კატეგორიები

  • ციკლოფერონი მალამო 5% 30მლ 1ტუბი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება მოზრდილებში კომპლექსური თერაპიისათვის : კანისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექცია ; ურეთრიტები და არასპეციფიკური და სპეციფიური ( გონორეული , კანდიდოზური , ქლამიდიოზური დატრიქომონადული ) ბალანოპოსტიტები ; არასპეციფიკური ვაგინიტები და ვა



სავაჭრო დასახელება : ციკლოფერონი ® ( CYCLOFERON ® )

 

სამკურნალწამლო ფორმა : ლინიმენტი

 

შემადგენლობა : ლინიმენტის 1 მლ შეიცავს :

აქტიური ნივთიერება – მეგლუმინის აკრიდონაცეტატი , აკრიდონძმარმჟავაზე გადათვლით – 50 მგ , მიღებულიშემდეგი ჩამონათვალით : აკრიდონძმარმჟავა – 50 მგ , N - მეთილგლუკამინი ( მეგლუმინი ) – 38,5 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები – ბენზალკონიუმის ქლორიდი , 1,2- პროპილენგლიკოლი .

 

აღწერილობა : სუსტი სპეციფიკური სუნის მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : იმუნომასტიმულირებელი საშუალება

ათქ კოდი : L03AX

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ციკლოფერონს გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი : ანტივირუსული , იმუნომაკორეგირებელი ,ანთების საწინააღმდეგო .

ციკლოფერონის მოქმედების ძირითადი კლინიკური ეფექტი დაკავშირებულია ადრეული ალფა - ინტერფერონისინდუქციასთან . ძირითად უჯრედებს - ინტერფერონის პროდუცენტები ციკლოფერონის ლინიმენტის შეყვანის შემდეგწარმოადგენენ ეპითელური უჯრედები და ლორწოვანი გარსის ლიმფოიდური ელემენტები . ინფექციის ტიპისგათვალისწინებით ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს . ციკლოფერონი ააქტიურებსT ლიმფოციტებს და ბუნებრივ კილერ უჯრედებს , ნორმაში მოყავს ბალანსი T- ჰელპერებსა და T- სუპრესორებისსუბპოპულაციებს შორის .

პრეპარატი აძლიერებს ფუნქციურად სრულყოფილი ( მაღალავიდური ) ანტისხეულების   ბიოსინთეზს , რომლებიცგანაპირობებენ უფრო ეფექტურ თერაპიას , ნორმაში აყენებენ უჯრედული იმუნიტეტის მაჩვენებლებს . პრეპარატისანთების საწინააღმდეგო აქტიურობა განპირობებულია ნეიტროფილების ფუნქციური აქტივობის გაზრდით ,ფაგოციტოზის აქტივაციით .

ციკლოფერონი ეფექტურია ჰერპესის ვირუსის , ციტომეგალოვირუსის , ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ,პაპილომა ვირუსის და სხვა ვირუსების მიმართ ( ეწინააღმდეგება რეპროდუქციას , თრგუნავს ვირუსების გამრავლებას). ნაჩვენებია პრეპარატის ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების ( ქლამიდიოზი , შარდსასქესოსფეროს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები ) კომპლექსური თერაპიისას იმუნოთერაპიული კომპონენტის სახით .

ციკლოფერონის ლინიმენტის ეფექტურობა ქრონიკული პაროდონტიტების მკურნალობისას გამოიხატება პათოგენურიმიკროორგანიზმების დათრგუნვაში , sIgA   სინთეზის გაძლიერებაში კბილ - ღრძილის ჯიბეების სითხეში ნორმამდე ,ხარისხიანი სანაციის უზრუნველყოფაში . მცირდება ჰიპერემია და ღრძილებიდან სისხლდენა , მნიშვნელოვნად იკლებსკბილების ძვრადობა . უმჯობესდება პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა , ქრება არასასიამოვნო სუნი .

 

ჩვენება

მოზრდილებში კომპლექსური თერაპიისათვის :

  • კანისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექცია ;
  • ურეთრიტები და არასპეციფიკური და სპეციფიური ( გონორეული , კანდიდოზური , ქლამიდიოზური დატრიქომონადული ) ბალანოპოსტიტები ;
  • არასპეციფიკური ვაგინიტები და ვაგინოზები ;
  • ქრონიკული პაროდონტიტები .

 

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა , ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი . 18 წლამდე ასაკი (ბავშვებში კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა ).

 

გამოყენების მეთოდი და დოზები

ადგილობრივად :

ჰერპესული ინფექციისას ლინიმენტი ისმება თხელი ფენის სახით დაზიანებულ უბანზე 1-2- ჯერ დღეში , 5 დღისგანმავლობაში . გენიტალური ჰერპესისას – ინტრავაგინალური ( ურეთრალური ) ინსტალაციები ერთხელ დღეში 5 მლრაოდენობით , 10-15 დღის განმავლობაში , ყოველდღიურად .

არასპეციფიკური და კანდიდოზური ურეთრიტების მკურნალობისას : ინტრაურეთრალური ინსტალაციები 5-10 მლრაოდენობით , შარდსაწვეთის დაზიანების დონეზე დამოკიდებულებით . ურეთრის ზემო ნაწილის დაზიანებისასმამაკაცებში შპრიცის კანულა ლინიმენტით შეყავთ შარდსაწვეთი მილის გარე ხვრელში , შემდეგ ხვრელს უჭერენ 1,5 – 3 წუთით , რის შემდეგაც ინსტილირებული ხსნარი თვითნებურად ევაკუირდება . 30 წუთის შემდეგ პაციენტმა უნდამოშარდოს . უფრო ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება ურეთრის ლორწოვნის შეშუპება გამოიწვიოს . მკურნალობისკურსია 10-14 დღე .

