კატეგორიები

  • ვალერიანის ექსტრაქტი პიტნით 40 ტაბლეტი

  • ფასი: 1.31 ლ
  • ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.



კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით
"Extractum Valerianae cum Menthae" 

 

 

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი -0,02გ; პიტნის ზეთი 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები - 0,18გ მასის ტაბლეტების მიღებამდე.
კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ვალერიანას და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, Aალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს-ვალოპოტრიატებს.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, დამამშვიდებელი საშუალებაა.


 
ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.


                
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.


             
შეფუთვა: #20 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
 
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვა
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

 

PSP გირჩევთ