძიმე რეაქციები. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება კანის სიწითლე, ბუშტუკები, ან გამონაყარი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან დაკავშირება სასწრაფო დახმარებისათვის.
ფენირამინ მალეატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. პაციენტებში, რომელთა აქტივობა (მაგ. ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა) მოითხოვს განსაკუთრებულ კონცენტრაციას, ყურადღება მისაქცევია დოზირებასა და მიღების დროზე. პაციენტებმა, რომლებიც ვერ იტანენ სედაციურ ეფექტებს უნდა გადავიდნენ არა-სედაციურ ანტიჰისტამინებზე, როგორიცაა მაგ. ფექსოფენადინი.
აუცილებელია პაციენტების ინფორმირება, რომ პარაცეტამოლთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლისა და ცნს-ის სხვა დეპრესანტების მიღება. ფენირამინი ტოქსიურ დოზებში შეიძლება ჰალუცინოგენური იყოს.
ანტიჰისტამინების ცნს-ის მასტიმულირებელი ეფექტის გამო, ფენირამინს გააჩნია შეჩვევის პოტენციალი. ფენირამინის ანტიქოლინერგული მოქმედების გამო, სიფრთხილე და სათანადო მონიტორინგი არის საჭირო მისი გამოყენებისას პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით, დახურულ კუთხოვანი გლაუკომით, ასთმით ან მძიმე გულსისხლძარღვოვანი დაავადებით.
ასკორბინის მჟავა: ასკორბინის მჟავას მიღებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კლირენსის მომატება და მისი ძალიან სწრაფი გამოყოფის შემთხვევაში მისი დეფიციტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
თავბრუსხვევა განვითარების შემთხვევაში, პაციენტებისათვის არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშობა.

ჭარბი დოზირება
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში არის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, უმადობა და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათის განმავლობაში. შეიძლება აღინიშნებოდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, ღვიძლის უკმარისობა პროგრესირებს ენცეფალოპათიამდე, სისხლდენებამდე, ჰიპოგლიკემიამდე, თავის ტვინის შეშუპებამდე და სიკვდილამდე. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელიც გამოიხატება ტკივილით, ჰემატურიით და პროტეინურიით, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშეც. ასევე აღინიშნებოდა გულის არითმიები და პანკრეატიტი.
მართვა:
აქტიური ნახშირით მკურნალობა გასათვალისწინებელი ჭარბი დოზირებიდან 1 საათის განმავლობაში. 4 საათის ან მოგვიანებით უნდა გაიზომოს პარაცეტამოლის პლაზმური კონცენტრაციები (უფრო ადრინდელი კონცენტრაციები არ არის საიმედო). N-აცეტილცისტეინით მკურნალობა უნდა მოხდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა მაქსიმალური პროტექტორული ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 8 საათის შემდეგ. ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად კლებულობს ამ დროის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ენიშნება N-აცეტილცისტეინი, დოზირების დადგენილ სქემასთან ერთად. თუ ღებინება პრობლემა არ არის, პერორალური მეთიონინი, შეიძლება ალტერნატივა იყოს მოშორებული ადგილებისათვის, საავადმყოფოს გარეთ. პაციენტების მართვა, ღვიძლის მძიმე დისფუნქციით მიღებიდან 24საათით ადრე უნდა განიხილოს NPIშ ან ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში.

შეფუთვა
6 გ ფხვნილის პაკეტები. 10 პაკეტი შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვა
ინახება გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
XL LABORATORIES PVT LTD, ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო

 

 

 

 

PSP გირჩევთ