კატეგორიები

  • ამარინი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 11.50 ლ
  • ამარინი მცირე ზომის, ადვილად გადასაყლაპი, მცენარეული ტაბლეტებია ვიტამინების კომპლექსით, საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ მგზავრობას სატრანსპორტო საშუალებებით.



ამარინი

AMARIN

საკვები დანამატი

მოზრდილებისა  და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ მგზავრობას  სატრანსპორტო საშუალებით.

ამარინი  მცირე ზომის, ადვილად გადასაყლაპი, მცენარეული ტაბლეტებია ვიტამინების კომპლექსით, საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ  მგზავრობას სატრანსპორტო საშუალებებით: მანქანა, ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი და ა.შ.

ამარინი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინი B6-ის და კოჭას ფესურას ექსტრაქტს. ამარინის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ვიტამინი B6-ის დეფიციტი წარმოადგენს გულისრევის ერთ-ერთ მიზეზს. ვიტამინი B6 ამცირებს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებას. კოჭას ფესურას ექსტრაქტი მოქმედებს კუჭის წვენის და ნერწყვის სეკრეციაზე.

რეკომენდებული  დღიური დოზა: მიიღეთ 1-2 ტაბლეტი, სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალით.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან - მაქსიმალური დღიური დოზა 8 ტაბლეტი დღეში.

ბავშვები 1 დან -4 წლამდე - მაქსიმალური დღიური დოზა 3 ტაბლეტი დღეში.

სიფრთხილის ზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

% RDA* 1 ტაბლეტში

8 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა)

% RDA* 8 ტაბლეტში

კოჭას ფესურას მშრალი ექსტრაქტი (Zingiber officinale)      

75 მგ

(300 მგ)**

-

600 მგ   

 (2400 მგ)**

-

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

0.5 მგ

36 მგ

4 მგ

288

* რეკომენდებული  დღიური დოზა

** ნედლეულის რაოდენობა

შემადგენლობა: კოჭას ფესურას (Zingiber officinale) მშრალი ექსტრაქტი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი), სილიციუმის დიოქსიდი (დამატენიანებელი), მაგნიუმის სტეარატი (წებოვნების საწინააღმდეგო), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი).

შეფუთვა: 30 ტაბლეტი (3.6 გ).

შენახვის პირობები:  შეინახეთ საკვები დანამატები მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories sc, 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP, 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო.

www.pharmacylaboratories.com