კატეგორიები

  • მეთფოგამა 1000მგ. 120 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მეტფოგამა 1000 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება სისხლში მაღალი შაქრიანობის დასაწევად ზრდასრულ ადამიანებში, რომლებსაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი.



პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
მეტფოგამა 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები

მედიკამენტის მოხმარებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია ყურადღებით.
- ნუ გადააგდებთ ინსტრუქციას
- შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი ინიშნება ინდივიდუალურად და არ შეიძლება
მისი თვითნებურად გამოყენება მესამე პირის მიერ. მედიკამენტმა
შესაძლოა ავნოს სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ავადმყოფობის
იგივე სურათი და სიმპთომები ახასიათებს.
მეტფოგამა 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
შემოგარსული ტაბლეტები
ბიოკატალიზატორი: მეტფორმინჰიდროქლორიდი 1000 მგ
ბიოლოგიურად აქტიური მოქმედი ნივთიერებაა მეტფორმინჰიდროქლორიდი
1 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინჰიდროქლორიდს
სხვა შემადგენელი ნაწილებია:
ჰიპრომელოზი, პოვიდონი (K25), მაგნეზიუმსტეარატი, მაკროგოლი 6000,
ტიტანდიოქსიდი (E171)
მეტფოგამას 1000მგ –იანი ტაბლეტები დაფასოებულია 30 ტაბლეტიან (N1)
შეკვრაში ან 120 ტაბლეტიან (N2) შეკვრაში.
1. რას წარმოადგენს მეტფოგამას 1000 მგ ტაბლეტები და რა
დანიშნულება აქვს მას?
1.1. მეტფოგამას 1000 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება მედიკამენტების ისეთ
ჯგუფს, რომლებიც ინიშნება უფროსი ადამიანებისათვის
არაინსულინზე დამოკიდებულ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (მე
2 ტიპის დიაბეტი მელიტუსი).
1.3. მოხმარების სფერო
მეტფოგამა 1000 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება სისხლში მაღალი
შაქრიანობის დასაწევად ზრდასრულ ადამიანებში, რომლებსაც აწუხებთ
შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტ მელიტუსი ტიპი 2); განსაკუთრებით კი
პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა და მხოლოდ დიეტით
ან ფიზიკური ვარჯიშით ვერ ახერხებენ სისხლში შაქრის ნორმის
რეგულირებას. მატფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება
შესაძლებელია ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა ორალურ შაქრის დამწევ
მედიკამენტებთან კომბინირებით, ასევე ინსულინთან ერთად.
ჭარბწონიანი პაციენტებისათვის, რომლებთაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ,
დიეტის უარყოფის შემთხვევაში გამოწვეული სირთულეებისას საუკეთესო
თერაპიული საშუალებაა მეტფორმინით მკურნალობა.
2. რას უნდა მიექცეს ყურადღება მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების
მიღებისას?
2.1. მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების მიღება არ შეიძლება:
- მეტფორმინჰიდროქლორიდის მიმართ ან მეტფოგამას 1000 მგ-იანი
ტაბლეტების სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ ზედმეტი
მგრძნობელობის შემთხვევაში;
- შაქრიანი დიაბეტისას სისხლში ზედმეტი მჟავიანობის (დიაბეტური
კეტოაზიდოზა) დროს, კომატოზური მდგომარეობის წინა სტადიის
(პრეკომა) დროს.
- თირკმელების დაავადებისას ან მათი შეზღუდული ფუნქციონირების
შემთხვევაში (სისხლში მაღალი კრეატინინით გამოწვეული თირკმელების
უკმარისობისას).
- მწვავე მდგომარეობისას, რომელიც თირკმელების ფუნქციის დარღვევას
იწვევს მაგ.:
- სითხის დაკარგვა ხანგრძლივი ღებინების ან ფაღარათის დროს
(დეჰიდრაცია)
- მწვავე ინფექცია
- სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება (შოკი)
- გამოკვლევების ჩატარებისას, რომლის დროსაც სისხლში შეიყვანება
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები; არ შეიძლება
მეტფოგამას მედიკამენტის მიღება ასეთი გამოკვლევების ჩატარების წინ,
დროს ან გამოკვლევიდან 48 სთ-ის გასვლამდე.
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებებისას, რომლებიც სხეულის ქსოვილში
ჟანგბადის უკმარისობას იწვევს (ქსოვილის ჰიპოქსია), მაგ. როგორიცაა:
- გულის სისუსტე ან ფილტვების ფუნქციის მოშლა (კარდიალური
ან რესპირატორული უკმარისობა).
