კატეგორიები

იოვიტალ(C ვიტ)დუო 750მგ 60 კაფსულა
  • იოვიტალ(C ვიტ)დუო 750მგ 60 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: გამოიყენება იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც ზრდიან მოთხოვნილებას C ვიტამინზე : მომატებული გონებრივი და ფიზიკური დაძაბულობა, მკაცრი დიეტა, არასრულფასოვანი კვება, მწეველობა და სტრესი.



შემადგენლობა:

საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა, ასკორბინის მჟავა გარსში) .

ორფაზიანი პრეპარატი – შეიცავს C ვიტამინის გრანულებს, როგორც გარსით, ასევე გარსის გარეშე, რითაც აერთიანებს სწრაფად ხსნადი და პროლონგირებული მოქმედების C ვიტამინის პრეპარატების თვისებებს. ჯერ მოქმედებას იწყებს  სწრაფად ხსნადი გრანულები გარსის გარეშე. შემდეგ ხდება  თანდათანობით C ვიტამინის გამოთავისუფლება გარსით დაფარული გრანულებისაგან – პროლონგირებული მოწოდება, რაც უზრუნველყოფს ასკორბინის მჟავას სწრაფ და უწყვეტ მოწოდებას სულ მცირე 12 საათის განმავლობაში.

მახასიათებლები

ვიტამინი C წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმეტესი ფიზიოლოგიური პროცესებისათვის (მაგალითად, ნერვული, გულ-სისხლძართვთა სისტემების ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის, რკინის შეწოვისა და სისხლძარღვების კედლების ელასტიურობისათვის). ანტიოქსიდანტი – ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ.

გამოყენება

გამოიყენება იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც ზრდიან მოთხოვნილებას C ვიტამინზე : მომატებული გონებრივი და ფიზიკური დაძაბულობა, მკაცრი დიეტა, არასრულფასოვანი კვება, მწეველობა და სტრესი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 7 წლამდე ასაკი

პრეპარატი არ შეიცავს გლუკოზას, საქაროზას და ლაქტოზას. მიღება დაშვებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

გამოშვების ფორმები

კაფსულები 500მგ, 750 მგ #60

დოზირება

500 მგ – 7-დან 10 წლამდე – 1 კაფსულა დღეში. ბავშვებში 11 წლის ზევით და მოზრდილებში – 1 – 2 კაფსულა დღეში.

750 მგ -  ბავშვებში 11 წლის ზევით და მოზრდილებში – 1  კაფსულა დღეში.

გაფრთხილება

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 25*C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის მიღება არ ცვლის კვების მრავალფეროვან რეჟიმს და ჯანსაღი ცხოვრების წესს!