კატეგორიები

  • ნევრომედი 15 კაპსულა

  • ფასი: 14.95 ლ
  • ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი....



შემადგენლობა

2 კაფსულის შემადგენლობში შედის:
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ
კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს.
ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. 
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.

ჩვენებები
• მომატებული ნერვული აგზნებადობა 
• სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით 
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა)
• კლიმაქტერული სინდრომი
• ნეირო-ცირკულატორული დისტონია 
• ძილის დარღვევა და უძილობა
• ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);

მიღების წესები და დოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.

PSP გირჩევთ