კატეგორიები

  • ასპირინი C 10 შუშხუნა ტაბლეტი BAYER

  • ფასი: 6.23 ლ
  • ზომიერად და/ან სუსტად გამოხატული სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომი მოზრდილებში (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, ტკივილები მენსტრუაციის დროს). სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციების ან სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავ



პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  ასპირინი C

სამკურნალო ფორმა:
   შუშხუნა ტაბლეტები


შემადგენლობა:
 

აქტიური ნივთიერება:  აცეტილსალიცილის მჟავა 400 მგ, ასკორბინის მჟავა  (ვიტამინი C ) 240 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი.
აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი, ერთ მხარეს დახრილი თეთრი ფერის ტაბლეტები, საფირმო ნიშნის ტვიფრით (ბაიერის ჯვარი) მეორე მხარე გლუვია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ტკივილგამაყუჩებელი არანარკოტიკული საშუალება (ასაპ+ვიტამინი).

ათქ კოდი : N02BA51

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აცეტილსალიცილის მჟავა ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა 1 და 2 დათრგუნვასთან, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს პროსტაგლანდინების სინთეზს; ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვა -  აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციის პროცესში, ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას.

ჩვენება:

ზომიერად და/ან სუსტად გამოხატული სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომი მოზრდილებში (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, ტკივილები მენსტრუაციის დროს). სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციების ან სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს (მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში).

უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული  საშუალებების  მიმართ.
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
•    სალიცილატების ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით გამოწვეული ასთმა ცხვირის პოლიპებთან კომბინაციაში.
•    კვირაში 15 მგ ან მეტი მეტოტრექსატის იმავდროული მიღება
•    ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები
•    ჰემორაგიული დიათეზები
•    ჰემოფილია, თრომბოციტოპენია
•    გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
•    ორსულობა (I და III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი)
•    საბავშვო ასაკი (15 წლამდე).

სიფრთხილით გამოიყენება
ანტიკოაგულანტებით თანმხლები მკურნალობის, პოდაგრის, კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების (ანამნეზში), ეროზიული გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მიდრეკილების, ჰიპოპროთრომბინემიის, ჰიპოვიტამინოზის, ანემიის, ორგანიზმში სითხის შეკავების მდგომარეობების (მათ შორის გულის ფუნქციის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია), თირეოტოქსიკოზის დროს.


მიღების წესი და დოზირება:

შუშხუნა ტაბლეტი უნდა გაიხსნას წყალში და ისე უნდა იქნას მიღებული. საშუალო და სუსტი ტკივილის სინდრომის და ცხელებითი მდგომარეობების დროს ერთჯერადი დოზა შედგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს,  მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 2 შუშხუნა ტაბლეტს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. პრეპარატის მიღებებს შორის  ინტერვალი არ უნდა შეადგენდეს 4 საათზე ნაკლებს.


გვერდითი ეფექტები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის აშკარა (შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება) ან ფარული ნიშნები, რომლრბმაც შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (მათ შორის პერფორაცია), იშვიათად - ღვიძლის ფუნქციების დარღვევები (ღვიძლის ტრასამინაზების აწევა).

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში (როგორც წესი ვლინდება დოზის გადაჭარბების ნიშნებით).
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: მაღალი დოზების მიღებისას - ჰიპეროქსალურია და კალციუმის ოქსალატისგან შარდის ქვების წარმოქმნა, თირკმელების გლომერულური აპარატის დაზიანება.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება.
მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.

დოზის გადაჭარბება:

მოწამვლის საწყის სტადიაზე - ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, სმენის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის გაძლიერება, მოგვიანებით ადგილი აქვს ძილიანობას, კრუნჩხვებს, ცნობიერების დაკარგვას კომამდე, სუნთქვის უკმარისობას, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევას.

მკურნალობა:  მოწამვლის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა, ინიშნება აქტივირებული ნახშირი და საფაღარათოები და ასევე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა უნდა განხორციელდეს სპეციალური განყოფილების პირობებში.

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას, ნარკოტიკული ანალგეტიკების, სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზურების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების, სულფანილამიდების (მათ შორის ტრიმოქსაზოლის), ტრიიოდთირონინის, რეზერპინის ეფექტებს. აქვეითებს ურიკოზიული პრეპარატების (ბენზბრომარონი, სულფინპირაზონი), ჰიპოტენზიური საშუალებების და  შარდმდენების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) ეფექტებს. გლუკოკორტიკოსტეროიდები, ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარსზე დამაზიანებელ მოქმედებას, ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს. ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს ნაწლავში რკინის პრეპარატების შეწოვას.


განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება საცხის დამწევი საშუალების სახით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციებით გამოწვეული რესპირატორული დაავადებები, რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო (ენცეფალოპატია და ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებით).

აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც წინასწარგანწყობილ პაციენტებში შეიძლება გახდეს პოდაგრის მწვავე შეტევის მიზეზი.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ჩატარდეს სისხლის პერიოდული საერთო ანალიზი და განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა.
იმდენად რამდენადაც აცეტილსალიცილის მჟავა ანელებს სისხლის შედედებას, მაშინ პაციენტმა, თუ მას უწევს ქირურგიული ჩარევა წინასწარ უნდა გააფრთხილოს ექიმი პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ეთანოლის მიღებისგან თავის შეკავება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკის მომატება).
ორსულობის მეორე ტრიმესტრში შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი მიღება რეკომენდებული დოზებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს.
პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 933 მგ. ნატრიუმს, რაც უნდა გაითვალისწინონ იმ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან უმარილო დიეტაზე.
პრეპარატის მიღების აუცილებლობისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოშვების ფორმა:
2 ტაბლეტი ალუმინის ფოლგით ლამინირებულ ქაღალდის სტრიპში.  5 სტრიპი შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციანთან ერთად.


შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ  ადგილას.


შენახვის ვადა:
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაიცემა
- რეცეპტის გარეშე

PSP გირჩევთ