კატეგორიები

  • ვალოკორდინი 50 მლ. წვეთები

  • ფასი: 6.80 ლ
  • გულის არეში ნევროზული ხასიათის ტკივილი; ნევროზი მომატებული გაღიზიანებით და ფსიქოსომატურად განპირობებული მოუსვენრობით; შიშის შერძნება; მომატებული გაღიზიანება; ძილის დარღვევა.



პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვალოკორდინი®
სამკურნალწამლო ფორმა: პერორალურად მისაღები წვეთები.
აღწერილობა: არომატული სუნის მქონე გამჭვირვალე, უფერო სითხე.

შემადგენლობა 1მლ:

ფენობარბიტალი    18,40მგ
ეთილბრომისოლვალერატი    18,40მგ
პიტნის ზეთი    1,29მგ
სვიის ზეთი     0,18მგ
ეთანოლი 96%    469,75მგ
დისტილირებული წყალი    411,97მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სედატიური საშუალება. ათქ კოდი N05ჩM

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ვალოკორდინი კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომლის თერაპიული მოქმედება გაპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და ვაზოდილატაციური მოქმედება, ასევე მსუბუქი  საძილე ეფექტი. ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების შემცირებას და აადვილებს ფიზიოლოგიურ დაძინებას.
ეთილბრომიზოლვალერიანატი ავლენს სედატიურ, საძილე და სპაზმოლიზურ მოქმედებას. ბაღის პიტნის ზეთს გააჩნია რეფლექტორული, სისხლძრღვთა გამაფართოებელი და სპაზმოლიზური აქტივობა.  

გამოყენების ჩვენება
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები (მათ შორის კარდიალგია, სინუსური ტაქიკარდია); ნევროზები, რომელთაც თან ახლავს გაღიზიანება, მოუსვენრობა, შიში, უძილობა (დაძინების გაძნელება), აგზნებული მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური რეაქციები.

გამოყენების წესები და დოზირება
ვალოკორდინი მიიღება პერორალურად, ჭამამდე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
დოზირება ინდივიდუალურია.
მოზრდილებს ენიშნებათ 15-20 წვეთი დღეში 3-ჯერ.
დაძინების გაძნელების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 წვეთამდე.
ბავშვებს ენიშნებათ წელიწადზე 1 წვეთი და კლინიკური სურათის გათვალისწინებით.
მკურნალობის ხანგძლივობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები
ვალოკორდინს ახასიათებს კარგი ამტანობა. ცალკეულ შემთხვევბში დღის საათებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას და მსუბუქ თავბრუსხვევას.
ხანგრძლივი გამოყენებისას, მაღალი დოზებით შესაძლებელია ბრომით ქრონიკული მოწმლვა, რომლის ნიშნებია: დეპრესიული განწყობა, აპათია, რინიტი, კონიუქტივიტი, ჰემორაგიული დიათეზი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის (უჩვეულო) გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში საჭიროა ექიმის კოსულტაცია.  

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე; თირკმლის ან/და ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვალოკორდინის გამოყენებისას სედატიურ საშუალებებთან ერთად, ადგილი აქვს ეფექტის გაძლიერებას. ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთდროული დანიშნვა აძლიერებს, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებთან, ამცირებს პრეპარატის თითოეული კომპონენტის მოქმედებას. ალკოჰოლი აძლიერებს ვალოკორდინის ეფექტებს და ზრდის ტოქსიკურობას. ფენობარბიტალმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება, რაც არასასურველს ხდის იმ პრეპარატებთან ერთობლივ მიღებას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში. დაჩქარებულ მეტაბოლიზმთან დაკავშირებით მათი კონცენტრაცია და შესაბამისად ეფექტურობა მცირდება (არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, და სხვ.). ფენობარბიტალი ამცირებს კუმარინის წარმოებულების, გლუკოკორიკოსტეროიდების, გრიზეოფულვინის და პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას.  

ჭარბი დოზირება
მსუბუქი და საშუალო ხარისხის ინტოქსიკაციისას ადგილი აქვს ძილიანობას, თავბრუსხვევას, ფსიქომოტორულ დარღვევებს.
მძიმე შემთხვევებში – კომა, არტერიული წნევის შემცირება, სუნთქვის დარღვევა, ტაქიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, პერიფერიული რეფლექსების შესუსტება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სასწრაფოდ ექიმის გამოძახება.

განსაკუთრებული მითითებები
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშნვის აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს ლაქტაციის შეწყვეტის საკითხი.
ვალოკორდინი შეიცავს 55 მოცულობით % ეთანოლს და ფენობარბიტალს, ამიტომ სწორი გამოყენების შემთხვევაშიც კი მას შეუძლია შეასუსტოს გარკვეულ სიტუაციებში პაციენტის სწრაფი რეაქცია, მაგალითად, ქუჩაში ყოფნისას ან ავტომობილის მართვისას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ალკოჰოლთან ერთობლივი გამოყენების დროს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია წამლისმიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ასევე ბრომის დაგროვებით გამოწვეული მოწამლვა.

გამოშვების ფორმა
20მლ და 50მლ ყავიფერი შუშის ფლაკონებში, საწვეთურით.
ყოველი ფლაკონი-საწვეთური გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები
ინახება 15°ჩ_25°ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

PSP გირჩევთ