- გულის ინფარქტი (მიოკარდიოინფარქტი)
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შოკი)
- ღვიძლის შეზღუდული ფუნქციონირებისას, ალკოჰოლით მწვავე
მოწამვლისას, ალკოჰოლიზმის დროს;
- ლაქტაციის (ძუძუთი კვების) დროს.
2.2. აუცილებელია მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების მიღებისას
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა.
არასასურველი გაჯერებით გამოწვეული საფრთხე და ამით გამოწვეული
სისხლში რძის მჟავას (ლაქტატაზიდოზა) მოჭარბების რისკი უპირველესად
განისაზღვრება თირკმელების ფუნქციის მოქმედებით, ამიტომაც თირკმელების
ნორმალური მოქმედება არის წინაპირობა პრეპარატ მეტფოგამას თერაპიული
გამოყენებისათვის. ამიტომ თქვენი თირკმელების ფუნქციების გადამოწმება,
შრატის გათვალისწინებით, ყოვლეწლიურად ან უფრო მოკლე დროში
აუცილებელია. თუკი თქვენი შრატის კრეატინინის დონე ნორმულ ზღვარზეა
ჩაიტარეთ მაკონტროლირებელი გამოკვლევა წელიწადში სულ მცირე ორჯერ
ან ოთხჯერ. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ხნიერ პაციენტებში შრატის
დონის მაჩვენებელი არ არის ყოველთვის ზუსტი ინფორმაციის მომცემი,
ამოტიმაც საჭიროა თერაპიის დაწყებამდე სხვა შეფასებებით მოხდეს
თირკმელების ფუნქციის - კრეატინინ-კლეარანსის განსაზღვრა. საჭიროა
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ისეთი თერაპიის დროს, რომლის
დროსაც შესაძლოა გამოწვეულ იქნას თირკმელების ფუნქციის შეზღუდვა (მაგ.
მაღალი წნევის წამლების მიღებისას ან რევმანიული დაავადებებისას).
ასევე ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას აუცილებელია განსაკუთრებული
სიფრთხილის გამოჩენა.
გამოკვლევების ჩატარებისას, რომლის დროსაც სისხლში შეიყვანება იოდის
შემცველი კონტრასტული საშუალებები მოსალოდნელია თირკმელების
ფუნქციის მწვავე მოშლის საშიშროება. ამიტომ თქვენი თერაპია მეტფოგამმას
მედიკამენტით უნდა შეწყდეს, ჩატარდეს გამოკვლევა და მხოლოდ 2 დღის
შემდეგ გაგრძელდეს მედიკამენტის მიღება, თუკი დადგენილი იქნება
თირკმელების ნორმალური ფუნქციონირება.
თუკი დაგეგმილი გაქვთ ოპერაციის გაკეთება ნარკოზული ანესთეზიით, მაშინ
აუცილებელია შეწყვიტოთ მეტფოგამმას 1000 მგ-იანი ტაბლეტების M მიღება 2
დღით ადრე და უნდა გაგრძელდეს მისი მიღება ოპერაციიდან 2 დღის
გასვლის შემდეგ, თუკი თირკმელების ფუნქციონირება ნორმალურია.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუკი გაქვთ რაიმე ბაქტერიული ან ვირუსულიინფექციური
დაავადება (მაგ.: გრიპი, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია,
საშარდე გზების ინფექცია).
მეტფოგამმას 1000 მგ ტაბლეტების თერაპიის დროს დაიცავით დიეტა და
ყურადღება მიაქციეთ ნახშირწყლების მიღებას დღის განმავლობაში, თუ თქვენ
ჭარბი წონა გაქვთ, მაშინ წონაში დაკლების მიზნით დაიცავით დიეტა ექიმის
რეკომენდაციების გათვალისწინებით მისი კონტროლის ქვეშ.
ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღება იწვევს ჰიპოგლიკემიისა და
ლატატაზიდოზის რისკს, ამიტომ თერაპიის დროს უნდა უარყოთ ალკოჰოლის
მიღება.
ა) ბავშვებში
იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი გამოკვლევები მეტფოგამმას 1000 მგიანი
ტაბლეტები არ შეიძლება დაენიშნოთ ბავშვებს.
ბ) ხანდაზმულებში
გამომდინარე იქიდან, რომ ხნიერ ადამიანებში უფრო ხშირია თირკმლის
ფუნქციების მოშლა, აუცილებელია მეტფოგამმას დოზირება განისაზღვროს და
დაინიშნოს მხოლოდ თირკმლის ფუნქციების გამოკვლევის შემდეგ. თერაპიის
დროსაც საჭიროა თირკმელების ხშირი შემოწმება.
