კატეგორიები

  • სეკნილი 500მგ 6 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ნაწლავის და ღვიძლის ამებიაზი; ლამბლიოზი; ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი; ბაქტერიული ვაგინოზი.



საერთაშორისო დასახელება:

SECNIDAZOLE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: სეკნიდაზოლი

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.

1 ტაბ.

სეკნიდაზოლი ......... 500 მგ

1 ტაბ.

სეკნიდაზოლი ......... 1000 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი (სეკნილი 1000 მგ), კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White

(ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სეკნილი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული მოქმედება. სეკნილი ხასიათდება ბაქტერიციდული ეფექტით გრამდადებით და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების მიმართ.

სეკნილი განსაკუთრებით აქტიურია Entamoeba histolytica, Trichomonas vaginalis, Giardria lamblia და უმეტესობა ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების მიმართ. არ მოქმედებს აერობულ გამომწვევებზე, მაგ. ვაგინალურ ლაქტობაცილებზე.

სეკნილი იწვევს დნმ-ის სპირალური კონფიგურაციის დარღვევას, ნუკლეინის მჟავების სინთეზის შეფერხებას და უჯრედის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ სეკნილი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს.

მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში 2 გ სეკნილის ერთჯერადი მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4 სთ-ში,

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17-29 სთ-ს.

მიღებული დოზის 16% გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 სთ-ის განმავლობაში თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • ნაწლავის და ღვიძლის ამებიაზი;
  • ლამბლიოზი;
  • ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი;
  • ბაქტერიული ვაგინოზი.

მიღების წესი და დოზირება:

სეკნილი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობის სითხესთან ან ნახევრად თხევად საკვებთან ერთად.

ნაწლავის მწვავე, კლინიკურად გამოხატული ამებიაზის სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 2 გ, ხოლო ბავშვებში - 30მგ/კგ ერთჯერადად.

ნაწლავის უსიმპტომო ამებიაზის დროს მოზრდილებში ინიშნება 2 გ, ბავშვებში - 30 მგ/კგ დღე-ღამეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის ამებიაზის სამკურნალოდ ინიშნება მოზრდილებში 1.5 გ დღე-ღამეში, ბავშვებში - 30 მგ/კგ ერთ მიღებაზე, 5 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზის, ტრიქომონული ურეთრიტისა და ვაგინიტის, ბაქტერიული ვაგინოზის დროსინიშნება 2 გ ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:

სეკნილი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მეტალის გემო პირში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გლოსიტი, სტომატიტი, შექცევადი ლეიკოპენია;

ძალზე იშვიათად სეკნილმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;

* ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

* დაუშვებელია სეკნილის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ შეიძლება სეკნილის გამოყენება სისხლის დაავადებების დროს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს ზომიერი შექცევადი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობის აღდგენა ხდებდა მკურნალობის დასრულებისთანავე.

◄ სეკნილი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და ცნს-ის პათოლოგიების დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი სეკნილის მიმართ. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ერთდროული გამოყენებისას სეკნილი აძლიერებს არაპირდაპირ ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში - ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.

- სეკნილით მკურნალობის დროს დისულფირამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზი.

- მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, რადგან ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.

- ციმეტიდინი ახანგრძლივებს სეკნილის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

- არ არის რეკომენდებული სეკნილის გამოყენება მიორელაქსანტებთან ერთად.

- სეკნილი ზრდის ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში.

- ამოქსიცილინთან კომბინაციაში ძლიერდება პრეპარატის ეფექტურობა Helicobacter pylori -ს მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

PSP გირჩევთ