კატეგორიები

  • ვალერიანის და ბარამბოს სიროფ125გ

  • ფასი: 6.50 ლ
  • პრეპარატი გამოიყენება, როგორც სედატიური საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის, შაკიკის მსუბუქი ფორმის დროს.



შემადგენლობა

ვალერიანის 70%- იანი სპირტიანი ნაყენი 0. 06მლ

ბარამბოს 70%- იანი სპირტიანი ნაყენი 0. 09მლ

სიროფი 0.85გრ

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კომბინირებული პრეპარატი მცენარეთა ექსტრაქტთა ნაკრების. პრეპარატი

ამცირებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ხასიათდება სპაზმოლიზური და სედატიური ეფექტით

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება, როგორც სედატიური საშუალება ნერვული აგზნების,

უძილობის, ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის, შაკიკის მსუბუქი ფორმის დროს.


უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

პერორალურად!

მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვებში 2_6 წლამდე ½ 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში;

6_15 წლამდე 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა

125 გ ნარინჯისფერ მინის ან პოლიეთილენის ბოთლში მჭიდროდ დახურული.

თითოეულ ბოთლს აკრავენ ეტიკეტს.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შენახვის წესი

სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

PSP გირჩევთ