კატეგორიები

  • გლუკანტიმი 1.5გ 5 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება.



ინსტრუქცია

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.

ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.

მიღების წესები და დოზები
დღიური დოზა - 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს - 1/2, მესამე - 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი - 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერა¬ტურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.

უკუჩვენება
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერა¬ტურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

PSP გირჩევთ