კატეგორიები

  • ვალერიანის ექსტრაქტი 50ტაბლეტი

  • ფასი: 0.63 ლ
  • პრეპარატი ინიშნება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნევროზული რეაქციების, უძილობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დ ა.შ. დროს, ხშირად სხვა დამამშვიდებელ და საგულე საშუალებებთან ერთად.



აღწერილობა:

პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში 0, 02 გარსით დაფარული ღია ყვითელი ფერის ტაბლეტების სახით. გადაკვეთის ადგილას ჩანს 3 შრე.

კატაბალახას ექსტრატი შეიცავს 3-3,5%-მდე ეთერზეთს, იზოვალერიანის მჟავას, ბორნილიზოვალერიანატს, ბორნეოლს, , ჭიანჭველს, ერბოს და ძმრის მჟავების ბორნეოლის ეთერებს, პინენებს, სესკვიტერპენებს, სპირტს, ასევე მთელ რიგ ალკალოიდებს (ქატინინი, ვალერინი), გლიკოზიდურ შენაერთებს (ვალეროზიდებს), ვალეპატრიატებს, მათრიმლავ ნივთიერებებს, ფისს, ზოგიერთ კეტონებს, სახამებელს და ორგანულ მჟავებს (პალმიტინის, სტეარინულ, ძმრის, ჭიანჭველის და სხვ).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია სედატიური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და სპაზმოლიზური თვისებები. ვალერიანის ექსტრაქტის მოქმედების შედეგს წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირება, დამამშვიდებელი მოქმედება ვლინდება ნელა, თუმცა საკმაოდ სტაბილურად. ავადმყოფს აღარ აღენიშნება მომატებული გაღიზიანება, უმჯობესდება ძილი.

ჩვენება:

პრეპარატი ინიშნება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნევროზული რეაქციების, უძილობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დ ა.შ. დროს, ხშირად სხვა დამამშვიდებელ და საგულე საშუალებებთან ერთად.

მიღების წესი და დოზები:

პრეპარატი მიიღება შიგნით 1-2 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ. ვალერიანის ექსტრაქტი ახდენს სამკურნალო მოქმედებას სისტემატური და ხანგრძლივი გამოყენებისას.

გვერდითი მოვლენები:

კატაბალახას ექსტრაქტის ტაბლეტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ავადმყოფები, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აღენიშნებათ ინდივიდუალური აუტანლობა.

ხანგრძლივი გამოყენებისას და დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ხასიათის და ზოგადი მდგომარეობის დათრგუნვის შეგრძნება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება დოზის შემცირებისას ან პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტით.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ფარმაკოდინამიკური: ბარბიტურატების (ფენობარბიტალი და სხვ), ტრანკვილიზატორების (ნიტრაზეპამი, დიაზეპამი და სხვ.) და კატაბალახას ექსტრაქტის კომბინირებული გამოყენება ახანგრძლივებს ძილს და აძლიერებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური: ადსორბენტები, შემკვრელი საშუალებები ამცირებენ კატაბალახას ექსტრაქტის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტები 0.02გ. შეფუთვაში 10 ტაბლეტი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ და გრილ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტის გარეშე.

PSP გირჩევთ