ძლიერმოქმედი ბალზამი რბილი ტუჩებისა და ბრწყინვალე თალებისთვის. 3 in 1 საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მუქი წრეების, შეშუპებისა და ნაოჭების შემცირებას. ეფექტურია როგორც თვალის, ასევე ტუჩის კონტურის ზონებზე გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი: ნაზად დაიმასაჟეთ თვალისა და ტუჩის კონტურის მიდამოებში დილით ან/და საღამოს. მოარიდეთ პირში მოხედრას.
შედეგი: შემცირებული ნაოჭები, დასვენებული და ახალგაზრდული იერი, გასწორებული ტუჩის კონტური.
შემადგენლობა: ალგო 4® ექსკლუზიური ბიო-მიმეტიკური კომპლექსი, რომელიც დატვირთულია ორი ძირითადი ინგრედიენტით: ზღვის კრიტმუმის ექსტრაქტი კანის უჯრედების სტიმულირებისთვის, და უნდარია პინატიფიდას ღეროვანი უჯრედები კანის უჯრედების ბუნებრივი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
დატენიანება – ჰიალურონის მჟავა
ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მიღებული ჰიალურონის მჟავა გამოირჩევა ღრმად დამატენიანებელი თვისებებით.
„ბოტანიკური ჰიალურონის მჟავის“ სახელით ცნობილი ინგრედიენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს კანს დატენიანებულს. რემინერალიზაცია - გალფ სტრიმის წყლების მისტი
გამდიდრებულია 96 მინერალითა და ელემენტით, აღადგენს კანის ბალანსს
გამკვრივება– ლამინარია
ექსტრაქტი მდიდარია პოლიფენოლებითა და ალგინატებით და ცნობილია I და III კოლაგენის სინთეზის სტიმულირების უნარით. კვება – ზღვის ბიოპოლიმერი
აკავებს ტენიანობას ეპიდერმისში და აძლიერებს კოლაგენის სინთეზს. შედეგად ამცირებს ნაოჭებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს.
მუქი წრეების შემცირება– ზღვის 2 პოლიმერი
აბალანსებს სისხლის მიკროცირკულაციას, იცავს თვალის კონტურს ანთებისგან და ამცირებს მუქ წრეებს.
შეშუპების შემცირება– ბოტანიკური ბიოპოლიმერი
იცავს თვალის ძალიან ნაზ კონტურს და ამცირებს თვალის ქვეშ შეშუპებას