გ) ორსულობისას
პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი და არიან
ორსულად, ან დაგეგმილი აქვთ ორსულობა არ შეიძლება მეტფოგამმას
გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონე ინსულინის
საშუალებით იქნას ნორმამდე დაყვანილი. აცნობეთ თქვენს ექიმს ინსულინის
გამოყენების შესახებ.
დ) ლაქტაციის პერიოდი
ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს დაუშვებელია და არ არის
ნებადართული.
სპეციალური გაფრთხილებები
მეტფორმინს შეუძლია არასასურველი გაჯერებისას (აკუმულაცია) სისხლში
რძის მჟავას მომატება, დროულად არ მიხედვის შემთხვევაში შესაძლოა
შედეგად მოჰყვეს სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებანი (მაგ.: კომა).
მჟავიანობის მომატების მიზეზი შესაძლოა გახდეს ზედმეტი დოზით მიღება ან
სხვა მედიკამენტების უკუჩვენებანიც. აქედან გამომდინარე ყურადღება უნდა
მიექცეს უკუჩვენებებს. რძის მჟავას მომატებისას ავადმყოფას ახასიათებს
კუჭQ-ნაწლავის პრობლემებისას დამახასიათებელი მსგავსი ნიშნები: სისუსტე,
ღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. საერთო სურათი კი ხასიათდება
კუნთების ტკივილით, სუნთქვის გახშირებით და გონების დაკარგვით, რასაც
საბოლოოდ კომამდე მიჰყავს ავადმყოფი. აქ კი აუცილებელია სასწრაფო
დახმარების ჩარევა და პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება.
ე) საჭის მართვისა და ქალაქში მოძრაობისას:
მხოლოდ ცალკე თერაპია მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტებით არ იწვევს
შაქრის ძლიერ დაწევას (ჰიპოგლიკემიას) და ამიტომ არ არის საშიში მისი
მიღების დროს საჭის მართვა. მაგრამ მისი კომბინირებული გამოყენებისას
სულფონილის ნივთიერებებთან, ინსულინთან ან სხვა ისეთ მედიკამენტებთან
ერთად, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს სახიფათოა საჭის
მართვა, რადგანაც შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია.
2.3. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუკი თქვენ დამატებით
იღებთ სხვა მედიკამენტებს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმის მიუხედავად იყო
იგი რეცეპტით დანიშნული თუ მის გარეშე.
მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტებით ხანგრძლივი თერაპიისას სხვა
მედიკამენტებით თერაპიული ჩარევა იწვევს სისხლში შაქრის დისბალანსს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ მიიღეთ ან იღებთ
მედიკამენტებს როგორიცაა – კორტიკოსტეროიდს, მედიკამენტს მაღალი
წნევისათვის (AჩE-მაბლოკირებელს), შარდმდენ მედიკამენტს (დიურეტიკას),
ბრონქიალური ასტმის პრეპარატს (β-სიმფათომიმეტიკა) და ასევე იოდის ან
ალკოჰოლის შემცველ მედიკამენტებს.
2.4. მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების მიღება საკვებ ნივთიერებებთან
და სითხეებთან.
მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების მიღებისას მოერიდეთ ალკოჰოლიანი
სასმელების და მისი შემცველი საკვების მიღებას.
3. მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების მიღების წესი
მიიღეთ მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტები ზუსტად ექიმის მითითების
მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაიმე ეჭვის ან გაუგებრობის
შემთხვევაში. მეტფოგამას ტაბლეტების მისაღები Dდოზა უნდა განისაზღვროს
სპეციალურად ცალკეულ პაციენტზე ინდივიდუალურად ექიმის მიერ სისხლში
შაქრის დონის დადგენის მიხედვით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
3.1. ინდივიდუალური დოზის დანიშნულებისათვის არსებობს ასევე
მეტფორმინის 500 მგ-იანი და 850 მგ-იანი ტაბლეტები.
3.2. თუკი არ არის დანიშნული ექიმის მიერ განსაზღვრული დოზა , მაშინ
ჩვეულებრისამებრ მისაღები დოზაა:
ეს გახლავთ დოზა, როდესაც საჭიროა მეტფორმინის მაღალი დოზით მიღება;
ჩვეულებრისამებრ მისაღები დოზაა მეტფოგამა 1000 მგ –ის 2 ტაბლეტი დღეში
(ანუ 2000 მგ მეტფორმინი).
მაქსიმალური დღიური დოზა არის მეტფოგამა 1000 მგ-ის 3 ტაბლეტი (ანუ 3000
მგ მეტფორმინი)
მიიღეთ ტაბლეტი დაუღეჭავად ჭამის დროს ან მის შემდეგ სითხესთან ერთად.
