კატეგორიები

  • მეტრალინი ( მეტრონიდაზოლი )0.5% 100 მლ. 1 ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • მოიძიე აფთიაქებში

    გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
  • ჩვენებები: ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა; ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი); სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტი



საერთაშორისო დასახელება:

 

METRONIDAZOLE

მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ

1 მლ 1 ფლ.

მეტრონიდაზოლი .....................    5 მგ 500 მგ

დამხმარე საშუალება:

ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატი 12H2O, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

ელექტროლიტების შემცველობა:

ნატრიუმი.... 14 მმოლ

ქლორიდი.... 13 მმოლ

ჩვენებები:

  • ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი);
  • სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები);
  • გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა, სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს);
  • ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-ვინსენტას ანგინა);
  • ენდოკარდიტი;
  • ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი);
  • განგრენა;
  • სეპტიცემია თრომბოფლებიტით;
  • პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

მიღების წესი და დოზირება:

თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

მოზრდილებში და მოზარდებში:

I დღე  - 6-8 საათში ერთხელ 0.5 მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2 გ-ს.

II და შემდგომ დღეებში -  ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5 გ, შესაბამისად 1 გ დღეში. გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5 გ-მდე დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.

ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0 გ (არა უმეტეს 2.0 გ-სა).

ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10 მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე.

ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100 მლ 20 წუთში, მაგრამ როგორც წესი შეჰყავთ 100 მლ 60 წუთში.

- დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.

- ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე შეყვანა.

- გახსნილი ფლაკონი არ შეინახება. ნარჩენი უნდა გავანადგუროთ.

- მეტრონიდაზოლით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღეს.  უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად ტარდება.

- მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ არ არის გამორიცხული ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზრდას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

* პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მნიშვნელოვანია მეტრონიდაზოლის და შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება:

- აკრძალულია პრეპარატის დანიშვნა ალკოჰოლთან ერთად, ამ დროს ვითარდება ღებინება და თავბრუსხვევა.

- მეტრონიდაზოლის კომბიანაციით დისულფირამთან აღინიშნება გონების დაბინდვა.

- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების შემცირება.

- მეტრონიდაზოლის მოქმედებას აქვეითებს ბარბიტურატებთან და ფენიტოინთან მისი კომბინაცია.

- ლითიუმთან კომბინაციის დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება. - ციმეტიდინი ახანგრძლივებს მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ამით მატულობს მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.