ურეთრის უკანა ნაწილის , სათესლე ჯირკვლების მიდამოს დაზიანებისას იყენებენ ციკლოფერონის შიდაურეთრალურინსტილაციას კათეტერით , დღეგამოშვებით 5-10 მლ პრეპარატის გამოყენებით ( კურსზე 5-7 ინსტილაცია ).

სპეციფიკური ეტიოლოგიის ურეთრიტების თერაპიისას   -     ციკლოფერონის ინტრაურეთრალური ინსტილაციებისერთდროული გამოყენება სპეციფიკურ ანტიმიკრობულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ტრადიციული სქემებით .

ბალანოპოსტიტების დროს სასქესო ასოს თავი და ჩუჩა მუშავდება ციკლოფერონის ლინიმენტით 1- ჯერ დღეში (1/2ფლაკონი ან ტუბი 5 მლ ) 10-14 დღის განმავლობაში .

აუცილებლობის   შემთხვევაში , კურსი შეიძლება განმეორდეს 14 დღის შემდეგ .

კანდიდოზური ვაგინიტის , არასპეციფიკური ვაგინიტის ( ენდოცერვიციტის ) და ბაქტერიული ვაგინოზისთერაპიისას შესაძლებელია პრეპარატის როგორც მონოთერაპიის , ასევე კომპლექსური მკურნალობის სახით გამოყენება. ინტრავაგინალურად პრეპარატი შეყავთ 5-10 მლ რაოდენობით ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში ერთ -ორჯერ დღეში . პარალელურად , ურეთრისა და საშოს ლორწოვანის ერთდროული დაზიანებისას მიზანშეწონილიაინტრავაგინალური და შიდაურეთრალური ინსტილაციების გამოყენება (5 მლ ყოველდღიურად 10-14 დღისგანმავლობაში ). შესაძლებელია ლინიმენტით გაჟღენთილი ტამპონების გამოყენება .

დაავადების ქრონიკული ფორმების დროს პრეპარატი კარგად მოქმედებს ოფიცინალურ სამკურნალო საშუალებებთან (ვაგინალური ტაბლეტები , სანთლები ) ერთად .

ინტრავაგინალური გამოყენებისათვის : იხსნება ტუბი , მემბრანა იხვრიტება ერთჯერადი შპრიცის ნემსით (5 მლმოცულობის ), რის შემდეგაც ნემსი იხსნება და უნდა გადაიგდოს . სავსე შპრიცი წოლით მდგომარეობაში შეყავთსაშოში და დგუშზე ზეწოლით შპრიციდან დევნიან ლინიმენტს .

შეფუთვაში ვაგინალური აპლიკატორის არსებობისას : იხვრიტება ტუბის მემბრანა , აპლიკატორი იხრახნება ბოლომდეტუბის ხვრელზე . ლინიმენტი უნდა გამოიდევნოს აპლიკატორში , სანამ დგუში მთლიანად არ გამოვა . სავსეაპლიკატორი იხსნება ტუბის ხვრელიდან , შეიყვანება საშოში და დგუშზე ზეწოლით გამოიდევნება ლინიმენტი .

პრეპარატის თავისუფალი ევაკუაციის თავიდან ასაცილებლად საშოს შესავალს ატამპონებენ მცირე ზომის სტერილურიბამბის ტამპონით 2-3 საათით .

აუცილებლობის შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ .

ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობისას ლინიმენტის გამოყენების წინ სასურველია პაროდონტალური ჯიბეებისამორეცხვა ანტისეპტიკით , შემდეგ ბამბის ტამპონით ციკლოფერონის ლინიმენტი 1,5 მლ (1/3 ტუბი ) ოდენობითისმება ღრძილზე აპლიკაციის მეთოდით ( შეზელვა არ შეიძლება ) 1-2- ჯერ დღეში - 10-12 საათის ინტერვალით .თერაპიის ხანგრძლივობაა 12-14 დღე .

აუცილებლობის შემთხვევაში კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ .

 

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები . შესაძლებელია ხანმოკლე წვა , უმნიშვნელო ლოკალური ჰიპერემია . გვერდითი მოვლენებისუსტად გამოხატულია და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ციკლოფერონის ლინიმენტი შეთავსებადია და კარგად მოქმედებს ერთდროული მიღებისას სამკურნალოსაშუალებებთან , რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება მოცემული დაავადებების მკურნალობისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატები და სხვ .).

აძლიერებს ანტიბიოტიკების , ანტისეპტიკების და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას .

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატს აქვს მწარე გემო .

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ღრძილში შეზელვა .

არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე . მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა თვალის წყლითდაბანა .

 

გამოშვების ფორმა

5%- იანი ლინიმენტი 5 მლ , ინსულინის ფლაკონებში , 5 ფლაკონი ცალმხრივ კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , 1შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

5 მლ ან 30 მლ ალუმინის ტუბში , ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

კოლოფში 30 მლ - იან ტუბთან ერთად ათავსებენ 5 ვაგინალურ აპლიკატორს , ან ფუთავენ აპლიკატორის გარეშე .

 

შენახვის პირობები

სია ბ . სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25 ° C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისობის ვადა

2 წელი . არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

 

მწარმოებელი : ООО <<Научно-технологическая фармацевтическая фирма (ООО )

 

მომხმარებლის პრეტენზიები იგზავნება შემდეგ მისამართზე : Россия . 191119.г.Санкт-Петербург, Лиговский пр. д.112.т./ф(812) 710-82-25.

PSP გირჩევთ