კატეგორიები

  • ვამელანი 30 კაფსულა

  • ფასი: 26.45 ლ
  • ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატები. საძილე და სედაციური საშუალება.



სავაჭრო სახელწოდება:
ვამელანი

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
ვალერიანი, პიტნა, ბარამბო

წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური მიღებისათვის.
აღწერა: ოვალური, მუქი მწვანე ფერის კაფსულები, კაფსულის შემცველობა – მუქი ყავისფერი ზეთოვანი სითხე ვალერიანის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი           125 მგ;
პიტნის მშრალი ექსტრაქტი                 25 მგ;
ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი              25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, ყვითელი ქვინოლინი, რკინის ოქსიდი შავი.
პრეპარატის ათქ კოდი: N05CM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატები. საძილე და სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – სამკურნალო მცენარეების კატაბალახას, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები.
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღვლმდენი და კარმინატიული მოქმედებები, ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.
ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური. სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, მელისა ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობენ მადის მომატებას, რაც ხშირად დაქვეითებულია ნევრასთენიის მქონე პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები:
როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ვამელანი ინიშნება:
- მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს;
- ნერვული გადაძაბვის დროს;
- გაღიზიანებადობის დროს;
- შფოთვის დროს;
- ძილის დარღვევევისას, უძილობისას.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- 12 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება:
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
ხანგრძლივი გამოყენებისას – ყაბზობა.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღე-ღამეში 2-3-ჯერ.
უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართვოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტოური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროული გამოყენებისას ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთგრუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებული მითითებები:
ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.
პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევისა და ნერვული აღგზნების მსუბუქი ფორმების დროს.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატის გამოყენება ოსრულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა:
მუქი მწვანე ფერის რბილი ჟელატინის კაფსულები.
15 რბილი ჟელატინის კაფსულა მოთავსებულია ბლისტერში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება 15-25ºCზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.

PSP გირჩევთ