კატეგორიები

ურაკლინი წყალი/ემულსია 10% 200მლ
  • ურაკლინი წყალი/ემულსია 10% 200მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენება - იხტიოზი - ჰიპერკერატოზი - ქსეროდერმია, ქსეროზი - ატოპიური და მშრალი ეგზემა..



ურაკლინი

10%-ნი ლიპო-ლოსიონი

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

შარდოვანა 10 %

ჰიალურონის მჟავა 0,3 %

დამხმარე   ნივთიერება: გამოხდილი წყალი, თხევადი პარაფინი, კაპრილის/ კაპრიკ ტრიგლიცერიდი, რძემჟავა, გლიცერინი, აკრილამიდი, მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი, დიმეტიკონი,

ნატრიუმის ჰიდროქსიდი 20%, ფენოქსიეთანოლი, იონოლი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმი.

 

დახასიათება

წყლის ემულსია ზეთში (წ/ზ)

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ურაკლინი - კანის ჰიგიენური საშუალება, მიეკუთვნება დამარბილებელ და დამცველობით საშუალებების ჯგუფს. შარდოვანა - ჰიპოალერგიული, ანტიპირეტული, მაჰიდროლიზებელი, კერატოლიზური, ანტიბაქტერიული საშაულება. აძლიერებს პენეტრაციას და ეპიდერმულ გავრცელებას. ის, ნორმაში წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც მდებარეობს კანის ზედაპირულ შრეში (stratum corneum)  და ამცირებს წყლის აორთქლებას კანის ზედაპირიდან,  ხელს უშლის მის გამოშრობას. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, აჩქარებს მის აღდგენას.

ჰიალურონის მჟავა- ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება პოლისაქარიდების ჯგუფს, სინთეზირდება უმრავლესობა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში. ითვლება კანის, კუნთოვანი, ნერვული და სხვა ქსოვილების მნიშვნელოვან კომპონენტად. ჰიალურონის მჟავა ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედშორისი სითხის წარმოქმნაში. ჰიალურონის მჟავა გროვდება კანში, მონაწილეობს კოლაგენის და კანის ელასტიური ბოჭკოების სინთეზში. მაღალი ჰიდროფილურობის ხარჯზე ინარჩუნებს კანის ტენიანობას. ჰიალურონის მჟავის ყოველ მოლეკულას შეუძლია წყლის 500 მოლეკულის შეკავშირება. ჰიალურონის მჟავა აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას უჯრედებზე, ანელებს კანის დაბერებას.

 

გამოყენების ჩვენება

 -  იხტიოზი

 -  ჰიპერკერატოზი

 -  ქსეროდერმია, ქსეროზი

 -  ატოპიური და მშრალი ეგზემა

 -  ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით თერაპიისას კომბინაციის სახით

    (წყვეტილი თერაპიის სახით)

 -  მშრალი და  ქერცვლადი კანის დატენიანების მიზნით

 

დოზირება და მოხმარების წესი

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეიზილეთ კანის ზედაპირის საჭირო არეზე 1-2 ჯერ დღეში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი.

 

უკუჩვენება

მომეტაბული მგრძნობელობა შარდოვანას ან ლოსიონის რომელიმე კომპონენტის მიმართ. კანის ღია ჭრილობა. ჩვილობის პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითება

მოარიდეთ თვალთან ან მიმდებარე არესთან კონტაქტს. კონტაქტის შემთხვევაში გამოიბანეთ თვალი წყლით. ენდოგენურ სითხეებში შარდოვანას დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, არ არსებობს მისი ტოქსიური დონით შეწოვის ალბათობა.

 

გვერდითი ეფექტები

მგრძნობიარე, ანთებით ან ნახეთქებიან კანზე გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, წვა, შესიება, სიწითლე და კანის აქერცვლა. ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შემდგომ შეიძლება წარმოიქმნას მსუბუქი გაღიზიანება.

 

გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის კატეგორია: C.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები შარდოვანას გამოყენების შესახებ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

ურაკლინი არ გამოიყენება ორსულებში (თუ არ არსებობს განსაკუთრებული საჭიროება)

არ არსებობს მონაცემები შარდოვანას გადასვლის შესახებ დედის რძეში. პაციენტთა მოცემულ ჯგუფში ურაკლინის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ სარგებელი/ ზიანის თანაფარდობა.

 

გამოყენება ბავშვებში

ჩვილებში გამოყენება უკუნაჩვენებია. ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს არანაერი კლინიკური მონაცემები.

 

დოზის გადაჭარბება

დიდი რაოდენობით გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

 

სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება

არ არის გამოვლენილი.

ურაკლინს შეუძლია გააძლიეროს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების შეწოვა, რომლებიც გამოიყენება კანზე.

 

განსაკუთრებული მითითება

შიგნით შემთხვევითი მოხმარებისას, ურაკლინის ლოსიონი შეიძლება გახდეს ღებინების მიზეზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების გამო. მოცემულ შემთხვევაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე(წყალი ან რძე).

 

გავლენა ტრანსპორტის მართვის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ გმოვლენილა

 

გამოშვების ფორმა

200 მლ ლოსიონი ფლაკონში

ფლაკონი ინქტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები

შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის პერიოდი

24 თვე. გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა შეადგენს 4 თვეს..

 

მწარმოებელი

Argis Pharmaceuticals Inc. Co., თურქეთი

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Helba Pharmaceuticals Inc. Co., თურქეთი

 

 

PSP გირჩევთ