2 ან მეტი ტაბლეტის მიღებისას გადაანაწილეთ ტაბლეტების მიღება საუზმის,
სადილის ან ვახშმის დროს.
აცნობეთ ექიმს, თუკი შენიშნავთ რომ მეტფოგამას მიღებისას მისი
ზემოქმედება სუსტი ან პირიქით საგრძნობლად ძლიერია.
3.3 მეტფოგამას ტაბლეტების უნებლიედ ზედმეტი დოზის მიღებისას:
დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ მიიღეთ მედიკამენტი ზედმეტი
დოზით. მეტფოგამა 1000 მგ-იანი ტაბლეტების გადაჭარბებული დოზირება
იწვევს არა შაქრის ნორმაზე დაბლა დაწევას (ჰიპოგლიკემიას), არამედ ქმნის
სისხლში რძის მჟავას მომატების რისკს (ლაქტატაზიდოზა). სისხლში რძის
მჟავას მომატებისას საერთო სიმპტომები ჰგავს კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას
დამახასიათებელ ნიშნებს, როგორიცაა სისუსტე, გულისრევა, ფაღარათი,
მუცლის ტკივილი. რამოდენიმე საათში შესაძლოა განვითარდეს კუნთების
ტკივილი, კრუნჩხვა, სუნთქვის გახშირება, გონების დაკარგვა და კომა, ასეთ
დროს აუცილებელია ავადმყოფის დაუყონებლივი გადაყვანა საავადმყოფოში.
3.4. თუ დაგავიწყდათ მეტფოგამას 1000მგ-იანი ტაბლეტის მიღება:
მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში
მედიკამენტის მიღება განაგრძეთ ჩვეულებრივ, არ მიიღოთ ერთად ორმაგი
დოზა, რადგად ეს დოზის გადაჭარბებას გამოიწვევს.
3.5. მეტფოგამას 1000 –იანი ტაბლეტების მიღების შეწყვეტა:
თუ თქვენ მედიკამენტის მიღებას ექიმის მითითების გარეშე შეწყვეტთ, უნდა
გაითვალისწინოთ, რომ შაქრის დონე სხეულში მოიმატებს, რაც შემდგომში
გამოიწვევს თვალის, თირკმელების, სისხლძარღვების დაზიანებას.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს ასევე მეტფოგამმას 1000 მგ-იან აბებს
ახასიათებთ გვერდითი მოვლენები.
შეფასებისას წარმოდგენილია შემდეგი მონაცემები:
გვერდითი მოვლენები აღენიშნათ:
ძალიან ხშირად:
10 მომხმარებლიდან 1- ზე მეტს
ხშირად:
10 დან 1-ს, მაგრამ 100 დან 1-ზე მეტს
საშუალოდ:
100 –დან 1-ს, მაგრამ 1000-დან 1-ზე
მეტს
იშვიათად:
1000 დან 1-ს, მაგრამ 10.000 დან 1-ზე
მეტს
ძალიან იშვიათად:
1000 -დან 1-ს, ცალკეული
შემთხვევების ჩათვლით
4.1. კუჭ-ნაწლავის გართულებები:
- ძალიან ხშირად
გულის რევა, ღებინება და Fფაღარათი, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა. ეს
ნიშნები ძირითადად თერაპიის დაწყებამდე აღენიშნებათ და უმეტეს
შემთხვევაში მალევე ქრება. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით
მიიღეთ ტაბლეტები ჭამის დროს ან შემდეგ თითო ტაბლეტი; თუ ეს
გართულებები დიდხანს გაგრძელდა, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და
მიმართეთ ექიმს.
- ხშირად
მძაფრი გემოს შეგრძნება
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევა
- ძალზედ იშვიათად
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სისხლში რძის მჟავას მომატებით. მისი
მახასიათებელი ნიშნებია გულისრევა და მუცლის ტკივილი, კუნთების
ტკივილით და კრუნჩხვით ან საერთო ძლიერი სისუსტე.
კანის ფუნქციის მოშლა
- ძალზედ იშვიათად
მედიკამენტის აუტანლობისას კანის ფუნქციების დარღვევა (მსუბუქი ერითემია)
4.2. საწინააღმდეგო ზომები
სისხლში რძის მჟავას მომატებისას მიმართეთ ექიმს და არ განაგრძოთ
მეტფოგამას მიღება.
4.3. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი შენიშნავთ ისეთ გვერდით
მოვლენებს, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული.
5. მეტფოგამას 1000 მგ-იანი ტაბლეტების შენახვის წესი
მედიკამენტი მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ინფორმაციის გაცემის დრო:
მაისი 2004

PSP გირჩევთ